ადმინისტრატორი რიანა

0 კომენტარი

ამერიკელი ჰიპჰოპერი ჯეიზი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ, მუსიკალურთან ერთად, ბიზნესის ნიჭითაც არის დაჯილდოებული.
უახლოეს მომავალში ჯეიზი აპირებს გახსნას კაბარეს კლუბების ქსელი, რომლის სახე, „სხეული” და ადმინისტრატორი 22 წლის მომღერალი რიანა იქნება.
რიანა საერთო ადმინისტრირებას გაუწევს კლუბების ქსელს, ასევე იქნება ქსელის სახე, ხოლო მისი ფოტოები გამოქვეყნდება სარეკლამო პოსტერებზე.
უცნობია, იმღერებს თუ არა ის კლუბებში, თუმცა, გამორიცხული არაფერია. თუ ჯეიზი ჩათვლის, რომ ეს შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყარო გახდეს, მაშინ რიანაც სიამოვნებით შეასრულებს სიმღერებს მის მიერვე ადმინისტრირებულ კლუბებში.
თაყვანისმცემლები ჯეიზის გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდნენ. რიანა სხვადასხვა გამოსვლაში ხშირად იყენებს კაბარეს სტილის კოსტიუმებს, სასცენო დადგმებში კი უხვად არის ელემენტები, რომლებიც კაბარეს კულტურის მძლავრ გავლენას განიცდის.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები