ძიძიგურის პოლიტიკური ლიანდაგი

სამ­ტ­რე­დი­ის რკი­ნიგ­ზა­ზე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის­თ­ვის „ბლოკადის” მოწყო­ბის მიზ­ნით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, ანეკ­დო­ტად ქცე­უ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ი­დან რუ­სეთ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის და რუ­სულ ბა­ზარ­ზე ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის დაბ­რუ­ნე­ბის დრო­შის აღ­მარ­თ­ვამ­დე - ეს ის გზა­ა, რო­მე­ლიც მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა ზვი­ად ძი­ძი­გურ­მა ბო­ლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­ა­რა.
ზვი­ად ძი­ძი­გუ­რის პო­ლი­ტი­კურ კა­რი­ე­რა­ში კი­დევ ბევ­რი შე­მობ­რუ­ნე­ბა თუ ნახ­ტო­მი­ა: ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ერ­თ­გუ­ლე­ბი­დან გამ­სა­ხურ­დი­ას მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე გო­გა ხა­ინ­დ­რა­ვას თა­ნა­მებ­რ­ძო­ლო­ბამ­დე, სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ნა­გუნ­დე­ლო­ბი­დან მის შეურიგებელ ოპო­ნენ­ტო­ბამ­დე, სამ­ტ­რე­დი­ის პრე­ფექ­ტო­ბი­დან თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტო­ბამ­დე...
კან­დი­და­ტის ღირ­სე­ბა­თა შო­რის კი იუმო­რის გრძნო­ბა და 5 შვი­ლი ისე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი­ა, რო­გორც „ეროვნული წარ­სუ­ლი”.
ზვი­ად ძი­ძი­გურს, თა­ვის დრო­ზე, „გულწ­რფელად” სჯე­რო­და, რომ სსრკ-ს სამ­ტ­რე­დი­უ­ლი ბლო­კა­დით და­ან­გ­რევ­და ისე­ვე, რო­გორც დღეს „გულწრფელად” არ მა­ლავს, რომ ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვ­ლის იმე­დით არ მო­ნა­წი­ლე­ობს. ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ში­ნა­არ­სი და მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლიც სწო­რედ ამას მოწ­მობს: ლო­ზუნ­გი, „ბრძოლა დღეს­ვე”, იმ პი­რო­ბებ­ში, რო­ცა მე­რო­ბის კან­დი­და­ტის პი­რა­დი და პარ­ტი­უ­ლი რე­ი­ტინ­გი საკ­რე­ბუ­ლო­ში ფრაქ­ცი­ის შექ­მ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც არ იძ­ლე­ვა, ბევ­რის­თ­ვის პოს­ტ­სა­არ­ჩევ­ნო ბრძო­ლა­ზე მი­ნიშ­ნე­ბა უფ­რო­ა, ვიდ­რე სა­არ­ჩევ­ნო­ზე. მით უმე­ტეს, რომ კან­დი­და­ტის წარ­მ­დ­გე­ნი ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭო თა­ნა­ბა­რი სიხ­ში­რით სა­უბ­რობს არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა­ზეც და საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვ­ლე­ბის გეგ­მა­ზეც.
ზვი­ად ძი­ძი­გუ­რის სა­არ­ჩევ­ნო კლი­პე­ბიც, სხვა კონ­კუ­რენ­ტე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, აგე­ბუ­ლია არა კონ­კ­რე­ტულ სო­ცი­ა­ლურ და­პი­რე­ბებ­ზე, არა­მედ და­პი­რის­პი­რე­ბა­სა და დი­დი მხარ­და­ჭე­რის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბა­ზე.
პო­ლი­ცი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბის გარ­და ამ კლი­პებ­ში შარ­შან­დე­ლი 26 მა­ი­სის კად­რე­ბი­ცაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფეხ­ბურ­თის მო­ედ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ტრი­ბუ­ნის მფლო­ბელ­თა­გან დღეს ზვი­ად ძი­ძი­გუ­რის მხარ­დამ­ჭერ­თა შო­რის ბევრს ვე­ღა­რა­ვის მო­ი­ძი­ებთ. მი­უ­ხე­და­ვად იმ 26 მა­ი­სი­სა­ვე გა­მოც­დი­ლე­ბი­სა - რო­ცა პატ­რი­არ­ქის სა­ხე­ლით აპე­ლი­რე­ბამ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი სრულ გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა - სა­არ­ჩევ­ნო კლიპ­ში ისევ ჩანს პატ­რი­არ­ქი ქა­და­გე­ბით, რაც ამ თე­მით სპე­კუ­ლი­რე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ა. თა­ვად კლი­პის­თ­ვის შერ­ჩე­უ­ლი ქა­და­გე­ბის ში­ნა­არ­სი კი - „ციხეების დან­გ­რე­ვი­სა და ეკ­ლე­სი­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის” შე­სა­ხებ - ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს მიზ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.
ფაქ­ტი­ა, რომ მთე­ლი ეს კამ­პა­ნია ემ­სა­ხუ­რე­ბა დი­დი მხარ­და­ჭე­რის მქო­ნე პო­ლი­ტი­კუ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვის არ­სე­ბო­ბის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბას. ამა­ვე ამ­ბი­ცი­ას შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და ფორ­მაც, რომ­ლი­თაც ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი „შეირჩა” ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს მე­რო­ბის კან­დი­და­ტად. სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მო­კითხ­ვა და ერ­თ­გ­ვა­რი „საერთო კან­დი­და­ტის” წარ­დ­გე­ნა კან­დი­და­ტის სე­რი­ო­ზუ­ლად აღ­ქ­მის და ამ ალ­ტერ­ნა­ტი­ვის ფორ­მი­რე­ბის მცდე­ლო­ბას ჰგავს. თუმ­ცა იმან, რომ ამ „გამოკითხვაში” ორი კან­დი­და­ტი (ძიძიგური და და­ვი­თაშ­ვი­ლი) და ნო­ღა­ი­დე­ლის ფუ­ლი შერ­ჩ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს, ამ ამო­ცა­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იმ­თა­ვით­ვე ეჭ­ვის ქვეშ და­ა­ყე­ნა.
არა­ად­გი­ლობ­რი­ვი მას­შ­ტა­ბი­საა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბიც. „ტაბულასთან” სა­უ­ბარ­ში ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი თა­ვა­დაც აღ­ნიშ­ნავს, რომ მა­თი გეგ­მა სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია - „ესაა ჩვე­ნი ქვეყ­ნის გამ­თ­ლი­ა­ნე­ბა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის გზით; სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მ­ნის, ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის რუ­სულ ბა­ზარ­ზე დაბ­რუ­ნე­ბის გეგ­მა და ეს არის თე­მა, რო­მელ­ზეც სა­უბ­რობს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭო”. ძი­ძი­გუ­რი საზღ­ვ­რავს იმ ამომ­რ­ჩევ­ლის წრე­საც, რო­მელ­თა მხარ­და­ჭე­რის იმე­დიც აქვს - „ვინც რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბას უჭერს მხარს, მან უნ­და მის­ცეს ხმა ეროვ­ნულ საბ­ჭოს”.
თუმ­ცა, იგი­ვე ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი - რო­ცა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი რუ­სეთ­თან შე­საძ­ლო ომის პერ­ს­პექ­ტი­ვა­ზე უს­ვა­მენ კითხ­ვას - ეროვ­ნულ საბ­ჭო­ში შე­მა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, აცხა­დებს, რომ ომის დაწყე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში მო­იქ­ცე­ვა ისე, რო­გორც 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში - მო­რა­ტო­რი­უმს გა­მო­აცხა­დებს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ითა­ნამ­შ­რომ­ლებს კი­დეც. ამ დროს ძი­ძი­გურს ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი ეპა­რე­ბა - 2008 წლის აგ­ვის­ტოს­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ახ­ლა კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი ახა­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბით და მათ წი­ნა­შე პო­ლი­ტი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით არი­ან დატ­ვირ­თულ­ნი.
არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა საკ­რე­ბუ­ლო­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­პი­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გეგ­მა - ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს საპ­რე­ზენ­ტა­ციო ბრი­ფინ­გ­ზე ზვი­ად ძი­ძი­გურ­მა პირ­და­პირ გა­ნაცხა­და, რომ საკ­რე­ბუ­ლოს მთა­ვა­რი მი­ზა­ნი... ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვ­ნა იქ­ნე­ბა. ცხა­დი­ა, ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვის კა­ნო­ნი­ე­რი გზე­ბი, საკ­რე­ბუ­ლოს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს არ კონ­კ­რეტ­დე­ბა.
ჯერ არც ის არის ცხა­დი, სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რის დაძ­ლე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში დარ­ჩე­ბა და დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა თუ არა ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭო რამ­დე­ნი­მე სკა­მით თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში. მით უმე­ტეს, რომ ქრის­ტი­ან­-­დე­მოკ­რა­ტე­ბის გა­რე­შე - ვის­თა­ნაც სა­ერ­თოს გა­მო­ნახ­ვა ნაკ­ლებ­სა­ვა­რა­უ­დოა - ამ საკ­რე­ბუ­ლო­ში კო­ა­ლი­ცი­უ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბის შან­სიც მი­ნი­მა­ლუ­რი­ა.



 

კომენტარები