რეცეპტი

 გა­დავ­წყ­ვი­ტე, რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თე­მა­ზე ჩე­მი მო­საზ­რე­ბე­ბი გა­გაც­ნოთ. სა­ნამ უშუ­ა­ლოდ ამ თე­მებ­ზე გა­და­ვი­დო­დე, ერთ ის­ტო­რი­ას მო­გიყ­ვე­ბით: რამ­დე­ნი­მე თვის წინ სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვ­ლე­ვე­ბის რო­მე­ლი­ღაც მი­მარ­თუ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მო­ვი­და ჩემ­თან სახ­ლ­ში, გა­მო­კითხ­ვა უნ­და ჩა­გი­ტა­რო­თო. ჩემ­და გა­სა­ოც­რად, სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნ­და, მე­პა­სუ­ხა რამ­დე­ნი­მე ათე­ულ კითხ­ვა­ზე. ალ­ბათ, დაგ­რო­ვი­ლი მქონ­და პრობ­ლე­მე­ბი და აზ­რის გა­ზი­ა­რე­ბა მო­მინ­და ისე­თი ვინ­მეს­თ­ვის, ვინც ჩემს ნათ­ქ­ვამს შე­სა­ბა­მის ად­რე­სა­ტამ­დე მი­ი­ტან­და. იქ­ნებ, ვცდე­ბო­დი კი­დეც, მაგ­რამ მა­ინც იმე­დი­ა­ნად ვი­ყა­ვი. კითხ­ვარ­ში ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოდ მო­მეჩ­ვე­ნა კითხ­ვა: რა არის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ა) და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი; ბ) ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაც­ვის სის­ტე­მა; გ) ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა; დ) პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ა;... მივ­ხ­ვ­დი, რომ სწო­რი პა­სუ­ხი იქ­ნე­ბო­და და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. მაგ­რამ ჩე­მი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი და პი­როვ­ნუ­ლი „მე” მკარ­ნა­ხობ­და, რომ ჩა­მოთ­ვ­ლილ­თა­გან არც ერ­თი არ მი­მაჩ­ნ­და უპირ­ვე­ლეს პრობ­ლე­მად. კო­რეს­პონ­დენტს ვკითხე, თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ–მეთ­ქი? რა თქმა უნ­და, ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის სა­კითხი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, მტკივ­ნე­უ­ლი და სას­წ­რა­ფოდ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მა­ა­ო. მე კი­დევ ვფიქ­რობ, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, მტკივ­ნე­უ­ლი, სას­წ­რა­ფოდ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი და უპირ­ვე­ლე­სი პრობ­ლე­მაა სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის, თა­ნაც ჩა­მო­ნათ­ვალ­ში სა­ერ­თოდ არ გაქვთ ნახ­ს­ნე­ბი-­მეთ­ქი, ვუ­პა­სუ­ხე. გა­ოც­და. ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დი­ა­ლო­გის შემ­დეგ და­მე­თან­ხ­მა, რომ უწიგ­ნუ­რი, გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი, უს­წავ­ლე­ლი ხალ­ხი არა­თუ ვერ და­იბ­რუ­ნებს და­კარ­გულ ტე­რი­ტო­რი­ებს, არა­მედ თუ რამ დარ­ჩა და­სა­კარ­გი, იმა­საც და­კარ­გავს. ღმერ­თ­მა დაგ­ვი­ფა­როს, რომ ასე­თი ხალ­ხე­ბის რიცხვს მი­ვე­კუთ­ვ­ნე­ბო­დეთ, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სად მი­მაჩ­ნი­ა.
პუ­რი მე­პუ­რეს უნ­და გა­მო­აცხო­ბი­ნო­ო, ნათ­ქ­ვა­მი­ა. ამ ოთხ სიტყ­ვა­ში ძა­ლი­ან კარ­გად ჩანს, რომ გა­ნათ­ლე­ბა, პრო­ფე­სი­ა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი პუ­რის ცხო­ბა­საც სჭირ­დე­ბა. აბა, ჰკითხეთ 18 წლის თბი­ლი­სელ გო­გო­ნას, რო­გორ ცხვე­ბა პუ­რი? გეტყ­ვით – ცო­მი უნ­და მო­ზი­ლო და გა­მო­აცხო­ო. უმარ­ტი­ვე­სი­ა. მაგ­რამ რო­მე­ლი ფქვი­ლი, რო­გო­რი წყა­ლი, რო­მელ ღუ­მელ­ში ან თო­ნე­ში, რამ­დენ გრა­დუს­ზე, და­ბალ თუ მა­ღალ ცეცხ­ლ­ზე... ისე, არც მე ვი­ცი პუ­რის გა­მოცხო­ბა, არას­დ­როს მიც­დი­ა. რომ ვცა­დო, იქ­ნებ გა­მო­მი­ვი­დეს კი­დეც, მაგ­რამ თუ ვინ­მე კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი მე­ყო­ლე­ბა, აუცი­ლებ­ლად კარგ პურს გა­მო­ვაცხობ. თუ კარგ პრო­ფე­სორ­თან მოვ­ხ­ვ­დი, თუ კარ­გი აპა­რა­ტუ­რა მექ­ნა, იქ­ნებ, ჩემ­გან კარ­გი ექი­მიც კი დად­გეს... რაც შე­ე­ხე­ბა ექი­მებს. ეს ის თე­მა­ა, რო­მე­ლიც, ჩე­მი აზ­რით, პირ­ვე­ლი უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მის შემ­დეგ მო­დის: ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა! არ ვი­ცი, სწო­რად მი­მაჩ­ნ­და თუ ვცდე­ბო­დი, მაგ­რამ მე­გო­ნა, რომ ჯან­დაც­ვის რე­ფორ­მის შემ­დეგ ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მოს­წორ­დე­ბო­და. ვი­ცი, რომ ერ­თი ხე­ლის მოს­მით ვე­რა­ვინ გა­ა­ჩენს ახალ სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ებს და ვე­რა­ვინ გა­უშ­ვებს სახ­ლ­ში დიპ­ლომ–პატ­რო­ნი­ან უვიც ექი­მებს, თუმ­ცა იმის იმე­დი მა­ინც მქონ­და, რომ ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას­თან შე­ხე­ბა არ ექ­ნე­ბო­დათ, მაგ­რამ ვცდე­ბო­დი. კი­დევ ერ­თი ის­ტო­რი­ა: ჩემს ნაც­ნობს მხა­რი და­უ­ზი­ან­და. დაზღ­ვე­უ­ლი იყო და მი­ა­კითხა შე­სა­ბა­მის კლი­ნი­კას. მძი­მე დი­აგ­ნო­ზით, სას­წ­რა­ფო და გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცი­ის (რომელიც ორი ათას ლა­რამ­დე ჯდე­ბო­და) და­ნიშ­ნუ­ლე­ბით გა­მო­ვი­და იქი­დან. კი­დევ კარ­გი, თბი­ლი­სი პა­ტა­რა ქა­ლა­ქი­ა, ყვე­ლა ყვე­ლას იც­ნობს და ჩვენს სა­მე­გობ­რო­შიც გა­მო­ი­ძებ­ნა ისე­თი ექი­მი, რო­მელ­საც ძვალ­სა და რბილ­ში აქვს გამ­ჯ­და­რი ეს „მედიკობა” და სრუ­ლი­ად მარ­ტი­ვი ფიქ­სა­ტო­რით მო­აგ­ვა­რა ორი­ა­თას­ლა­რი­ა­ნი ოპე­რა­ცი­ის სა­კითხი.
თუ ძა­ლი­ან არ შე­გაწყენთ თავს, კი­დევ ერთ ის­ტო­რი­ას გა­ვიხ­სე­ნებ, ასე­ვე ექი­მებ­ზე. გრი­პი გა­მირ­თულ­და და რა­კი დაზღ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი, მი­ვა­კითხე ჩემს ექიმს და­ბა­ლი სიცხე­ე­ბის ჩი­ვი­ლე­ბით. ფილ­ტ­ვე­ბის ან­თე­ბა­ა­ო. აზი­მა­კი, ვი­ტა­მი­ნე­ბი, წო­ლა, თუ კი­დევ უფ­რო გარ­თულ­დე­ბა, ნემ­სებს და­ვიწყებ­თო. ძა­ლი­ან არ მინ­დო­და კი­დევ უფ­რო გარ­თუ­ლე­ბის ლო­დი­ნი, მაგ­რამ და­ვე­მორ­ჩი­ლე ექიმს. გარ­თულ­და. იქ­ნებ, რენ­ტ­გე­ნი გა­და­მი­ღოთ–მეთ­ქი. რას ამ­ბობთ, ნაღ­ვ­ლის ბუშ­ტი გაქვთ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და დას­ხი­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა­ო... სხვა ექიმ­თან წა­ვე­დი. კი­დევ კარ­გი, თბი­ლი­სია და ყვე­ლა ყვე­ლას იც­ნობს. ერ­თი კარ­გი პულ­მო­ნო­ლო­გი­ა, არ ვიტყ­ვი, ვინ და სად, ისე­დაც გე­ცო­დი­ნე­ბათ. სამ დღე­ში სამ­სა­ხურ­ში გა­ვე­დი, გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბუ­ლი.
არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში­ა, რაც სულ არ არის ჩვე­ნი ბრა­ლი. ჩვენ ხომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ო­ბებს ვზრდი­დით ნა­ცარ­ქე­ქი­ას ზღა­პარ­ზე. რომ ზარ­მა­ცი, მაგ­რამ მო­ხერ­ხე­ბუ­ლი ნა­ცარ­ქე­ქია დევს ამარ­ცხებს და ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობს ისიც და მი­სი ძმე­ბიც. რა­ში სჭირ­დე­ბა მას გა­ნათ­ლე­ბა, რო­ცა ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო სა­კითხებ­ზე ნაც­რის ქექ­ვი­სას ფიქ­რობს, რო­ცა ერ­თი სად­გი­სით დევს და­ა­მარ­ცხებს, რო­ცა ქვას წვენს გა­ა­დენს... ვცდე­ბო­დით, სა­უ­ბე­დუ­როდ. ასე ხომ მხო­ლოდ ზღაპ­რებ­ში ხდე­ბა და მხო­ლოდ ჰო­ლი­ვუდ­ში იღე­ბენ მსგავს ფილ­მებს. ბედს თუ ბე­დის­წე­რას ნუ და­ვაბ­რა­ლებთ, რომ როკ­ფე­ლე­რის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი არ ვართ და ამი­ტომ ვცხოვ­რობთ ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში, რად­გან სა­კუ­თა­რი ბან­კის კრე­დი­ტის და­სა­ფა­რად გავ­ყი­დეთ... ჰო­ო, ეს კი­დევ ერ­თი სა­ი­ნეტ­რე­სო თე­მა­ა, მაგ­რამ, მგო­ნი სიტყ­ვა გა­მიგ­რ­ძელ­და და არ მინ­და, შე­მიმ­ცი­როთ ნათ­ქ­ვა­მი, თან ისე, რო­გორც ამას ჩვე­ნი ტე­ლე­ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი აკე­თე­ბენ... ოჰ, ეს გა­ნათ­ლე­ბა?! ვის ჰყავს ამ­დე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტი, ექი­მი, პრო­ფე­სო­რი, მსა­ხი­ო­ბი, მწე­რა­ლი, ჩვენ რომ გვყავს?! ოღონდ მკითხ­ვე­ლი არ გვყავს ამ­დე­ნი და არც გან­მ­კითხ­ვე­ლი.

კომენტარები