55

ქრის­ტე რომ ჩა­მო­ვი­დეს და ქარ­თ­ვე­ლებ­ში და­სახ­ლ­დეს, მე­ო­რე დღეს­ვე თავ­ში ჩა­ვუ­ფა­ჩუ­ნებთ, ან ხელს გა­დავ­ხ­ვევთ და ასე ავ­ლა­პა­რაკ­დე­ბით: „ბიჭო, იესო, რო­გო­რა ხარ? რა­სა იქ შე ჩე­მა ნა­ლავ? წა­მო, ერ­თი ჩა­რე­ქა და­მა­ლე­ვი­ნე”.
მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი

რაც კარ­გე­ბი ვართ, ქარ­თ­ვე­ლე­ბი ვართ. ამა­ზე არა­ვინ და­ვობს. ეს უკ­ვე გა­დაწყ­ვე­ტი­ლი­ა. ოღონდ სიტყ­ვე­ბით. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი ბევ­რი რა­მით ვა­გებთ სხვებ­თან. თუნ­დაც ლი­ტე­რა­ტუ­რით.

მა­გა­ლი­თად, ქარ­თუ­ლი და მსოფ­ლიო პრო­ზა იმ­დე­ნად სხვა­დას­ხ­ვა წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ე­ბი­ა, რომ ერ­თ­მა­ნეთს უბ­რა­ლოდ ვერ ხვდე­ბი­ან. ეს არაა ლო­მის და ვეფხ­ვის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ვერ­შეხ­ვედ­რა. ჩვენ რომ შე­ვახ­ვედ­როთ კი­დეც, ვნა­ხავთ, რომ უცხო­უ­რი პრო­ზა ბევ­რით ას­წ­რებს ქარ­თულს. სხვას რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, თუნ­დაც მარ­ტო სას­მე­ლის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით. რაც შე­მე­ხე­ბა მე, დი­დი ხა­ნია „ლიტერატურული სას­მე­ლე­ბის” კო­ლექ­ცი­ას ვაგ­რო­ვებ. ყო­ველ­თ­ვის ბლოკ­ნოტ­ში ვი­წერ ყვე­ლა იმ სას­მელს, რო­მე­ლიც ამა თუ იმ წიგ­ნ­ში მხვდე­ბა. ვაგ­რო­ვებ ბრმად, რო­გორც კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი. ვე­რა­ვი­თარ ლო­გი­კას ამა­ში ვერ ვხე­დავ. ან რა ლო­გი­კა შე­იძ­ლე­ბა იყოს მარ­კე­ბის, მო­ნე­ტე­ბის, ასან­თის კო­ლო­ფე­ბის, მა­ცი­ვარ­ზე მი­საკ­რო­ბი მაგ­ნი­ტე­ბის ან გჟე­ლის შეგ­რო­ვე­ბა­ში?

შე­და­რე­ბის­თ­ვის: ფლო­ბე­რის ქალ­ბა­ტო­ნი ბო­ვა­რი კი­უ­რა­სოს გე­ახ­ლე­ბათ, მარ­კიზ დე სა­დის რკი­ნის გუ­ლი „ჟიუსტინაში” შარდს სვამს, ხო­ლო დი­კენ­სის ტომ სმარ­ტი „პიკვიკის კლუ­ბის ჩა­ნა­წე­რებ­ში” იმ­დენ პუნშს წრუ­პავს, რომ შემ­დეგ მთე­ლი ღა­მე სა­ვარ­ძელს ელა­პა­რა­კე­ბა და ა.შ. ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას რაც შე­ე­ხე­ბა, ამ მხრივ ის დიდ არ­ჩე­ვანს არ გვთა­ვა­ზობს. რამ­დე­ნი­მე სა­სი­ა­მოვ­ნო, და უფ­რო სა­მოყ­ვა­რუ­ლო, ვიდ­რე სა­კო­ლექ­ციო გა­მო­ნაკ­ლისს თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, რომ­ლე­ბიც, ცხა­დი­ა, ამინდს ვერ ქმნი­ან. მა­გა­ლი­თად, ოთარ ჭი­ლა­ძის „აველუმი”, რო­მელ­შიც მთა­ვა­რი გმი­რი ერ­თ­გან პორ­ტ­ვე­ინ­ში გა­რე­ულ ლუდს წრუ­პავს, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის „ვატერ(პო)ლოო”, რო­მელ­შიც ბე­სა­მე ბრო­წე­უ­ლის წვენს სვამს, გუ­რამ გე­გე­ში­ძის თებ­რო, კორ­დი­ა­მინს რომ იღებს და ა.შ.

გუ­შინ ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე მივ­სე­ირ­ნობ­დი. 55-ე სკო­ლას (რომელიც დი­დი ხნის წინ და­ვამ­თავ­რე) რომ ჩა­ვუ­ა­რე, მო­უ­ლოდ­ნე­ლად სკო­ლის­დ­რო­ინ­დე­ლი კომ­პო­ტი გა­მახ­სენ­და. მოყ­ვი­თა­ლო-­მო­ყა­ვის­ფ­რო, უფ­რო ზუს­ტად კი მო­შარ­დის­ფ­რო სითხე. არც ცი­ვი, არც ცხე­ლი, ყო­ველ­თ­ვის რა­ღაც­ნა­ი­რად ამაზ­რ­ზე­ნად მოთ­ბო და წყალ­წყა­ლა. თან მუ­დამ სიტ­კ­ბო აკ­ლ­და. შიგ ამო­უც­ნო­ბი ხი­ლის ნაჭ­რე­ბი ეყა­რა, რომ­ლის სიფ­რი­ფა­ნა, გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე კან­მა სა­სა­ზე სა­ზიზღ­რად აკ­რო­ბა იცო­და.

ამ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო წვრილ­მანს ასო­ცი­ა­ცი­ა­თა მთე­ლი ჯაჭ­ვი მოჰ­ყ­ვა. კერ­ძოდ, კომ­პოტ­მა მო­მაწყუ­რა, წყურ­ვილ­მა სკო­ლა გა­მახ­სე­ნა, სკო­ლამ - ლიტ­კო­ლექ­ცი­ა, ლიტ­კო­ლექ­ცი­ამ - პირ­ვე­ლად წა­კითხ­ვის სი­ა­მოვ­ნე­ბა და ა.შ. სწო­რედ კომ­პო­ტის გა­მო გა­დავ­წყ­ვი­ტე, ეს სვე­ტი რიცხვ 55-ისთვის და­მე­კავ­ში­რე­ბი­ნა. პრინ­ცი­პით - 55 ავ­ტო­რი, 55 ნა­წარ­მო­ე­ბი, 55 პერ­სო­ნა­ჟი, 55 სას­მე­ლი. თან ეს ყვე­ლა­ფე­რი XX სა­უ­კუ­ნი­დან. სხვა თუ არა­ფე­რი, თვი­თონ სკო­ლაც, კომ­პო­ტიც და ჩვენც, იმ სკო­ლი­ან­-­კომ­პო­ტი­ა­ნად, XX სა­უ­კუ­ნის პრო­დუქ­ტე­ბი ვართ.

და ბო­ლოს, თუ ამ სქე­მამ ერთ კაცს მა­ინც მო­აწყუ­რა და წიგ­ნის წა­კითხ­ვა მო­ან­დო­მა, ჩავ­თ­ვ­ლი, რომ სვე­ტი ტყუ­ი­ლად არ და­მი­წე­რი­ა. თუ არა­და, ეს სქე­მა კროს­ვორ­დის შევ­სე­ბი­სას მა­ინც გა­მოგ­ვად­გე­ბა. ხომ შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვ­ხ­ვ­დეს შე­კითხ­ვა: რას სვამს ვრონ­ს­კი „ანა კა­რე­ნი­ნა­ში”? მაშ ასე:

1. აბე - ქა­ლი ქვი­შა­ში - ძი­უმ­პეი - წყა­ლი
2. აპ­და­ი­კი - ის­ტ­ვი­კე­ლი ჯა­დოქ­რე­ბი - სი­უ­კი - ბურ­ბო­ნი
3. ბარ­ტი - გზის და­სას­რუ­ლი - ჰორ­ნე­რი - მუს­კა­ტე­ლი
4. ბა­ტაი - თვა­ლის ის­ტო­რია - დონ ამი­ნა­დო - შარ­დი
5. ბე­რო­უ­ზი - ჯან­კი - უილი­ა­მი - შე­რი
6. ბერ­ჯე­სი - მე­ქა­ნი­კუ­რი ფორ­თო­ხა­ლი - ალექ­სი - რძე
7. ბრედ­ბე­რი - შემ­გ­რო­ვე­ბე­ლი - ად­ვო­კა­ტი - ბრენ­დი
8. ბულ­გა­კო­ვი - ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტა - კა­ტა-­ბე­ჰე­მო­თი - ნავ­თი
9. გა­შე­კი - ყო­ჩა­ღი ჯა­რის­კა­ცი შვე­ი­კი - პა­ტი­მა­რი - მე­ლა­ნი
10. გრა­სი - თუ­ნუ­ქის დო­ლი - ბებ­რა - კალ­ვა­დო­სი
11. დოვ­ლა­ტო­ვი - ნაკ­რ­ძა­ლი - სმირ­ნო­ვი - შარ­ტ­რე­ზი
12. დრა­ი­ზე­რი - ამე­რი­კუ­ლი ტრა­გე­დია - რე­ტე­რე­რი - რე­ინ­ვე­ი­ნი
13. ეკო - ფუ­კოს ქან­ქა­რა - კა­ზო­ბო­ნი - ლუ­დი
14. ელი­სი - გლა­მო­რა­მა - ვიქ­ტო­რი - ლა­ტე
15. ერო­ფე­ე­ვი - ვალ­პურ­გის ღა­მე - კო­მან­დო­რი - ეთა­ნო­ლი
16. ვი­ა­ნი - დღე­თა ქა­ფი - კო­ლე­ნი - სო­ტერ­ნი
17. კა­მიუ - უცხო - მერ­სო - ყა­ვა
18. კაფ­კა - ცი­ხე-­სი­მაგ­რე - კ. - კო­ნი­ა­კი
19. კე­რუ­ა­კი - დჰარ­მის მა­წან­წა­ლე­ბი - ბოდ­რი - ტე­კი­ლა
20. კორ­ტა­სა­რი - კლა­სო­ბა­ნას თა­მა­ში - ოლი­ვე­ი­რა - მა­ტე
21. ლი­ო­სა - ვინ მოკ­ლა პა­ლო­მი­ნო მო­ლე­რო? - მფრი­ნა­ვი - პის­კო
22. მა­ი­რინ­კი - გო­ლე­მი - ცვა­კი - გრო­გი
23. მა­ნი - ჯა­დოს­ნუ­რი მთა - კას­ტორ­პი - პორ­ტე­რი
24. მარ­კე­სი - პატ­რი­არ­ქის შე­მოდ­გო­მა - ალ­დო­უ­სი - ჩი­ჩა
25. მი­ლე­რი - კი­ბოს ტრო­პი­კი - კარ­ლი - პერ­ნო
26. მი­სი­მა - პატ­რი­ო­ტიზ­მი - ტა­კე­ი­ა­მა - სა­კე
27. მო­ე­მი - მთვა­რე და ექ­ვ­ს­პე­ნი­ა­ნი - სტრიკ­ლენ­დი - აბ­სენ­ტი
28. მუ­ზი­ლი - უთ­ვი­სე­ბო კა­ცი - ბორ­დ­ვე­რი - ღვი­ნო
29. მუ­რა­კა­მი - ნა­დი­რო­ბა ცხვარ­ზე - მო­ხუ­ცი - სუ­ფი
30. ნა­ბო­კო­ვი - ლო­ლი­ტა - ჰუმ­ბერ­ტი - ჯი­ნა­ნა­სი
31. ორუ­ე­ლი - 1984 - უინ­ს­ტო­ნი - ჯი­ნი
32. პა­ლა­ნი­კი - მებ­რ­ძოლ­თა კლუ­ბი - ტა­ი­ლე­რი - არა­ყი
33. პე­ლე­ვი­ნი - ჩა­პა­ე­ვი და პუს­ტო­ტა - პეტ­რე - შინ­ნა­ხა­დი
34. პე­პერ­შ­ტე­ი­ნი - კმს - კა­შენ­კო - კი­სე­ლი
35. პინ­ჩო­ნი - ვ. - ჯე­რო­ნი­მო - კოქ­ტე­ი­ლი
36. პლა­ტო­ნო­ვი - ჩე­ვენ­გუ­რი - კო­პენ­კი­ნი - ვი­სან­ტა
37. პრუს­ტი - სვა­ნის მხა­რეს - ოდე­ტა - ჩაი
38. ჟი­დი - ყალ­ბი ფუ­ლის მჭრე­ლე­ბი - ლი­ლი­ა­ნი - ტო­კა­უ­რი
39. რუშ­დი - მავ­რის უკა­ნას­კ­ნე­ლი ოხ­ვ­რა - დ’ე­ტი - პორ­ტ­ვე­ი­ნი
40. სე­ლი­ნი - მოგ­ზა­უ­რო­ბა ღა­მის კი­დე­ზე - ბარ­და­მიუ - ვერ­მუ­ტი
41. სე­ლინ­ჯე­რი - თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში - კოლ­ფილ­დი - ვის­კი
42. სელ­ფი - მა­მა­ლი და ხა­რი - ალა­ნი - რე­ცი­ნა
43. ტომ­ფ­სო­ნი - ში­ში და სი­ძულ­ვი­ლი ლას­-­ვე­გას­ში - გონ­ზო - კოქ­ტე­ი­ლი
44. უაილ­დე­რი - კა­ბა­ლა - მარ­კან­ტო­ნიო - მარ­სა­ლა
45. უელ­ბე­კი - ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბი - ჯერ­ზინ­ს­კი - არ­მა­ნი­ა­კი
46. ფა­მუ­ქი - შა­ვი წიგ­ნი - გა­ლი­პი - რა­კი
47. ფა­ულ­ზი - მოგ­ვი - ერ­ფე - უზო
48. ფოლ­კ­ნე­რი - ხმა­უ­რი და მძვინ­ვა­რე­ბა - კომ­ფ­სო­ნი - კო­კა-­კო­ლა
49. ფრი­ში - და­ვირ­ქ­მევ გან­ტენ­ბა­ინს - ენ­დერ­ლი­ნი - გრა­პა
50. ჯო­ი­სი - ული­სე - ბლუ­მი - კა­კაო
51. ჩენ­დ­ლე­რი - ღრმა ძი­ლი - ჰა­რი - შხა­მი
52. ჰამ­სუ­ნი - მის­ტე­რი­ე­ბი - ნა­ჰე­ლი - შამ­პა­ნუ­რი
53. ჰაქ­ს­ლი - ო, მშვე­ნი­ე­რი ახა­ლი სამ­ყა­რო - ლე­ნა­ი­ნა - სო­მა
54. ჰე­მინ­გუეი - კი­ლი­მან­ჯა­როს თოვ­ლი­ა­ნი მთა - სმი­თი - ბუ­ლი­ო­ნი
55. ჰე­სე - ნარ­ცი­სი და გოლ­დ­მუნ­დი - კონ­რა­დი - სიდ­რი 

კომენტარები