გარდაიცვალა ლენა ჰორნი

0 კომენტარი

92 წლისა გარდაიცვალა მომღერალი და მსახიობი ლენა ჰორნი. 60-წლიანი კარიერის მანძილზე ჰორნმა დასამახსოვრებელი კვალი დატოვა სხვადასხვა სფეროში. ის იყო პირველი აფროამერიკელი, რომელმაც იმღერა თეთრკანიანთა ბენდთან ერთად, იმღერა ცნობილ ღამის კლუბ კოპაკაბანაში და გააფორმა ხელშეკრულება ჰოლივუდის ხმის ჩამწერ სტუდია MGM-თან. 
ორმოცდაათიან წლებში მონაწილეობა მიიღო ბროდვეის დადგმაში იამაიკის ვარსკვლავი. ამ გამოსვლის შემდეგ კომპოზიტორმა, ბადი დე სილვამ ლენა ჰორნი იმ პერიოდის საუკეთესო ქალ მომღერლად შეაფასა.
მიღწეული წარმატებისა და საზოგადოებრივი მდგომარეობის მიუხედავად, სამოციანი წლების დასაწყისში ლენა ჰორნი აქტიურად ჩაერთო აფროამერიკელთა მოძრაობაში სამოქალაქო უფლებების დასაცავად: მონაწილეობდა 1963 წელს გამართულ ვაშინგტონის მარშში. სწორედ იმ დღეს წაიკითხა მარტინ ლუთერ კინგმა ცნობილი სიტყვა „მე ვოცნებობ”. მის სახელს უკავშირდება სკანდალი ბროდვეის კაფეში, სადაც მომღერალმა ერთ-ერთ სტუმარს ლამპა ჩაარტყა მისი მისამართით გაკეთებული რასისტული გამონათქვამის გამო.
1981 წელს ჰორნი კიდევ ერთხელ დაბრუნდა ბროდვეიზე ერთი მომღერლის მიუზიკლით Lena Horne: The Lady and Her Music. იმავე წელს მიუზიკლმა ტონის დაჯილდოების სპეციალური პრიზი მიიღო.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები