ზაფხულის მშვიდი საღამოს მყუდროებას მხოლოდ კომპიუტერის ქულერის ზუზუნი არღვევს. მონიტორზე ამომხტარ პატარა ფანჯარაში ჩანს, როგორ იქაჩება ინტერნეტიდან ძნელად საშოვნი ფილმი. გადმოწერის პროგრესის მწვანე მაჩვენებელი ნელა, მაგრამ დაბეჯითებით მიცოცავს ბოლოსკენ. უეცრად, 95%-ზე ის წამით იყინება, შემდეგ კი სამუდამოდ ჩერდება. ინტერნეტი ისევ გაითიშა. სატელეფონო ხაზის მეორე ბოლოდან ინტერნეტპროვაიდერის მორიგე ოპერატორი მშვიდი ხმით გაუწყებს, რომ ეს კავშირის დროებითი პრობლემებია და გპირდება, რომ საღამოს გამოსწორდება, მაგრამ რომელ საღამოს, ამას არ აკონკრეტებს.
ვისაც ქართულ ინტერნეტპროვაიდერებთან ურთიერთობა ჰქონია, მისთვის მსგავსი სიტუაცია უცხო არ იქნება. ინტერნეტი ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც კი წყდება. განსაკუთრებით არასტაბილურია „გლობალური” კავშირი, რომელიც არაქართული რესურსების წვდომას უზრუნველყოფს.
მომხმარებელთა დიდ ნაწილს კავშირის შეფერხების შემთხვევაში პროვაიდერთან დარეკვის სურვილიც აღარ აქვს. ბუნებრივია, წინასწარ ცნობილი და უსარგებლო პასუხის მოსასმენად სატელეფონო რიგში ათი წუთის გატარება ხელის ჩაქნევისკენ გიბიძგებს. იმ შემთხვევებში, როდესაც პროვაიდერს მაინც უკავშირდები, წყვეტას ხან სატელეფონო ხაზების დაბალ ხარისხს, ხანაც უამინდობას აბრალებენ.
ქსელების სპეციალისტის, გიორგი ზღულაძის თქმით, ძველი სატელეფონო ხაზები მართლაც ხდება ხოლმე შეფერხებების მიზეზი, თუმცა, ხშირად მიზეზი პროვაიდერის აპარატურაც არის. რაკი ამის გადამოწმება მომხმარებლისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია, სატელეფონო ხაზებზე გადაბრალება ჩვეულებრივი ამბავია. როგორც თბილისის ფორუმის მომხმარებლები ყვებიან, ამ მიზეზს ბოლო წლებში განახლებული ხაზების აბონენტებსაც უსახელებენ.
სტაბილურობის გარდა, ქართული ინტერნეტპროვაიდერები დაპირებული სიჩქარის უზრუნველყოფის საკითხშიც მოიკოჭლებენ. ერთ-ერთი პაკეტის აღწერა მომხმარებელს წამში 8 მეგაბიტს ჰპირდება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ქსელებში. ეს საკმარისია იმისთვის, რომ მაღალი გაფართოების HDTV ფილმს წყვეტის გარეშე, „რეალურ დროში” უყურო. მაგრამ რეალურად გადმოწერის სიჩქარე ხშირად დაპირებულის ნახევარსაც ვერ აღწევს. თბილისის ფორუმზე შეხვდებით სიჩქარის შემმოწმებელი საიტის (speedtest.net) ტესტების შედეგებს, საიდანაც ჩანს, რომ ადგილობრივი სიჩქარე 5 მეგაბიტია, გლობალური კი 0.7-დან 2.7-მდე მერყეობს.
დაზარალებული მომხმარებელი, იმის მაგივრად, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესრულება და ზარალის ანაზღაურება სასამართლოს გზით მოითხოვოს, მდგომარეობას ეგუება და უკმაყოფილებას ფორუმებზე გამოხატავს. გამოხატვის ფორმები ხშირად აღშფოთების ფარგლებს სცდება და „მწვავე” ლექსიკითაც გამოირჩევა, მაგრამ საქმეს ეს არ შველის. ზღულაძის აზრით, სასამართლო პროცესი შეიძლება მომჩივანის მოგებით არც დასრულდეს, მაგრამ საკითხის აქტუალიზაცია მაინც მოხდება. მართალია, ვირტუალურ სივრცეში შეკრებილან მომხმარებელთა ჯგუფები, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ მართლმსაჯულებისთვის მიემართათ, მაგრამ როგორც კი ინტერნეტის მორიგი შეფერხება მთავრდებოდა, ისინიც ზაფხულის ნისლივით იფანტებოდნენ.
ევროპის ზოგიერთ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოში ინტერნეტის ფასიც მაღალია. 10-მეგაბიტიანი პაკეტი უკრაინაში 22 ლარი დაგიჯდებათ. კავკასუს ონლაინი მსგავს სერვისს ქართველ მომხმარებელს 60 ლარად სთავაზობს. სულ რაღაც 90 ლარის ეკვივალენტად უკრაინაში 1 გიგაბიტ/წამამდე არხს მიიღებთ, რომელიც 50-ჯერ სწრაფია კავკასუსის ყველაზე მაღალსიჩქარიან, 120-ლარიან შემოთავაზებასთან შედარებით. ქართულ ფასებთან უფრო ახლოა ლატვიური: ბალტიისპირეთის რესპუბლიკაში ჩვენებური 45-ლარიანი პაკეტის ანალოგი დაახლოებით 50 ლარი ღირს. დიდად განსხვავებული ფასები არც აშშ-შია. აზერბაიჯანში საქმე უფრო ცუდადაა: 110 ლარის ეკვივალენტი სულ რაღაც 3-მეგაბიტიანი ხაზის ფასია.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის მონაცემებით, ქართულ ინტერნეტბაზარზე ორი დიდი პროვაიდერი მოქმედებდა. კავკასუს ონლაინს ბაზრის 54%, გაერთიანებულ ტელეკომს კი 37% ეკავა. 2010 წლის მარტში ტელეკომმა ვანექსი და აჭარის ელექტროკავშირი მიიერთა, რითაც ორპოლუსიანობა კიდევ უფრო განმტკიცდა.
ახალი გაერთიანება, რომელსაც სილკნეტი ეწოდა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას გვპირდება. კავკასუს ონლაინიც, რამდენიმე წლის წინ, ანალოგიური დაპირებების ფონზე, რამდენიმე კომპანიის გაერთიანებით შეიქმნა. ამას მოჰყვა შავ ზღვაში ახალი ოპტიკური მაგისტრალის გადება, რომელმაც საქართველოს კავშირი გლობალურ ინტერნეტსივრცესთან მნიშვნელოვნად გააძლიერა. თუმცა, არაერთი ტექნიკური პრობლემა და მომხმარებლების მომსახურების სტანდარტები უცვლელი დარჩა. არ შეცვლილა ტრადიციული, ტელეფონის ხაზებზე მიბმული DSL სერვისის ხარისხი. მართალია, შედარებით ახალი, ოპტიკური ინტერნეტი უფრო სწრაფია, მაგრამ მის აბონენტებსაც არ აქვთ უშფოთველი ინტერნეტცხოვრება.
დაბალხარისხიანი და არასტაბილური კავშირი არა მხოლოდ მათთვისაა უსიამოვნო, ვინც ინტერნეტს გასართობად ან ფილმების გადმოსაწერად იყენებს. ინტერნეტის ერთსაათიანმა წყვეტამ შეიძლება რამდენიმე ასეული დოლარი დააკარგვინოს მათ, ვინც ელექტრონული ბიზნესითაა დაკავებული. მოულოდნელ გათიშვას ფატალურ შედეგებამდე მივყავართ, როდესაც საქმე ეხება ინტერნეტაუქციონებს ან ონლაინ საფონდო ბირჟებს. სიტუაცია კი მანამ არ შეიცვლება, სანამ მომხმარებელი არ გააცნობიერებს თავის უფლებებს და მათ დაცვას ყველა კანონიერი გზით არ შეეცდება.