La Do ბოლო ელექტრონავტი

ლადო ოდილავაძე
არსებობს წარმოდგენა, რომ ადამიანის ბედზე, ვარსკვლავების განლაგების გარდა, მისი სახელიც მოქმედებს. თუ ამ თეორიას დავუჯერებთ, მაშინ ლადო ოდილავაძის ბედი დაბადებისთანავე განისაზღვრა. მისი სახელი ორი ნოტისგან შედგება, გვარის ფუძე კი სასიმღერო შეძახილია, რომელიც რამდენიმე ათეული საუკუნეა რომელიღაც წარმართულ ღმერთს ადიდებს - ოდილა! ვინაიდან ლადოს სახელი უკვე სავაჭრო ნიშნად იქცა და მას მსოფლიო მუსიკალურ სივრცეში გვარის გარეშე იცნობენ, ამის გამო მას მხოლოდ სახელით მოვიხსენიებთ.

ლადოს ამბავი
6 წელია ვუკრავ. სამი წელი უბრალოდ სხვის მუსიკას ვმიქსავდი. სამი წლის წინ ჩემი მუსიკის წერა დავიწყე. არავითარი მუსიკალური განათლება არ მიმიღია, საბანკო საქმის და ფინანსების ბაკალავრის დიპლომი მაქვს. პირველი ორი წელი მუსიკის კეთებას ვსწავლობდი, მესამე წელს დიდი პროგრესი განვიცადე და ევროპული შემოთავაზებებიც წამოვიდა.
დღეში, სულ მცირე, 8 საათს ვმუშაობ. ჩემს ოთახში ყოველთვის ბნელა და დრო გაჩერებულია.
ჩემი მუსიკა მაისფეისზე დავდე და პირველად ასე მომაგნეს უცხოურმა ლეიბლებმა. შემდეგ ირლანდიურ ლეიბლს, FVF-ს გავუგზავნე ორი ტრეკი. ძალიან სწრაფად მიპასუხეს და მათი გამოშვების უფლება მთხოვეს. გამიხარდა. შემდეგ ჩემი ორი ტრეკი კიდევ გამოუშვეს და დუბლინში, თავიანთ კლუბში დასაკრავად მიმიპატიჟეს. კლუბს პოგო ჰქვია.
დუბლინში ვიგრძენი, რას ნიშნავს იყო მუსიკოსი. დიჯეი დუბლინში ღმერთია, ირლანდიელები კი - საოცრად გულიანი ხალხი. ხარებივით სვამენ. იქ მივხვდი, რომ პუბლიკა დიჯეისთვის მთავარია. ვნახე, როგორ გაერთო ხალხი ჩემს დაკრულზე და ამან უზარმაზარი ენერგია შემმატა. საოცარი სული ტრიალებს კლუბ პოგოში. ბედნიერი ვარ, რომ გამიმართლა და იქ დავუკარი.
FVF-ის შემდეგ ჩემი მუსიკა გერმანულმა ლეიბლებმა გამოუშვეს. 9volt, Romer Records, Robot Ranch ჩემთან რეგულარულად თანამშრომლობენ. ახლა მუსიკას Trapez-ისთვის ვწერ, ვინილი მალე უნდა გამოუშვან. იმედი მაქვს, პრეზენტაციაზე ბერლინში ჩავალ.
მინდა, რომ ბერლინში გადავიდე საცხოვრებლად. თბილისში ჩემი მუსიკა არ იყიდება. მუსიკის გაყიდვის გარდა, კლუბებშიც ხშირად არ ვუკრავ, მხოლოდ კიკეთი ოუფენ ეარზე და უიქ ენდზე. ელექტრონავტში გამარჯვების შემდეგაც არ მომსვლია თხოვნები კლუბებიდან. თბილისში არ არსებობს ისეთი კლუბი, რომელშიც მინიმალ-ტექნოს დაკვრაა შესაძლებელი. როგორც წესი, თბილისურ კლუბებს არ აქვთ გამოკვეთილი სტილი და ყველანაირ მუსიკას ურევენ. ვერც გაამტყუნებ, სხვანაირად ხალხი არ ივლის. მინიმალი და ტექნო თბილისში ცოტას უყვარს. მენანება კლუბი ბერლინი და ცუმბო. მე ყველაფერი იქ დავიწყე.
ჩემი ერთადერთი გამოსავალი უცხოეთში გადახვეწაა, იმიტომ რომ აქ შემოსავალი საერთოდ არ მაქვს. ამავე დროს, არ მინდა, ევროპაში ჩვეულებრივი ემიგრანტი ვიყო და კაფეში ვიმუშაო. როცა სხვა რამეზე მუშაობ, საღამოს სახლში მოსული და დაღლილი მუსიკას ვერ გააკეთებ. მუსიკოსს სჭირდება დრო და ფული, რომ იარსებოს. მინდა, ჩემი მუსიკით და დაკვრით ვიშოვო ფული და არა კაფეში მუშაობით. თბილისშიც მქონდა კარგი სამსახური, მაგრამ მუსიკის გამო თავი დავანებე.
ვერ წარმოიდგენ, როგორ გამიხარდა ელექტრონავტზე გამარჯვება. საუკეთესო დიჯეი და მერე საუკეთესო მუსიკოსის ნომინაცია - წარმოუდგენლად მაგარია! სერგი გვარჯალაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი ადამიანია. ის თითქმის მარტო იბრძვის ქვეყანაში ახალი კულტურის დასამკვიდრებლად.
ჩემი მუსიკა არავისას არ ჰგავს. ის ჩემია. ჩემს მუსიკას არავის ვაძლევ. კეთილ ინებონ და იყიდონ. ინტერნეტში არ ვდებ - მოპარვის დიდი საფრთხეა. როცა ჩემი ტრეკი ერთ-ერთ საიტზე დავდე, ცოტა ხანში გუგლის საძიებო სისტემამ დაახლოებით 40 საიტიდან ამომიგდო. მთლად იზოლირებულიც ვერ იქნები, მუსიკა მსმენელისთვის უნდა აკეთო. ახლა ჩემი ერთი ტრეკი www.beatport.com-ზე ჰიტ აღლუმის ოცეულშია.
ქართველი ინოვატორი მუსიკოსებიდან მომწონს ჟორჟიკა (გიორგი ჟორჟოლიანი), გრინ ბიმ და ლეონი, ფორესტები, ბიბი კვაჭაძე და ბოლო დროს გავიგე Me and My Monkey-ზე.
ძალიან ვდარდობ, რომ ჩემს ქვეყანაში ჩვენს საქმეში არაფერი გამოდის. ყველაზე მეტად ჩემი ძაღლის დატოვება არ მინდა. უჩემოდ მოკვდება.

PS:
Lado
dgevandel potoebs roca gadaitan erti shen romelic mogeconeba momeci ro gaugzavno ro dresdenshi gavagzavno
erti nebismieri romelic ginda
10:02pmMe
aucileblad
just chemi kompi ragac ver xedavs imat romlebic me momewona
da xvalamde mogiwevs mocda
da dzalian gtxov miawero rom
picture by alexander bagration-davitashvili
10:03pmLado
eg vici
vso cavedi musika unda gavaketo


 

კომენტარები