ფა­ვო­რი­ტე­ბის შე­სა­ხებ

0 კომენტარი
ფოტო: აბბას კიაროსტამი და ჯულიეტ ბინოში

მარ­­­თა­­ლი­­ა, ახ­­­ლა უკ­­­ვე ყვე­­ლამ ვი­­ცით კა­­ნის გა­­მარ­­­ჯ­­­ვე­­ბულ­­­თა ვი­­ნა­­ო­­ბა, მაგ­­­რამ არ და­­გა­­ვიწყ­­­დეთ, რომ ამ წე­­რილს კა­­ნი­­დან ვგზავ­­­ნი. თან რო­­დის? ჯერ კი­­დევ გა­­გა­­ნია სა­­კონ­­­კურ­­­სო ჩვე­­ნე­­ბე­­ბის დროს! ასე რომ, და­­ი­­ვიწყეთ შე­­დე­­გე­­ბი და ჩემ­­­თან ერ­­­თად უკან, კან­­­ში დაბ­­­რუნ­­­დით.
ვერ შე­­ვე­­დი კენ ლო­­უ­­ჩის ფილ­­­მ­­­ზე, რო­­მე­­ლიც ფეს­­­ტი­­ვა­­ლის დაწყე­­ბამ­­­დე რამ­­­დე­­ნი­­მე დღით ად­­­რე ჩას­­­ვევს კონ­­­კურ­­­ს­­­ში: “რეჟისორმა ძლივს მო­­ას­­­წ­­­რო ფილ­­­მის დამ­­­თავ­­­რე­­ბა­­ო”. გა­­ურ­­­კ­­­ვე­­ვე­­ლი მი­­ზე­­ზე­­ბის გა­­მო პრე­­მი­­ე­­რა ყვე­­ლა­­ზე პა­­ტა­­რა დარ­­­ბაზ­­­ში გა­­მარ­­­თეს. ხომ გახ­­­სოვთ, რომ აქ ჟურ­­­ნა­­ლის­­­ტე­­ბი “ფერებად” ანუ კა­­ტე­­გო­­რი­­ე­­ბად ვართ და­­ყო­­ფი­­ლი?! ელი­­ტურ­­­მა “თეთრებმა” მე­­დი­­დუ­­რად გად­­­მოგ­­­ვ­­­ხე­­დეს, დარ­­­ბაზ­­­ში ამა­­ყად შე­­ვიდ­­­ნენ და კა­­რი ცხვირ­­­წინ მოგ­­­ვი­­ხუ­­რეს. გა­­ნაწყე­­ნე­­ბულ­­­თა რიგ­­­ში ატე­­ხი­­ლი ქოთ­­­ქო­­თი რომ აღარ დამ­­­თავ­­­რ­­­და, ფეს­­­ტი­­ვა­­ლის დი­­რექ­­­ცი­­ამ გად­­­მოგ­­­ვ­­­ძა­­ხა: „დონტ უორი! დონტ! ხვალ მო­­გი­­ხერ­­­ხებთ რა­­მე­­სო”.
ჯერ ვფიქ­რობ­დი, რომ წლე­ვან­დელ კან­ში პლაჟ­ზე ყოფ­ნას არა­ფე­რი სჯობ­და – ფეს­ტი­ვა­ლი ხომ საკ­მა­ოდ უსუ­სუ­რი ფილ­მე­ბით და­იწყო! ფრან­გე­ბის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბის მა­ტიო ამალ­რი­კის ფილმ “ტურნეს” ნახ­ვის შემ­დეგ ქუ­ჩა­ში გა­მო­ვე­დი და რი­ტო­რი­კუ­ლად, ხმა­მაღ­ლა ვე­კითხე­ბო­დი სა­კუ­თარ თავს - რა­ტომ?! რა­ტომ ეჭეჭყე­ბი­ან კი­ნოკ­რი­ტი­კო­სე­ბი და მსა­ხი­ო­ბე­ბი რე­ჟი­სუ­რა­ში?! რა და­უ­კარ­გავთ კა­მე­რის უკან?! არ ჯობ­და, ამალ­რი­კი მსა­ხი­ო­ბად დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და თა­ვი­სი ორი “სეზარის” ყუ­რე­ბით დამ­ტ­კ­ბა­რი­ყო?! ბერ­ტ­რან ტა­ვერ­ნიე გა­მახ­სენ­და, ფრან­გუ­ლი კი­ნოს ვე­ტე­რა­ნი! იცით, რა კარ­გი საქ­მე ქნა?! ისე­თი ფილ­მი გა­და­ი­ღო, რომ დი­ლის სე­ან­ს­ზე მი­სულ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა, გემ­რი­ე­ლად და რბი­ლად, დარ­ბა­ზის სა­ვარ­ძ­ლებ­ში გა­აგ­რ­ძე­ლა ძი­ლი.
კი­დევ კარ­გი, ამინ­დი მა­ინც გვწყა­ლობს. წა­მოწ­ვე­ბი შენ­თ­ვის ლაჟ­ვარ­დო­ვან სა­ნა­პი­რო­ზე, მო­უს­მენ კარგ მუ­სი­კას, გა­ხე­დავ ბედ­ნი­ერ ადა­მი­ანებს (ყოველ შემ­თხე­ვა­ში, ასეთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვე­ბენ) და ცო­ტა ხნით მა­ინც და­გა­ვიწყ­დე­ბა, რომ... არ­სე­ბობს, მა­გა­ლი­თად, ტა­კე­ში კი­ტა­ნო. კან­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი მი­სი ფილ­მის - “ბრაზის” სე­ან­სის დროს, სა­ნამ გვერ­დით მჯდომ­მა არ მკითხა, ხომ კარ­გად ხარ­თო, მა­ნამ­დე ვერ მივ­ხ­ვ­დი, რომ ყუ­რე­ბი­დან ხე­ლე­ბი უნ­და ჩა­მო­მე­წი­ა, ფე­ხე­ბი ძირს და­მე­დო და თვა­ლე­ბი გა­მე­ხი­ლა. ისე, იაკუ­ძა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ამ მო­რი­გი ჰო­რორ სთო­რის სი­ნოპ­სი­სის და­წე­რა რომ შე­მო­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა ვინ­მეს, სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­წერ­დი მოკ­ლედ და ლა­კო­ნი­უ­რად: დშ, დშ, ბახ, ბუხ, ტყლაშ! პლუს რჩე­ვა: ფე­ის­ბუ­ქის მა­ფია უორის წევ­რე­ბო, ნა­ხეთ! ნა­ხეთ! ნა­ხეთ! ნამ­დ­ვი­ლი მა­ფი­უ­რი ამ­ბე­ბი მხო­ლოდ კი­ტა­ნოს­თან! და თან სა­სა­ცი­ლო ად­გი­ლე­ბით!
რა­ტომ და­ვიწყე კი­ტა­ნო­თი?
მა­იკ ლი - “კიდევ ერ­თი წე­ლი”. “უდავო ფა­ვო­რი­ტი”, “გენიოსი” – წერს მის ახალ ფილ­მ­ზე ფრან­გუ­ლი პრე­სა. სე­ან­სი­დან სლუ­კუ­ნით გა­მო­ვე­დი. ღა­პა­ღუ­პით წა­მო­სულ ცრემ­ლებს ვიწ­მენ­დ­დი და... შე­მე­შინ­და. სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის, მარ­ტო­ო­ბის, სი­ბე­რის. ამ ფილ­მ­ში კი­დევ ერ­თხელ გა­მოჩ­ნ­და ლი, რო­გორც გე­ნი­ა­ლუ­რი დი­რი­ჟო­რი, რომ­ლის ყურს (თვალს) არც ერ­თი ნო­ტი (დეტალი, ნი­უ­ან­სი) არ გა­მორ­ჩე­ბა. ფილ­მი სი­ბე­რე­ზე, მარ­ტო­ო­ბა­ზე, სიყ­ვა­რულ­ზე, სიკ­ვ­დილ­ზე, და­ბა­დე­ბა­ზე. ყვე­ლა­ფერ­ზე და თით­ქოს არა­ფერ­ზე. ხან­ში შე­სუ­ლი ცოლ­-­ქ­მა­რი ტო­მი და ჯე­რი (?!) ლონ­დო­ნის ერ­თ­-ერთ უბან­ში ცხოვ­რობს. ხში­რად სტუმ­რო­ბენ ვა­ჟი და მე­გობ­რე­ბი. სამ­ზა­რე­უ­ლოს მა­გი­დას­თან სხდე­ბი­ან, ღვი­ნოს წრუ­პა­ვენ, სა­უბ­რო­ბენ, იხ­სე­ნე­ბენ, ტი­რი­ან, იცი­ნი­ან. ხომ გე­უბ­ნე­ბით, თით­ქოს არა­ფე­რი. - ჩვენ ხომ ყვე­ლა­ნი ვბერ­დე­ბით, - გვე­უბ­ნე­ბა ლი, - ვი­ბა­დე­ბით, გვიყ­ვარ­დე­ბა, ვცხოვ­რობთ, ვკვდე­ბით. ეს შე­უქ­ცე­ვა­დი­ა, რო­გორც წე­ლი­წა­დის დრო­ნი. მაგ­რამ გა­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი არ არის?! არა, აქ არც სენ­ტი­მენ­ტა­ლურ მუ­სი­კას მო­აქვს გან­წყო­ბა და არც ახ­ლო ხე­დით გა­და­ღე­ბუ­ლი სევ­დი­ა­ნი მსა­ხი­ო­ბი გი­ჩუ­ყებს გულს. რომ შე­მეძ­ლოს, სამ­სა­ხი­ო­ბო და­სის ყვე­ლა წევრს პალ­მის რტო­ებს ჩა­მო­ვუ­რი­გებ­დი და მის­ტერ ლის დიდ მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი­დი. მად­ლო­ბას იმის­თ­ვის, რომ, ცო­ტა ხნით მა­ინც, უფ­რო ბედ­ნი­ე­რებად, უფ­რო კე­თი­ლე­ბად გვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნა თა­ვი.
ბედ­ნი­ე­რია კო­რე­ე­ლი რე­ჟი­სო­რის ლი ჩან დო­ნის ფილ­მის “პოეზიის” მთა­ვა­რი გმი­რი, რო­მელ­საც ცნო­ბი­ლი კო­რე­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი იუნ იუნგ ჰი თა­მა­შობს. 65 წლის ქა­ლი­ა. პა­ტა­რა სახ­ლ­ში შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. ყო­ველ­თ­ვის გა­მოპ­რან­ჭუ­ლი, კოპ­წი­ა. ჰო, ცო­ტა კო­კე­ტი­ცა­ა. მარ­თა­ლი­ა, უვ­ლის პა­რა­ლი­ზე­ბულ ავად­მ­ყოფს... მაგ­რამ არა უშავს. ეს არ აწუ­ხებს. მას ხომ დი­დი მი­სია აკის­რია – პო­ე­ტი უნ­და გახ­დეს. სპე­ცი­ა­ლურ კურ­სებ­ზე იწყებს სი­ა­რულს და ცდი­ლობს, ყვე­ლა­ფერ­ში პო­ე­ზია და­ი­ნა­ხოს: ძირს დაგ­დე­ბულ დამ­პალ ატამ­ში, ქა­რის გა­ტა­ცე­ბულ ქუდ­ში, ქა­ღალ­დ­ზე დაწ­ვე­თე­ბულ წვი­მის წვე­თებ­ში... სტრო­ფე­ბის ძი­ე­ბა­ში ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის მო­რევ­ში იძი­რე­ბა და ყვე­ლა­ფერ­თან უწევს გამ­კ­ლა­ვე­ბა: პა­რა­ლი­ზე­ბულ­თან – რო­მელ­საც სექ­სუ­ა­ლუ­რი აქ­ტი მო­უნ­დე­ბა; შვი­ლიშ­ვილ­თან – რო­მე­ლიც თა­ნას­კო­ლე­ლი გო­გო­ნას თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა­შია დამ­ნა­შა­ვე; სა­კუ­თარ ავად­მ­ყო­ფო­ბას­თან – რო­მე­ლიც ნელ­-­ნე­ლა უქ­ვე­ი­თებს მეხ­სი­ე­რე­ბას. სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რო­მელ მსა­ხი­ობ ქალს აღი­ა­რებს წლე­ვან­დე­ლი ჟი­უ­რი სა­უ­კე­თე­სოდ, რად­გან ორი უდა­ვო ლი­დე­რი­ა: ლეს­ლი მენ­ვი­ლი („კიდევ ერ­თი წე­ლი”) და იუნ იუნგ ჰი (”პო­ე­ზი­ა”). თუ, რა თქმა უნ­და, სა­ოც­რე­ბა არ მოხ­და და ფრან­გებ­მა, “ვალის მოხ­დის მიზ­ნით”, ჟუ­ლი­ეტ ბი­ნო­ში არ და­ა­ჯილ­დო­ეს. ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებს აბას კი­ა­როს­ტა­მის ფილ­მ­ში “ასლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი­ა”. მარ­თა­ლი რომ გითხ­რათ, სა­ერ­თოდ არ ღირს ამ ფილ­მ­ზე სა­უ­ბა­რი. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი ინ­გ­ლი­სე­ლი, რომ­ლის ცხოვ­რე­ბის არ­სი “ხელოვნების ფა­სე­უ­ლო­ბა და მა­ღა­ლი მა­ტე­რი­ე­ბი­ა”, ტოს­კა­ნა­ში ფრანგ ქალს გა­იც­ნობს. და იწყე­ბა უსას­რუ­ლო დი­ა­ლო­გე­ბი, “ინტელექტუალური” სა­უბ­რე­ბი ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის რა­ო­ბა­ზე, ქორ­წი­ნე­ბა­ზე... მა­პა­ტი­ეთ ფა­მი­ლი­ა­რო­ბის­თ­ვის, მაგ­რამ ცა­რი­ე­ლი ბლა ბლა ბლა. ამი­ტომ კი­ა­როს­ტა­მის ეს წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ფილ­მი და­ვი­ვიწყოთ და სერ­გეი ლოზ­ნი­ცა­თი გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ.
ლოზ­ნი­ცას ფილ­მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი დი­დი იყო. ეს ალ­ბათ ერ­თა­დერ­თი ფილ­მია წლე­ვან­დელ სა­კონ­კურ­სო პროგ­რა­მა­ში, რო­მელ­საც რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი მოჰ­ყ­ვა. აღი­ა­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტის­თ­ვის, რო­მე­ლიც არა­ერ­თი ფეს­ტი­ვა­ლის პრი­ზი­ო­რი­ა, “ჩემი ბედ­ნი­ე­რე­ბა” პირ­ვე­ლი მხატ­ვ­რუ­ლი ფილ­მი­ა. ეს ასე­ვე პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა­ა, რო­დე­საც ოქ­როს პალ­მის­თ­ვის უკ­რა­ი­ნუ­ლი ფილ­მი იბ­რ­ძ­ვის.
მკვდარ მა­მა­კაცს ორ­ნი მი­ათ­რე­ვენ. ორ­მო­ში აგ­დე­ბენ და ცე­მენტს ას­ხა­მენ. ამ დროს კად­რ­ში ჩანს მი­წით სავ­სე ბულ­დო­ზე­რის უზარ­მა­ზა­რი პი­რი. შენ­კენ მო­დის. აი, ისე, რო­გორც ლუ­მი­ე­რე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი. წა­მიც და, მი­წა თავ­ზე გეყ­რე­ბა, იმარ­ხე­ბი. ეს არის ამ­ბა­ვი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის მძღოლ­ზე, რო­მე­ლიც მო­რი­გი გას­ვ­ლის შემ­დეგ იკარ­გე­ბა, გზა ერე­ვა. სადღაც აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, სადღაც თუ არ­სად... რუ­სე­თის მიყ­რუ­ე­ბულ სო­ფელ­ში. აქ გზა­აბ­ნე­უ­ლი გმი­რი სოფ­ლის რუს ხალხს ხვდე­ბა. ლოზ­ნი­ცა არ ერი­დე­ბა ახ­ლო ხე­დის ხშირ გა­მო­ყე­ნე­ბას და ფილმს სა­ო­ცა­რი ტი­პა­ჟე­ბით ამ­დიდ­რებს: არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი მე­ძა­ვი, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის “უსახელო” გმი­რი, ტყე­ში მო­ხე­ტი­ა­ლე ბან­დი­ტე­ბი, მო­ძა­ლა­დე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი... სას­ტი­კე­ბი, მა­ხინ­ჯე­ბი, ბო­ზე­ბი, უგუ­ლო­ე­ბი... არა აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რო­მე­ლი წე­ლი­ა, რო­მე­ლი სა­უ­კუ­ნე­ა. აქ სულ ასე იყო, - გე­უბ­ნე­ბა ლოზ­ნი­ცა, - ეს იყო და არის ერ­თი დი­დი ჭა­ო­ბი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს ანად­გუ­რებს, კლავს. ეს არის ფილ­მი-­შო­კი. გან­სა­კუთ­რე­ბით მძაფ­რი, ყოვ­ლად მო­უ­ლოდ­ნე­ლი და­საწყი­სით და ფი­ნა­ლით. მაგ­რამ, ისე­ვე რო­გორც შო­კი­დან, აქე­და­ნაც მა­ლე გა­მო­დი­ხარ და... არ მიყ­ვარს რუ­სუ­ლი “ჩერნუხა”. მომ­ბეზ­რ­და, ისე­ვე რო­გორც ნარ­კო­მა­ნი­ა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა. ლოზ­ნი­ცას ნა­მუ­შე­ვა­რი “ხმამაღალი” ფილ­მი იქ­ნე­ბა. უკ­ვე არის. თა­ვის მი­სი­ას შე­ას­რუ­ლებს და ყუ­რადღე­ბის ­ცენ­ტ­რ­ში მო­ექ­ცე­ვა.
სიკ­ვ­დი­ლი, ავად­მ­ყო­ფო­ბა, არა­ლე­გა­ლე­ბი – თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მექ­სი­კელ ალე­ხან­დ­რო გონ­სა­ლეზ ინი­ა­რი­ტუს აწუ­ხებს, მა­რა­დი­უ­ლი­ა. უფ­რო სწო­რად, მა­რა­დი­უ­ლი მის­თ­ვის, რე­ჟი­სო­რის­თ­ვის, რო­მე­ლიც, უკ­ვე მე­ოთხე ფილ­მი­ა, წრე­ზე ტრი­ა­ლებს და ხან რო­მელ ჰო­ლი­ვუ­დელ მსა­ხი­ობს ის­ტუმ­რებს სა­ი­ქი­ოს და ხან – რო­მელს. ამ­ჯე­რად ეს ჰა­ვი­ერ ბარ­დე­მი­ა. მის გმირს ორი შვი­ლი ჰყავს. აქვს აუწყო­ბე­ლი შა­ვი ბიზ­ნე­სი და უკურ­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბა - პროს­ტა­ტის კი­ბო. “ბიუტეფულ” („ლამაზი”) - ასე ჰქვია ამ ფილმს, რო­მე­ლიც რე­ჟი­სორ­მა მა­მა­მისს მი­უძღ­ვ­ნა. „ეს პირ­ვე­ლი ფილ­მი­ა, რომ­ლი­თაც კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე აქეთ­-ი­ქით წან­წა­ლით (გულისხობდა “ბაბილონს”. ავტ.) და ამი­ტომ ერთ ქა­ლაქ­ში გა­და­ვი­ღე. “ბიუტეფულ” ჩე­მი ყვე­ლა­ზე იმე­დი­ა­ნი ფილ­მი­ა,” - გა­ნაცხა­და პრე­სის წინ ინი­ა­რი­ტუმ.
მარ­თა­ლი­ა, ფილმს და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა მის­ცეს წამ­ყ­ვან­მა ფრან­გულ­მა ჟურ­ნალ­-­გა­ზე­თებ­მა, მაგ­რამ ინი­ა­რი­ტუს ამ სუ­რათ­ში არა­ფე­რია ახა­ლი. აქ თა­ვი­სუფ­ლად იპო­ვი მის ძველ ფილ­მებს: “ძუკნა სიყ­ვა­რუ­ლი”, “21 გრა­მი” და ცო­ტაც “ბაბილონი”. აი, ჰა­ვი­ერ ბარ­დე­მის­თ­ვის კი, რო­მე­ლიც ბედ­ნი­ე­რი სა­ხით იჯ­და პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, ეს ფილ­მი ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა. მან ეს მშვე­ნივ­რად იცის. და, სა­ერ­თოდ, კა­ზა­ნო­ვე­ბის ეპო­ქა მის კა­რი­ე­რა­ში დას­რულ­და. არ მო­მი­გო­ნი­ა, თა­ვად თქვა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები