სა­ქარ­თ­ვე­ლო-­გერ­მა­ნი­ა: ის­ტო­რი­ის შეხ­სე­ნე­ბა

გერმანული ნაწილების შემოსვლა თბილისში. 1918
პირ­­­ვე­­ლი მსოფ­­­ლიო ომის და­­სას­­­რულს სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლოს და­­მო­­უ­­კი­­დებ­­­ლო­­ბის გა­­მოცხა­­დე­­ბა - რე­­ა­­ლუ­­რად მხო­­ლოდ პატ­­­რი­­ოტ­­­თა წარ­­­მო­­სახ­­­ვა­­ში არ­­­სე­­ბუ­­ლი სა­­ხელ­­­მ­­­წი­­ფოს ნუ­­ლი­­დან შექ­­­მ­­­ნა (ერთიანი სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლო ხომ მე-16 სა­­უ­­კუ­­ნი­­დან აღარ არ­­­სე­­ბობ­­­და), რო­­მე­­ლიც დღეს გარ­­­და­­უვ­­­ლად მო­­ჩანს, სწო­­რედ გერ­­­მა­­ნი­­ის გა­­აზ­­­რე­­ბუ­­ლი და ჩა­­მო­­ყა­­ლი­­ბე­­ბუ­­ლი პო­­ზი­­ცი­­ის შე­­დე­­გად გახ­­­და შე­­საძ­­­ლე­­ბე­­ლი. ეს მკა­­ფიო პო­­ზი­­ცია რომ არა, სრუ­­ლი­­ად შე­­საძ­­­ლე­­ბე­­ლია და­­მო­­უ­­კი­­დებ­­­ლო­­ბა 1918 წელს დრო­­უ­­ლად არ გა­­მოცხა­­დე­­ბუ­­ლი­­ყო. ამა­­ვე დროს, თუ ბოლ­­­შე­­ვი­­კე­­ბი სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლო­­ში შე­­მოს­­­ვ­­­ლას უფ­­­რო ად­­­რე მო­­ა­­ხერ­­­ხებ­­­დ­­­ნენ, 1991 წელს სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლოს და­­მო­­უ­­კი­­დებ­­­ლო­­ბის აღ­­­დ­­­გე­­ნას ბევ­­­რად უფ­­­რო ნაკ­­­ლე­­ბი ლე­­გი­­ტი­­მა­­ცია ექ­­­ნე­­ბო­­და რო­­გორც სა­­ერ­­­თა­­შო­­რი­­სო სა­­მარ­­­თ­­­ლებ­­­რი­­ვი, ისე პო­­ლი­­ტი­­კუ­­რი თვალ­­­საზ­­­რი­­სით.
1918 წელს, ბოლ­­­შე­­ვი­­კუ­­რი პუტ­­­ჩის შე­­დე­­გად, პირ­­­ვე­­ლი მსოფ­­­ლიო ომის რუ­­სეთ­­­-­­­კავ­­­კა­­სი­­ის ფრონ­­­ტი და­­ი­­შა­­ლა და ასე­­უ­­ლა­­თა­­სო­­ბით რუს­­­მა ჯა­­რის­­­კაც­­­მა სამ­­­შობ­­­ლოს­­­კენ გას­­­წია (გზად ძარ­­­ც­­­ვა­­გლე­­ჯის თან­­­ხ­­­ლე­­ბით), რი­­თაც ხელ­­­-­­­ფე­­ხი გა­­ეხ­­­ს­­­ნა თურ­­­ქე­­თის ამ­­­ბი­­ცი­­ას, მი­­ეღ­­­წია სრუ­­ლი დო­­მი­­ნა­­ცი­­ის­­­თ­­­ვის სამ­­­ხ­­­რეთ კავ­­­კა­­სი­­ა­­ში. ცნო­­ბილ პან­­­თურ­­­ქისტ ენ­­­ვერ ფა­­შას წი­­ნამ­­­ძღო­­ლო­­ბით თურ­­­ქებ­­­მა სწრა­­ფად და­­ი­­კა­­ვეს ბა­­თუ­­მის ოლ­­­ქის დი­­დი ნა­­წი­­ლი და სა­­კუთ­­­რივ ბა­­თუ­­მიც. დაშ­­­ლის პი­­რას მყოფ ამი­­ერ­­­კავ­­­კა­­სი­­ის ფე­­დე­­რა­­ცი­­ა­­სა და თურ­­­ქეთს შო­­რის სამ­­­შ­­­ვი­­დო­­ბო მო­­ლა­­პა­­რა­­კე­­ბე­­ბი გა­­ი­­მარ­­­თა ჯერ ტრა­­პი­­ზონ­­­ში, შემ­­­დეგ - ბა­­თუმ­­­ში. ცნო­­ბი­­ლი­­ა, რომ მსოფ­­­ლიო პო­­ლი­­ტი­­კა­­ში კა­­ლე­­ი­­დოს­­­კო­­პუ­­რი სის­­­წ­­­რა­­ფით გან­­­ვი­­თა­­რე­­ბუ­­ლი მოვ­­­ლე­­ნე­­ბით სრუ­­ლი­­ად დაბ­­­ნე­­უ­­ლი სო­­ცი­­ალ­­­-­­­დე­­მოკ­­­რა­­ტი­­უ­­ლი პარ­­­ტი­­ის ნა­­წი­­ლი და­­მო­­უ­­კი­­დებ­­­ლო­­ბის გა­­მოცხა­­დე­­ბას ნა­­ად­­­რე­­ვად მი­­იჩ­­­ნევ­­­და. და­­მო­­უ­­კი­­დებ­­­ლო­­ბას აქ­­­ტი­­უ­­რად უჭერ­­­დ­­­ნენ მხარს მე­­მარ­­­ჯ­­­ვე­­ნე პარ­­­ტი­­ე­­ბი, სო­­ცი­­ალ­­­-­­­დე­­მოკ­­­რა­­ტი­­უ­­ლი პარ­­­ტი­­ის მე­­მარ­­­ჯ­­­ვე­­ნე ფრთა, ისე­­ვე რო­­გორც ამი­­ერ­­­კავ­­­კა­­სი­­ის დე­­ლე­­გა­­ცი­­ის ხელ­­­მ­­­ძღ­­­ვა­­ნე­­ლი და სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლოს პირ­­­ვე­­ლი სა­­გა­­რეო საქ­­­მე­­თა მი­­ნის­­­ტ­­­რი აკა­­კი ჩხენ­­­კე­­ლი. და­­მო­­უ­­კი­­დებ­­­ლო­­ბის გა­­მოცხა­­დე­­ბის დაჩ­­­ქა­­რე­­ბა­­ში გა­­დამ­­­წყ­­­ვე­­ტი რო­­ლი შე­­ას­­­რუ­­ლა სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლოს დე­­ლე­­გა­­ცი­­ა­­ზე და სო­­ცი­­ალ­­­-­­­დე­­მოკ­­­რა­­ტი­­უ­­ლი პარ­­­ტი­­ის ხელ­­­მ­­­ძღ­­­ვა­­ნე­­ლო­­ბა­­ზე გერ­­­მა­­ნი­­ის დე­­ლე­­გა­­ცი­­ის ლი­­დერ­­­მა და თბი­­ლის­­­ში გერ­­­მა­­ნი­­ის ყო­­ფი­­ლი კონ­­­სუ­­ლის ფრიდ­­­რიხ ფონ შუ­­ლენ­­­ბურ­­­გის მი­­ერ გან­­­ხორ­­­ცი­­ე­­ლე­­ბულ­­­მა ზე­­წო­­ლამ. შუ­­ლენ­­­ბურ­­­გი არა­­ფორ­­­მა­­ლურ მო­­ლა­­პა­­რა­­კე­­ბას აწარ­­­მო­­ებ­­­და ჯერ თბი­­ლის­­­ში, ეროვ­­­ნუ­­ლი საბ­­­ჭოს ხელ­­­მ­­­ძღ­­­ვა­­ნე­­ლო­­ბას­­­თან, შემ­­­დეგ კი - ბა­­თუმ­­­ში ჩა­­სულ ნოე ჟორ­­­და­­ნი­­ას­­­თან. შუ­­ლენ­­­ბურ­­­გ­­­ს­­­ვე ეკუთ­­­ვ­­­ნის ე.წ. Schutzstaat-ის (დაცული სა­­ხელ­­­მ­­­წი­­ფო) იდე­­ა, ანუ გერ­­­მა­­ნი­­ის პრო­­ტექ­­­ტო­­რა­­ტის ქვეშ ძლი­­ე­­რი ქარ­­­თუ­­ლი სა­­ხელ­­­მ­­­წი­­ფოს შექ­­­მ­­­ნა.
მცდა­­რია მო­­საზ­­­რე­­ბა იმის შე­­სა­­ხებ, რომ ბერ­­­ლი­­ნის მხარ­­­და­­ჭე­­რა მხო­­ლოდ მი­­სი იმ­­­პე­­რი­­უ­­ლი ამ­­­ბი­­ცი­­ე­­ბით იყო ნა­­კარ­­­ნა­­ხე­­ვი. არ უნ­­­და დაგ­­­ვა­­ვიწყ­­­დეს, რომ სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლოს და­­მო­­უ­­კი­­დებ­­­ლო­­ბა გა­­მოცხად­­­და ბრეს­­­ტ­­­-­­­ლი­­ტოვ­­­ს­­­კის ზავ­­­ზე ხელ­­­მო­­წე­­რის ანუ გერ­­­მა­­ნი­­ას­­­თან რუ­­სე­­თის და­­მარ­­­ცხე­­ბის შემ­­­დეგ. არც ის უნ­­­და დაგ­­­ვა­­ვიწყ­­­დეს, რომ სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლოს გა­­მო გერ­­­მა­­ნია ღია კონ­­­ფ­­­რონ­­­ტა­­ცი­­ა­­ში შე­­ვი­­და სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლო­­ზე ზო­­მი­­თა და მნიშ­­­ვ­­­ნე­­ლო­­ბით ბევ­­­რად დიდ, თა­­ვის მო­­კავ­­­ში­­რე თურ­­­ქერ­­­­­­თან და მას ბრეს­­­ტ­­­-­­­ლი­­ტოვ­­­ს­­­კის პი­­რო­­ბე­­ბი­­დან უკან და­­ხე­­ვა ანუ ბა­­თუ­­მის ოლ­­­ქის დათ­­­მო­­ბა აიძუ­­ლა. 1918 წლის ზაფხულ­­­ში და­­პი­­რის­­­პი­­რე­­ბა იმ­­­დე­­ნად გამ­­­წ­­­ვავ­­­და, რომ რამ­­­დე­­ნი­­მე შე­­ტა­­კე­­ბაც კი მოხ­­­და გერ­­­მა­­ნულ და თურ­­­ქულ ნა­­წი­­ლებს შო­­რის აჭა­­რა­­ში (საინტერესოა, რომ შე­­ტა­­კე­­ბებ­­­ში გერ­­­მა­­ნულ ფორ­­­მა­­ში ჩაც­­­მუ­­ლი სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლო­­ში მცხოვ­­­რე­­ბი გერ­­­მა­­ნე­­ლე­­ბი იღებ­­­დ­­­ნენ მო­­ნა­­წი­­ლე­­ო­­ბას, რო­­მელ­­­თა­­გან რაზ­­­მე­­ბი ფრიდ­­­რიხ ფონ შუ­­ლენ­­­ბურ­­­გ­­­მა და კავ­­­კა­­სი­­ა­­ში გერ­­­მა­­ნუ­­ლი კორ­­­პუ­­სის სარ­­­დალ­­­მა გე­­ნე­­რალ­­­მა კრეს ფონ კრე­­სენ­­­შ­­­ტა­­ინ­­­მა ჩა­­მო­­ა­­ყა­­ლი­­ბეს). ამ რაზ­­­მის შექ­­­მ­­­ნა საკ­­­მა­­ოდ თავ­­­ზე­­ხე­­ლა­­ღე­­ბუ­­ლი ნა­­ბი­­ჯი იყო და ეს მოხ­­­და გერ­­­მა­­ნი­­ის ჯა­­რე­­ბის ძი­­რი­­თა­­დი ნა­­წი­­ლე­­ბის შე­­მოს­­­ვ­­­ლამ­­­დე. ბა­­თუ­­მის გა­­თა­­ვი­­სუფ­­­ლე­­ბი­­სას გერ­­­მა­­ნულ­­­მა ნა­­წი­­ლებ­­­მა მოკ­­­ლუ­­ლე­­ბის სა­­ხით და­­ნა­­კარ­­­გიც გა­­ნი­­ცა­­დეს. „ჩვენი მე­­გობ­­­რო­­ბა ქარ­­­თ­­­ვე­­ლებ­­­თან გერ­­­მა­­ნუ­­ლი სის­­­ხ­­­ლით გან­­­მ­­­ტ­­­კიც­­­და,” - იგო­­ნებს გე­­ნე­­რა­­ლი კრე­­სენ­­­შ­­­ტა­­ი­­ნი.
გერ­­­მა­­ნი­­ის სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლოს სა­­ხელ­­­მ­­­წი­­ფოს შექ­­­მ­­­ნი­­სა და გაძ­­­ლი­­ე­­რე­­ბის იდე­­ი­­სად­­­მი სიმ­­­პა­­თი­­ის ჩა­­მო­­ყა­­ლი­­ბე­­ბა­­ში დი­­დი წვლი­­ლი შე­­ი­­ტა­­ნა ბერ­­­ლინ­­­ში მოქ­­­მედ­­­მა სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლოს და­­მო­­უ­­კი­­დებ­­­ლო­­ბის კო­­მი­­ტეტ­­­მაც. წლე­­ბის გან­­­მავ­­­ლო­­ბა­­ში ქარ­­­თ­­­ვე­­ლი ნა­­ცი­­ო­­ნა­­ლის­­­ტი ინ­­­ტე­­ლექ­­­ტუ­­ა­­ლე­­ბის ეს ჯგუ­­ფი ეწე­­ო­­და სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლოს, რო­­გორც გერ­­­მა­­ნი­­ის მო­­მა­­ვა­­ლი სა­­ი­­მე­­დო მო­­კავ­­­ში­­რის პრო­­პა­­გან­­­დას და სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლოს პო­­პუ­­ლა­­რი­­ზა­­ცი­­ას გერ­­­მა­­ნულ პრე­­სა­­სა და გავ­­­ლე­­ნი­­ან წრე­­ებ­­­ში. ამ ჯგუ­­ფის თა­­ოს­­­ნო­­ბით, რომ­­­ლის თვალ­­­სა­­ჩი­­ნო წევ­­­რე­­ბი იყ­­­ვ­­­ნენ მი­­ხა­­კო წე­­რე­­თე­­ლი, გი­­ორ­­­გი მა­­ჩა­­ბე­­ლი და ლეო კე­­რე­­სე­­ლი­­ძე, გერ­­­მა­­ნი­­ის სარ­­­დ­­­ლო­­ბის უშუ­­ა­­ლო ხელ­­­შეწყო­­ბით და ლეო კე­­რე­­სე­­ლი­­ძი­­სა და შუ­­ლენ­­­ბურ­­­გის მე­­თა­­უ­­რო­­ბით ჩა­­მო­­ყა­­ლიბ­­­და ქარ­­­თუ­­ლი ლე­­გი­­ო­­ნი, რო­­მელ­­­მაც აქ­­­ტი­­უ­­რი მო­­ნა­­წი­­ლე­­ო­­ბა მი­­ი­­ღო კავ­­­კა­­სი­­ის ფრონ­­­ტ­­­ზე რუ­­სე­­თის წი­­ნა­­აღ­­­მ­­­დეგ საბ­­­რ­­­ძო­­ლო მოქ­­­მე­­დე­­ბებ­­­ში. ერ­­­თი სიტყ­­­ვით, ბერ­­­ლინ­­­ში და­­მო­­უ­­კი­­დებ­­­ლო­­ბის კო­­მი­­ტე­­ტის საქ­­­მი­­ა­­ნო­­ბის გა­­მო გერ­­­მა­­ნი­­ის პო­­ლი­­ტი­­კურ ელი­­ტას ბევ­­­რად უკე­­თე­­სი წარ­­­მოდ­­­გე­­ნა hქონდა სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლოს მნიშ­­­ვ­­­ნე­­ლო­­ბა­­სა და მის სა­­ხელ­­­მ­­­წი­­ფო­­ებ­­­რივ პო­­ტენ­­­ცი­­ალ­­­ზე, ვიდ­­­რე სხვა დიდ ევ­­­რო­­პულ სა­­ხელ­­­მ­­­წი­­ფო­­ებს.
არა­­ნაკ­­­ლებ მი­­ვიწყე­­ბუ­­ლი ფაქ­­­ტია იმ დრო­­ის სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლო­­ში არ­­­სე­­ბუ­­ლი მრა­­ვალ­­­რიცხო­­ვა­­ნი და კარ­­­გად ორ­­­გა­­ნი­­ზე­­ბუ­­ლი გერ­­­მა­­ნუ­­ლი თე­­მი და ამ თე­­მის კე­­თილ­­­გან­­­წყო­­ბა სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლოს სა­­ხელ­­­მ­­­წი­­ფოს იდე­­ის მი­­მართ. 1918 წლის­­­თ­­­ვის სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლო­­ში ცხოვ­­­რობ­­­და რამ­­­დე­­ნი­­მე ათე­­უ­­ლი ათა­­სი ეთ­­­ნი­­კუ­­რი გერ­­­მა­­ნე­­ლი არა მარ­­­ტო თბი­­ლი­­სის სამ­­­ხ­­­რე­­თით, გერ­­­მა­­ნულ კო­­ლო­­ნი­­ებ­­­ში, არა­­მედ სა­­კუთ­­­რივ თბი­­ლის­­­შიც (ძირითადად მარ­­­ცხე­­ნა სა­­ნა­­პი­­რო­­ზე), რო­­მელ­­­თაც სა­­ზო­­გა­­დო­­ებ­­­რივ ცხოვ­­­რე­­ბა­­ში მო­­წი­­ნა­­ვე პო­­ზი­­ცი­­ე­­ბი ეჭი­­რათ. გერ­­­მა­­ნე­­ლებს ჰქონ­­­დათ ეროვ­­­ნუ­­ლი საბ­­­ჭო, რო­­მე­­ლიც აქ­­­ტი­­ურ კონ­­­სულ­­­ტა­­ცი­­ებს მარ­­­თავ­­­და სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლოს ეროვ­­­ნულ საბ­­­ჭოს­­­თან. სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლოს და­­მო­­უ­­კი­­დებ­­­ლო­­ბის დეკ­­­ლა­­რა­­ცი­­ას ორი გერ­­­მა­­ნუ­­ლი ხელ­­­მო­­წე­­რა ამ­­­შ­­­ვე­­ნებს. თბი­­ლის­­­ში გა­­მო­­დი­­ო­­და გერ­­­მა­­ნუ­­ლე­­ნო­­ვა­­ნი გა­­ზე­­თი Der Kaukasische Post, რომ­­­ლის რე­­დაქ­­­ტო­­რი იყო ილია ჭავ­­­ჭა­­ვა­­ძის ახ­­­ლო მე­­გო­­ბა­­რი და ვეფხის­­­ტყა­­ოს­­­ნის გერ­­­მა­­ნუ­­ლად მთარ­­­გ­­­მ­­­ნე­­ლი არ­­­ტურ ლა­­ის­­­ტი.
აი, ასეთ ვი­­თა­­რე­­ბა­­ში გა­­მოცხად­­­და სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლოს და­­მო­­უ­­კი­­დებ­­­ლო­­ბა 1918 წლის 26 მა­­ისს. ორ დღე­­ში მი­­ნის­­­ტ­­­რ­­­მა აკა­­კი ჩხენ­­­კელ­­­მა და გე­­ნე­­რალ­­­მა ფონ ლო­­სოვ­­­მა ფოთ­­­ში ხე­­ლი მო­­ა­­წე­­რეს ხელ­­­შეკ­­­რუ­­ლე­­ბას, რომ­­­ლი­­თაც, ერ­­­თი მხრივ, გერ­­­მა­­ნი­­ამ ცნო სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლოს და­­მო­­უ­­კი­­დებ­­­ლო­­ბა, ხო­­ლო, მე­­ო­­რე მხრივ, მი­­ი­­ღო მი­­სი რკი­­ნიგ­­­ზი­­თა და ბუ­­ნებ­­­რი­­ვი რე­­სურ­­­სე­­ბით უპი­­რა­­ტე­­სი სარ­­­გებ­­­ლო­­ბის პრი­­ვი­­ლე­­გი­­ა. ამას და­­ერ­­­თო ისიც, რომ სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლო­­ში არ არ­­­სე­­ბობ­­­და მტრუ­­ლი გან­­­წყო­­ბა გერ­­­მა­­ნე­­ლე­­ბის მი­­მართ. პი­­რი­­ქით, რო­­გორც ცნო­­ბი­­ლი ქარ­­­თ­­­ვე­­ლი დიპ­­­ლო­­მა­­ტი ზუ­­რაბ ავა­­ლიშ­­­ვი­­ლი იხ­­­სე­­ნებს, ქარ­­­თ­­­ვე­­ლე­­ბი მათ­­­ში “ხედავდნენ ევ­­­რო­­პუ­­ლი კულ­­­ტუ­­რის, ევ­­­რო­­პუ­­ლი ცოდ­­­ნი­­სა და უნა­­რის რი­­გი­­ან წარ­­­მო­­მად­­­გენ­­­ლებს, ბრწყინ­­­ვა­­ლე მე­­ომ­­­რებს...”
გერ­­­მა­­ნი­­ის მი­­ერ სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლოს დე­­მოკ­­­რა­­ტი­­უ­­ლი რეს­­­პუბ­­­ლი­­კის შექ­­­მ­­­ნა­­ში გა­­წე­­უ­­ლი რო­­ლი, ისე­­ვე რო­­გორც იმ პე­­რი­­ო­­დის ქარ­­­თულ­­­-­­­გერ­­­მა­­ნუ­­ლი ურ­­­თი­­ერ­­­თო­­ბე­­ბი, მეტ შეს­­­წავ­­­ლას მო­­ითხოვს. მი­­უ­­ხე­­და­­ვად ამი­­სა, სა­­კუთ­­­რივ ეს ფაქ­­­ტი არა­­ვი­­თარ ეჭვს არ იწ­­­ვევს და უდა­­ვოდ მეტ ყუ­­რადღე­­ბას იმ­­­სა­­ხუ­­რებს ორ ქვე­­ყა­­ნას შო­­რის ურ­­­თი­­ერ­­­თო­­ბის კონ­­­ტექ­­­ს­­­ტ­­­ში, ცნო­­ბილ მი­­ზეზ­­­თა გა­­მო გერ­­­მა­­ნი­­ის სა­­კუ­­თა­­რი ის­­­ტო­­რი­­ის­­­გან დის­­­ტან­­­ცი­­რე­­ბის მი­­უ­­ხე­­და­­ვად.



 

კომენტარები