ფა­შიზ­მი ფა­შიზ­მის გა­რე­შე

ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა ფილ­მე­ბი­დან ვიც­ნობთ ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის მმარ­თ­ვე­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ მე­ტო­ქე­ო­ბას: ვის­წავ­ლეთ რუ­ხი და შა­ვი უნი­ფორ­მე­ბის გარ­ჩე­ვა და იმ­თა­ვით­ვე ვე­ლით, რომ „გესტაპო” და „აბვერი” ერ­თ­მა­ნეთს ეჯიბ­რე­ბი­ან და ხელს უშ­ლი­ან. მა­მა­ცი საბ­ჭო­თა მზვე­რა­ვე­ბის წარ­მა­ტე­ბა ხში­რად სწო­რედ ამ გა­რე­მო­ე­ბა­ზე იყო აგე­ბუ­ლი...
გა­მო­დის, რომ ში­ნა­გა­ნი კონ­ფ­ლიქ­ტი ნა­ცის­ტურ გერ­მა­ნი­ას ასუს­ტებ­და. მაგ­რამ საქ­მე არც ისე მარ­ტი­ვა­და­ა...
საბ­ჭო­თა სცე­ნა­რის­ტე­ბი­სა და რე­ჟი­სო­რე­ბის ცალ­მ­ხ­რი­ვი მიდ­გო­მა გა­და­უ­ლა­ხა­ვი დაბ­რ­კო­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­და ბევ­რი სე­რი­ო­ზუ­ლი მკვლევ­რის­თ­ვი­საც. მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნე­ლი ის­ტო­რი­კო­სი ჰანს მომ­ზე­ნი ამ­ტ­კი­ცებს, თით­ქოს ჰიტ­ლე­რი ნა­ცის­ტუ­რი სამ­მარ­თ­ვე­ლო მან­ქა­ნის ში­ნა­გან წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბებს რა­ღაც ყოყ­მა­ნის ან გა­უ­ბე­და­ო­ბის გა­მო ით­მენ­და.
ასეთ ვი­თა­რე­ბას ის­ტო­რი­კო­სი „ტოტალიტარიზმზე კა­რი­კა­ტუ­რად” მი­იჩ­ნევს. სა­ერ­თო სუ­რა­თი ასე­თი გა­მო­დის: იერარ­ქი­ის მწვერ­ვალ­ზე შე­მოს­კუ­პე­ბუ­ლა ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ლი­დე­რი ადოლფ ჰიტ­ლე­რი, რო­მელ­მაც რის ვა­ი-­ვაგ­ლა­ხით შე­ა­კო­წი­წა ნა­ცი­ო­ნალ­-­სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ა, ნა­ცის­ტუ­რი სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­როკ­რა­ტია და რეპ­რე­სი­უ­ლი აპა­რა­ტი; ეს სის­ტე­მა საკ­მა­ოდ ფხვი­ე­რი და არას­ტა­ბი­ლუ­რი­ა, მას შე­ად­გენს რამ­დე­ნი­მე ელი­ტუ­რი ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც ერ­თ­მა­ნეთ­თან მუდ­მივ ჯიბ­რ­ში არი­ან და შიგ­ნი­დან არ­ყე­ვენ სის­ტე­მას; ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ჰიტ­ლე­რის მი­თო­ლო­გი­ურ შა­რა­ვან­დედ­სა და პი­რად გავ­ლე­ნა­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი, უამი­სოდ კი თა­ვის­თა­ვად და­ინ­გ­რე­ო­და.
თით­ქოს მარ­თ­ლაც და­მა­ჯე­რე­ბე­ლი სუ­რა­თი­ა. მაგ­რამ ამ ყბა­და­ღე­ბულ ქა­რიზ­მას ერ­თი თვი­სე­ბა აქვს: შორ მან­ძილ­ზე უფ­რო ძლი­ე­რად მოქ­მე­დებს. რო­ცა ბე­ლადს ახ­ლო­დან ხე­დავ, უფ­რო ად­ვი­ლად ამ­ჩ­ნევ მის ცხვირ­ზე ამო­სულ მუ­წუ­კებს, ამი­ტო­მაც უფ­რო ძნე­ლია ირ­წ­მუ­ნო მი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა. პი­რა­დი გავ­ლე­ნა და ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ძა­ლა არა­სო­დეს, ან მხო­ლოდ თავ­და­პირ­ვე­ლად, ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არის აღ­ზე­ვე­ბის თა­ვის­თა­ვა­დი მი­ზე­ზი, მე­რე უკ­ვე მა­საც სჭირ­დე­ბა გა­რე­დან კვე­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბა.
პა­რა­დოქ­სი­ა, მაგ­რამ სწო­რედ ხსე­ნე­ბუ­ლი ში­ნა­გა­ნი კონ­ფ­ლიქ­ტი კვე­ბავს და აძ­ლი­ე­რებს ბე­ლა­დის ქა­რიზ­მას. რო­გორ?
მარ­ტი­ვად. რო­გორც სხვა გერ­მა­ნე­ლი მკვლევ­რის, ჰა­ინც ჰი­ო­ნეს ნაშ­რო­მე­ბი­დან ირ­კ­ვე­ვა, ამის­თ­ვის სა­ჭი­როა ორი პი­რო­ბა: 1) ელი­ტებს შო­რის მე­ტო­ქე­ო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი მხო­ლოდ ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა უნ­და იყოს - მათ შე­მოქ­მე­დე­ბით პო­ტენ­ცი­ალ­სა და სა­ხელ­მ­წი­ფო მარ­თ­ვის შე­სა­ხებ შე­ხე­დუ­ლე­ბებს არა­ვი­თა­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ უნ­და ჰქონ­დეს; 2) არც ერთ ჯგუფს არ უნ­და გა­აჩ­ნ­დეს საკ­მა­რი­სი ძა­ლა სხვებ­ზე სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯ­ვე­ბის­თ­ვის.
ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში ყვე­ლა ელი­ტუ­რი ჯგუ­ფის­თ­ვის ერ­თა­დერ­თი საყ­რ­დე­ნი ბე­ლა­დის პი­როვ­ნე­ბა­ა, მხო­ლოდ მას­ში ხე­და­ვენ ისი­ნი მსა­ჯულ­სა და დამ­ხ­მა­რეს. თვით ჯგუ­ფებს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა კი რა­ღაც იძუ­ლე­ბი­თი გა­რე­მო­ე­ბა ან გვერ­დი­თი ეფექ­ტი კი არ არის, არა­მედ ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მის არ­სე­ბი­თი ნა­წი­ლი­ა.
მოკ­ლედ: ბე­ლა­დი კი არ იჭერს და­ძა­ბუ­ლო­ბას, არა­მედ ქმნის და აღ­ვი­ვებს მას - და­ნარ­ჩე­ნი თა­ვი­სით ხდე­ბა და სუს­ტი, ერ­თ­მა­ნეთ­თან კინ­კ­ლა­ო­ბას გა­და­ყო­ლი­ლი ჯგუ­ფე­ბი ავ­ტო­მა­ტუ­რად ყვე­ბი­ან მი­სი ძა­ლა­უფ­ლე­ბის ქვეშ.
დას­კ­ვ­ნა ერ­თა­დერ­თი­ა: ვე­რა­ნა­ი­რი სა­ხელ­მ­წი­ფო, გინდ ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი, გინდ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ვერ იარ­სე­ბებს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რუ­ლი კონ­ფ­ლიქ­ტის გა­რე­შე.
დე­მოკ­რა­ტი­ა­სა და დიქ­ტა­ტუ­რას შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა კი ამ კონ­ფ­ლიქ­ტის ბუ­ნე­ბა­ზეც აისა­ხე­ბა. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ორი­ა: 1) დე­მოკ­რა­ტი­ის შემ­თხ­ვე­ვა­ში და­პი­რის­პი­რე­ბულ ჯგუ­ფებს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბის სა­გა­ნი არ უნ­და შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბო­დეს მხო­ლოდ ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბით, არა­მედ უნ­და ასა­ხავ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რე­ა­ლუ­რად დაკ­ვირ­ვე­ბად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ეკო­ნო­მი­კურ და პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რე­სებს; 2) პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე კონ­ფ­ლიქ­ტის ყო­ველ მო­ნა­წი­ლეს უნ­და ჰქონ­დეს გა­მარ­ჯ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მა­ვა­ლი აღ­მ­შე­ნებ­ლო­ბის პრობ­ლე­მა არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა შე­კითხ­ვით: ჯერ სა­ხელ­მ­წი­ფო თუ დე­მოკ­რა­ტი­ა? ამ შე­კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხი ბა­ნა­ლუ­რია და გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმ გა­რე­მო­ე­ბით, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო დე­მოკ­რა­ტი­ის გა­რე­შე გაძ­ლებს, დე­მოკ­რა­ტია კი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­ა, თუ სა­ხელ­მ­წი­ფო არ იქ­ნა.
ჩვე­ნი პრობ­ლე­მა სხვა­ა: არ არ­სე­ბობს დე­მოკ­რა­ტი­ის მოთხოვ­ნა­თა შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რუ­ლი კონ­ფ­ლიქ­ტი. ერ­თი: და­პი­რის­პი­რე­ბულ ჯგუ­ფებს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა ასა­ხავს მხო­ლოდ ჯგუ­ფე­ბის მის­წ­რა­ფე­ბას სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პი­რა­მი­დის მწვერ­ვა­ლის­კენ და არა­ვი­თარ კავ­შირ­ში არ არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ მრა­ვალ­ფე­რო­ვან ინ­ტე­რე­სებ­თან. მე­ო­რე: არც ერთ ჯგუფს არა აქვს სხვა­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბის თუნ­დაც თე­ო­რი­უ­ლი შან­სი.
და­ნარ­ჩე­ნი უკ­ვე შე­დე­გი­ა.
რა აუცი­ლე­ბე­ლია ნიც­შე და ვაგ­ნე­რი, მით უმე­ტეს, რომ მა­თი აუცი­ლებ­ლო­ბა არც 1930-იანი წლე­ბის გერ­მა­ნი­ა­ში იყო უეჭ­ვე­ლი? - საკ­მა­რი­სია სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც მოთხოვ­ნი­ლია რა­ღაც ბუნ­დო­ვა­ნი მო­რა­ლუ­რი თუ ზნე­ობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ე­ბის შეყ­ვა­ნა სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში; საკ­მა­რი­სია გა­უ­გე­ბა­რი წარ­მო­შო­ბი­სა და ში­ნა­არ­სის, რო­გორც ეტყო­ბა, რა­დი­კა­ლი ის­ლა­მის­ტე­ბის­გან ნა­სეს­ხე­ბი წი­ნა­და­დე­ბა - „რელიგიური გრძნო­ბე­ბის შე­უ­რაცხ­ყო­ფა” - რომ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ფო­ბი­ე­ბით შთა­გო­ნე­ბუ­ლი და „ქვემოდან” წა­მო­სუ­ლი რეპ­რე­სი­ე­ბის შე­ჩე­რე­ბა სუ­ლაც არ იქ­ნე­ბა ად­ვი­ლი საქ­მე.
მო­მა­ვა­ლი საფ­რ­თხის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი უკ­ვე გარ­კ­ვე­ვით ჩანს: თვით გა­რე­მო­ე­ბა, რომ ექ­ს­ტ­რე­მის­ტებს მხო­ლოდ ხუ­ლიგ­ნო­ბის მუხ­ლით სჯი­ან, აშ­კა­რად მი­უ­თი­თებს, რომ სიბ­ნე­ლის წი­ნა­შე გუ­ლუხ­ვ­მა დათ­მო­ბებ­მა სა­შიშ ზღვარს მი­აღ­წი­ა, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბა კი არა­საკ­მა­რი­სად ძლი­ე­რია იმის­თ­ვის, რომ დე­მოკ­რა­ტია და­ი­ტი­ოს.
`


 

კომენტარები