22 მარტს ტალინში ნატოს საგარეო მინისტრებმა გადაწყვიტეს ბოსნიისთვის მიენიჭებინათ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა - ე.წ. მაპი. ნატოს სპიკერმა, ჯეიმს აპათურაიმ განაცხადა: „დღეს ბოსნია მაპს ღებულობს, თუმცა გარკვეული და აშკარა პირობებით”. მისი თქმით, მთავარი პირობა ბოსნიაში არსებული სამხედრო შეიარაღების ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადაცემაა.
პოლიტიკური სიტუაცია ბოსნიაში კვლავაც არ არის სტაბილური. ქვეყნის სამი დიდი ეთნიკური ჯგუფი ისევ სხვადასხვა მიმართულებით მიილტვის. ბოსნიელი სერბები იმუქრებიან დეიტონის შეთანხმების შესახებ რეფერენდუმის მოწყობით; ბოსნიელი მუსლიმები მოითხოვენ ახალ კონსტიტუციას, რომელიც მათ უფლებებს გაზრდის, ხორვატებს კი კვლავ ავტონომიური ერთეულის შექმნა სურთ. დაძაბულობა იზრდება ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად. როგორც ჩანს, კოალიციური მთავრობის შექმნა ძალიან გართულდება. მუდმივ პოლიტიკურ კრიზისს ერთვის ეკონომიკური და სოციალური კრიზისიც.
რამდენად პარადოქსულიც უნდა იყოს, სწორედ ასეთ არასტაბილურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაში მიიღო ბოსნიამ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. თუმცა, მაპი არ არის ქვეყნის ნატოში მიღების სრული გარანტი და არც დაცვას აღუთქვამს მას სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში. მაგალითად, მაკედონიამ იგი 1999 წელს მიიღო და ჯერაც არ გამხდარა ნატოს წევრი ქვეყანა. მაგრამ მაპი ნიშნავს ქვეყნის მხარდაჭერას ეკონომიკურ, სამხედრო, პოლიტიკურ და ლეგალურ რეფორმებში. სწორედ ეს სჭირდება ახლა ბოსნიას.
აშშ-სა და ევროკავშირის მცდელობები, დახმარებოდნენ ბოსნიას რეფორმაციაში, არცთუ წარმატებული გამოდგა, რადგან ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს სრულიად სხვადასხვა ინტერესი ამოძრავებდათ. თუმცა, ნატოში ინტეგრაცია თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებშია (გარდა რადიკალურად განწყობილი სერბი ნაციონალისტებისა). მოსახლეობის 35% ნატოში გაწევრიანების მომხრეა, ანუ ხალხის ნდობა ნატოს მიმართ ბოსნიაში ბევრად მაღალია, ვიდრე მონტენეგროში, რომელიც ნატოს წევრი 2009 წლის დეკემბერში გახდა. ხალხის დადებითი დამოკიდებულება ამ ორგანიზაციის მიმართ გააადვილებს რეფორმების გატარებას და პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის დარეგულირების საშუალებას შექმნის.
მიუხედავად იმისა, როგორ გაართმევს თავს ოქტომბერში არჩეული მთავრობა გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, ერთი რამ ნათელია: ნატო ცდილობს ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკები ჩრდილოატლანტიკურ ოჯახში ეტაპობრივად გააწევრიანოს. ნატოს წევრობა ბალკანეთის ქვეყნებისთვის კიდევ უფრო ზრდის ევროკავშირში შესვლის პერსპექტივას. ეს კი ამ ქვეყნებს საბოლოოდ დაუბრუნებს ევროპას.