წლევანდელი ელექტრონავტის (ქართული ინოვაციური მუსიკის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი) ორგანიზატორების მიერ სპონსორობის შეთავაზებას ბევრი კომპანია იმეილითაც კი არ გამოეხმაურა. საბოლოოდ დაჯილდოება ქალაქის მერიამ და უცვლელმა მხარდამჭერმა - კომპანია ჰამაკმა დაასპონსორეს. მასპიძელი - კლუბი გურუ.
დაჯილდოებაზე მოულოდნელი მხოლოდ ერთი რამ მოხდა: წლის ელექტრონავტი გახდა დიჯეი ლადო. ეს მოულოდნელი იყო იმიტომ, რომ ლადო საქართველოში თითქმის არ უკრავს. მისი მუსიკა ძირითადად ბერლინში გამოდის და ევროპაში იყიდება.
გურუ კლუბს დაუფასდა, რაც ქვეყანაში ელექტრომუსიკის განვითარებისთვის გააკეთა და ერთდროულად ორი ელექტრონავტი მიიღო. საუკეთესო ვენიუ - კლუბი გურუ, საუკეთესო რადიოგადაცემა - ელექტრონიკა გურუ FM-ზე, ავტორი გიორგი შენგელია. გურუ FM დროებით დახურულია, ელექტრონავტოსან ელექტრონიკას და გიორგი შენგელიას შეგიძლიათ ბიტ FM-ზე მოუსმინოთ.
...ერთ დროს მოსკოვში, ფიოდოროვის სახელობის კლინიკაში, ნოდარ ბერიძე ახალგაზრდა და პერსპექტიული ქართველი ოკულისტი იყო, თუმცა გამოხდა ხანი და ის ინტელიგენტ დიჯეი ბეროდ გარდაიქმნა. მისი სეტი ყოველთვის ძალიან დახვეწილია და გემოვნებითაა შეზავებული. ასეთ დისკჟოკეის კი თბილისში ბევრს ვერ ნახავთ.
ბერო: „ელექტრონავტების ნომინანტებში პირველად მოხვედრა და მოგება არარეალური მეჩვენება. თანაც ლადო, გრინ ბიმი და ლეონი ძალიან ძლიერი მუსიკოსები არიან. ვფიქრობ, დღეს ლადო მოიგებს. თარხან მაღრაძესთან დღეს ლაუდერ ივენთს წარმოვადგენ. ალბათ საუკეთესო პრომოუტერის ტიტულს მოვიგებთ ფილიპ მორისთან ერთად.”
ლადო: „როცა საუკეთესო დიჯეის ნომინაცია ავიღე, აღარ მეგონა, რომ ელექტრონავტიც გავხდებოდი. ვერ აგიწერთ, ისე გამიხარდა გამარჯვება. წელს ბევრი ვიმუშავე და ალბათ მეკუთვნოდა. ხუთი წელია, რაც მუსიკას ვაკეთებ. ჩემი ვინილები გერმანიაში გამოდის. სამ წამყვან ლეიბლთან ვთანამშრომლობ. საქართველოში თითქმის არასოდეს არ ვარ. დიდი მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა.”
სერგი გვარჯალაძე, ორგანიზატორი: „სპონსორის ამბავი თითქმის ვერ მოვაგვარეთ. ცოტათი მერია დაგვეხმარა, დანარჩენი კი მეგობრობით გაკეთდა. კლუბი მეგობრებმა დაგვითმეს, ხმაზე მეგობრები დადგნენ, განათებაზეც, მიკროფონთანაც...
მიხარია, რომ ელექტრონავტებს უამრავმა ადამიანმა მისცა ხმა. მათ გარდა, გვყავდა პროფესიონალი ჟიური. საუკეთესო ტრეკის გამოვლენისას მათ ხმას უფრო მეტი ძალა მივეცით, ვიდრე მომხმარებლების შეფასებას. ჟიურიში იყვნენ მუსიკოსები, პუბლიცისტები და ის ჟურნალისტები, რომლებიც მუსიკაზე წერენ. ასე საერთო ბალანსით გამოვავლინეთ საუკეთესო ტრეკის ავტორი ტუსია ბერიძე.
ლადოს შემოქმედებას დაჯილდოებამდე ორი კვირით ადრე გავეცანი. ის ძალიან კარგ პროდუქტს აკეთებს და ვფიქრობ, დამსახურებულად გაიმარჯვა. ჯერჯერობით არჩევანი დიდი არ არის. სულ ათი-თორმეტი მუსიკოსია, ვინც სერიოზულად მუშაობს.
შარშან თუ დაახლოებით ათას ხუთასმა ადამიანმა მიიღო შერჩევაში მონაწილეობა, დღეს მათი რაოდენობა სამი ათას ხუთასი იყო. გაიზარდა პროდიუსერთა რაოდენობა - საკონკურსოდ 60 ტრეკი შემოვიდა. ახლა აქ ცხელა, ხმასთანაც პრობლემაა, არც ისე დინამიკურია ღონისძიება, მაგრამ, როგორც ხედავთ, ხალხი არ მიდის და ეს ყველაფერი აინტერესებს. ელექტრომუსიკის განვითარებას ვერაფერი შეაჩერებს. ამის იმედს ეს ხალხი მაძლევს.”
ელექტრონავტის გამარჯვებულები:
ელექტრონავტი 2009 - ლადო
საუკეთესო ტრეკი - ტუსია ბერიძე
საუკეთესო ქართველი დიჯეი - ლადო
საუკეთესო ვენიუ - კლუბი გურუ
საუკეთესო ივენთი -
Djuma Soundsistem,
Future Funk Squad &
MC Mojo @ Pavilion
საუკეთესო პრომოუტერი -
Louder
ლეიბლი - Minibus
რადიოგადაცემა -
ელექტრონიკა (Guru Fm)
მხარდამჭერი კომპანია - ფილიპ მორისი