ტაჯ მაჰალი

0 კომენტარი

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ერ­თ­მა ჩემ­მა უცხო­ელ­მა მე­გო­ბარ­მა ფე­ის­ბუქ­ზე ასეთ წა­მოწყე­ბას ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი: Rustavi for UNESCO - რუს­თა­ვი იუნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლ­თა სი­ა­ში. მო­წო­დე­ბის ავ­ტო­რის წი­ნას­წა­რი გა­მოკ­ვ­ლე­ვით, იუნეს­კოს ჩა­მო­ნათ­ვალ­ში შე­საღ­წე­ვად პო­ტენ­ცი­უ­რი ძეგ­ლი ათი კრი­ტე­რი­უ­მი­დან ერთს მა­ინც უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. რუს­თა­ვი ათი­დან სამ კა­ტე­გო­რი­ას თა­ვი­სუფ­ლად პა­სუ­ხობს. კრი­ტე­რი­უ­მე­ბის სრუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი შორს წაგ­ვიყ­ვანს, ერ­თ­-ერ­თი პი­რო­ბა კი ასე ჟღერს: „ადგილი უნ­და იყოს უნი­კა­ლუ­რი ან, ყო­ველ შემ­თხე­ვა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ტრა­დი­ცი­ის, ან ჰქონ­დეს ნიშ­ნე­ბი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ი­სა, რო­მე­ლიც ცოცხ­ლია ან გაქ­რა”. კი ბა­ტო­ნო, არის ორი­ვე, ცოცხა­ლიც და მკვდა­რიც. გა­აჩ­ნი­ა, რა თვა­ლით შე­ხე­დავ. აშ­კა­რა­სა და თვალ­სა­ჩი­ნოს მიღ­მა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და და­უ­ჯე­რე­ბე­ლიც ბევ­რი­ა: მა­გა­ლი­თად, აქ არის ინ­დუ­რი რეს­ტო­რა­ნი. 
2002 წლის სა­მო­ქა­ლა­ქო აღ­წე­რის შე­დე­გე­ბით, რუს­თა­ვის მო­სახ­ლე­ო­ბა ას თექ­ვ­ს­მე­ტი ათა­სი ადა­მი­ა­ნით გა­ნი­საზღ­ვ­რა. ამ ზო­მის ბრი­ტა­ნუ­ლი ან ევ­რო­პუ­ლი ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რ­ში ინ­დუ­რი, ჩი­ნუ­რი ან თურ­ქუ­ლი რეს­ტო­რა­ნი საკ­ვირ­ვე­ლი არ არის. მაგ­რამ რა­ტომ მა­ინ­ც­და­მა­ინც ინ­დუ­რი და მა­ინ­ც­და­მა­ინც რუს­თავ­ში?
პა­სუ­ხი მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხ­ნის წი­აღ­ში უნ­და ვე­ძე­ბოთ. ამ ქარ­ხ­ნის ბა­ზა­ზე ბრი­ტა­ნულ­-ინ­დუ­რი კომ­პა­ნია GeoSteel საქ­მი­ა­ნობს და მი­ლებ­სა და გამ­ტა­რებს აწარ­მო­ებს. კომ­პა­ნი­ის 500 თა­ნამ­შ­რომ­ლი­დან 60-მდე ინ­დო­ე­ლი­ა. აქე­დან გაჩ­ნ­და მოთხოვ­ნა და მი­წო­დე­ბა­მაც არ და­ა­ყოვ­ნა: ინ­დუ­რი რეს­ტო­რა­ნი ის­ტო­რი­უ­ლი რუს­თა­ვის ცენ­რა­ლურ ქუ­ჩა­ზე - კოს­ტა­ვას 3-ში გა­იხ­ს­ნა. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, GeoSteel-ის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი აქ ხში­რად სტუმ­რო­ბენ. მა­გრამ, რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, არა მხო­ლოდ ინ­დო­ე­ლე­ბი.
ტაჯ­ ­მა­ჰა­ლის ინ­ტე­რი­ე­რი და გა­რე­მო სტე­რი­ლუ­რი­ა: ღია ჩა­ლის­ფე­რი იატა­კი, მე­ტა­ლოპ­ლას­ტ­მა­სის კარ­-­ფან­ჯა­რა, თეთ­რი კედ­ლე­ბი და გიფ­სო­ფი­ლის ჭე­რი­დან მო­მა­ვა­ლი მჭა­ხე გა­ნა­თე­ბა. ბუ­დას პა­ნოს ქვეშ წი­თე­ლი ხის პი­ა­ნი­ნო დგას. ცხა­დი­ა, დრო­დად­რო აქ რა­ღაც ღო­ნის­ძი­ე­ბებს მარ­თა­ვენ. რა­ტო­მაც არა. მაგ­რამ ეს არა­ფერს ნიშ­ნავს. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ტაჯ­ ­მა­ჰა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე ფაქ­ტო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოქ­მე­დი ყვე­ლა­ზე ჭეშ­მა­რი­ტი ინ­დუ­რი რეს­ტო­რა­ნი­ა.
თუმ­ცა, აქა­უ­რო­ბა რომ ბო­ლომ­დე მო­გე­წო­ნოს (და რა­ტომ­ღაც მოგ­წონს), ბევრ რა­მე­ზე გი­წევს თვა­ლის და­ხუჭ­ვა. მა­გა­ლი­თად, ხორ­ცი­ა­ნი კერ­ძე­ბი­დან მხო­ლოდ ქა­თა­მი აქვთ, ისიც ალ­ბათ გა­ყი­ნუ­ლი ფი­ლე, მაგ­რამ ჯან­და­ბას, ხახ­ვის პე­კო­რა უკ­ვე მო­სუ­ლია და ნამ­დ­ვი­ლი ინ­დუ­რი გე­მო გა­ცოცხ­ლ­და. მე­ნი­უ­ში მი­თი­თე­ბულ რამ­დე­ნი­მე ცხვრის კერ­ძ­ზე გუ­ლი დამ­წყ­და (ცხვრის დჰა­ა­ლი ან ჯალ­ფ­რე­ზი), მაგ­რამ რა გა­ეწყო­ბა, ქა­თამს დავ­ჯერ­დით. ნა­ა­ნი ინ­დუ­რი პუ­რი ნივ­რით, პიტ­ნით - დი­დი არა­ფე­რი­ა, ოდ­ნავ შემ­თ­ბა­რი თხე­ლი ცო­მის ფირ­ფი­ტა, სა­მა­გი­ე­როდ, ორი­ვე­ნა­ი­რი ბრინ­ჯი (ყვითელი და ნივ­რით) გემ­რი­ე­ლი­ა, გრძე­ლი, არო­მა­ტუ­ლი პუნ­ჯა­ბუ­რი ბას­მა­თი. ოს­პ­მაც დჰა­ალ­მა გა­ა­მარ­თ­ლა. ოდ­ნავ თხე­ლი იყო, მაგ­რამ გემ­რი­ე­ლი და სიცხა­რეც ნამ­დ­ვი­ლი ინ­დუ­რი ქა­რი­თა და უცხო სუ­ნე­ლით კარ­გად გა­ჯე­რე­ბუ­ლი, კარ­ტო­ფი­ლი დჰა­ა­ლიც კარ­გი აღ­მოჩ­ნ­და. ქა­თა­მი ტი­კა (თონეში შემ­წ­ვა­რი ქათ­მის მწვა­დი) არც გე­მო­თი და არც ფე­რით ის არ არის, რაც უნ­და იყოს, მაგ­რამ რა­ღაც მა­ინც გა­გო­ნებს ორი­გი­ნალს. ალ­ბათ ისევ ქა­რის სა­ნე­ლე­ბე­ლი.
რო­გორც თა­ვა­ზი­ან­მა ოფი­ცი­ან­ტ­მა გვითხ­რა, მზა­რე­ულს კრიშ­ნა ჰქვია და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მარ­ტო დგას. ამი­ტომ კერ­ძე­ბი კან­ტი­კუნ­ტად, ერ­თ­მა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით გა­მო­დის. სერ­ვი­სიც, შე­სა­ბა­მი­სად, სამ­ზა­რე­უ­ლოს ამ რიტ­მი­თაა ნა­კარ­ნა­ხე­ვი, სხვა მხრივ - ქმე­დი­თი და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი.
სა­დი­ლი მო­თა­ვე­ბუ­ლი გვქონ­და, რო­დე­საც სამ­ზა­რე­უ­ლო­დან ერ­თი ლან­გა­რი ხინ­კა­ლი გა­მო­ვი­და და შავ­ფორ­მი­ან დაც­ვის პო­ლი­ცი­ელს გა­და­ე­ცა. ლან­გა­რი დაც­ვამ საქ­მი­ა­ნი ნა­ბი­ჯით გა­არ­ბე­ნი­ნა და ხინ­კ­ლის ოხ­ში­ვარ­თან ერ­თად გა­უ­ჩი­ნარ­და. ამ უც­ნა­უ­რო­ბის მი­ზე­ზი რომ ვი­კითხეთ, აღ­მოჩ­ნ­და, რომ, თურ­მე, ტაჯ­ ­მა­ჰა­ლი ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი­ცა­ა, ქარ­თუ­ლი მე­ნი­უც აქვთ, თა­ვი­სი ნე­მი­რო­ვე­ბით და ამ­ბე­ბით. მხო­ლოდ ახ­ლა გა­მახ­სენ­და, რომ რეს­ტო­რანს გა­რე­დან დი­დი ასო­ე­ბით აწე­რი­ა: CAFE. ვი­საც ქო­ბუ­ლეთ­ში და­უს­ვე­ნი­ა, კარ­გად ეცო­დი­ნე­ბა, რომ CAFE რეს­ტორ­ნის, იგი­ვე სა­სა­დი­ლოს, იგი­ვე სა­ხინ­კ­ლის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი და­სა­ხე­ლე­ბა­ა.
ხმის გა­მაძ­ლი­ე­რებ­ლე­ბი­დან არც ინ­დუ­რი, არც ქარ­თუ­ლი და, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არც რუ­სუ­ლი მუ­სი­კა არ ჟღერს. მხო­ლოდ ბერ­ძ­ნუ­ლი ეს­ტ­რა­დის და­მუხ­ტუ­ლი რიტ­მე­ბი ის­მის. მოკ­ლედ, ის, რაც ინ­დუ­რი რეს­ტო­რა­ნი გვე­გო­ნა, ბა­ბი­ლო­ნის გო­დო­ლის „მოდელირება” აღ­მოჩ­ნ­და, ოღონდ უწყი­ნა­რი, ში­გა­და­შიგ გემ­რი­ე­ლი და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ინ­დუ­რი.
ვუ­ერ­თ­დე­ბი მოთხოვ­ნას: რუს­თა­ვი, თა­ვი­სი ტაჯ­ ­მა­ჰა­ლით, იუნეს­კოს ძეგ­ლ­თა დაც­ვის სი­ა­ში. კი­დევ სად არის ასე­თი ინ­დუ­რი რეს­ტო­რა­ნი? სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სად. თბი­ლი­სი­დან რუს­თა­ვამ­დე 25 კმ-ი­ა. გა­სე­ირ­ნე­ბა ცალ­კე გა­მო­ვა, ფე­ხის გაშ­ლა ცალ­კე: თუ ინ­დუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო გიყ­ვართ, ნამ­დ­ვი­ლად ღირს. ეწ­ვი­ეთ და თა­ვად გან­სა­ჯეთ. ტაჯ­ მა­ჰა­ლის ხინ­კალ­ზე კი, სამ­წუ­ხა­როდ, ვე­რა­ფერს გეტყ­ვით. ეს სხვა დროს იყოს.

ტა­­­­ბუ­­­­ლა რეს­­­­­­­ტორ­­­­­­­ნებს მი­­­­მო­­­ი­­­­ხი­­­­ლავს ანო­­­­ნი­­­­მუ­­­­რად და ას­­­­­­­წო­­­­რებს ან­­­­­­­გა­­­­რიშს

ტაჯ მაჰალი
კოს­ტა­ვას 3
რუს­თა­ვი
უბა­ნი: ის­ტო­რი­უ­ლი რუს­თა­ვი
სამ­ზა­რე­უ­ლო: ინ­დუ­რი, ქარ­თუ­ლი
სა­ა­თე­ბი: ყო­ველ­დღე 12-24
ფა­სი: 55 (სადილი ორ ადა­მი­ან­ზე,
ალ­კო­ჰო­ლუ­რი სას­მე­ლით და სერ­ვი­სის ჩათ­ვ­ლით)
პარ­კინ­გი: კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები