სექსუალური რევოლუცია

0 კომენტარი

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე სექ­სუ­ა­ლუ­რი ქცე­ვის შემ­ს­წავ­ლე­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, წარ­მოდ­გე­ნა სექ­სუ­ა­ლუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის შე­სა­ხებ ხში­რად ბუნ­დო­ვა­ნი­ა. თუმ­ცა, ადა­მი­ა­ნე­ბი რა­ღაც ცვლი­ლე­ბას აშ­კა­რად ხე­და­ვენ. იმის გა­და­საწყ­ვე­ტად, მომ­ხ­და­რია თუ არა ეს ყბა­და­ღე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი რე­ვო­ლუ­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ჯერ უნ­და გა­ვარ­კ­ვი­ოთ, რა არის იგი და რა კრი­ტე­რი­უ­მებს გუ­ლის­ხ­მობს.
1960-იან წლებ­ში, და­სავ­ლურ სამ­ყა­რო­ში, შე­იც­ვა­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რი სექ­სუ­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე. ახალ­გაზ­რ­დე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ შეზღუ­დუ­ლი და კონ­ფორ­მის­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის - რო­გორც ისი­ნი მას ახა­სი­ა­თებ­დ­ნენ - წი­ნა­აღ­მ­დეგ იმ რწმე­ნით, რომ სექ­სის უარ­ყო­ფა ან რეპ­რე­სი­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან ის ბუ­ნებ­რი­ვი, ბი­ო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა­ა. სწო­რედ ამ მოძ­რა­ო­ბას ეწო­და სექ­სუ­ა­ლუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ა. იგი ახალ­მა დრომ გა­ნა­პი­რო­ბა: კონ­ტ­რა­ცეპ­ტი­ვის გა­ჩე­ნამ და აბორ­ტის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ამ თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­ხა­და ქორ­წი­ნე­ბამ­დე­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ამას­თან, თუ ად­რე სა­ზო­გა­დო მო­რა­ლუ­რო­ბა მკაც­რად ზღუ­დავ­და ღია დის­კუ­სი­ას სექ­სუ­ა­ლო­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით ისეთ ქცე­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც გამ­რავ­ლე­ბამ­დე არ მი­დი­ო­და, სექ­სუ­ა­ლურ­მა რე­ვო­ლუ­ცი­ამ მოხ­ს­ნა ეს ტა­ბუ.
თუმ­ცა, სექ­სუ­ა­ლუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის და­სამ­კ­ვიდ­რებ­ლად საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნ­და ინ­დუს­ტ­რი­ი­სა და მე­დი­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბა. ის შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და მხო­ლოდ და­სავ­ლე­თის მდი­დარ ქვეყ­ნებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ამე­რი­კა­სა და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში. სხვა სიტყ­ვე­ბით რომ ვთქვათ, ლი­ბე­რა­ლურ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც სო­ცი­ა­ლურ­-ე­კო­ნო­მი­კურ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ გზა და­უთ­მო პი­როვ­ნულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ამით აიხ­ს­ნე­ბა ის ფაქ­ტიც, რომ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში „სექსი არ იყო”. მთე­ლი პრო­პა­გან­და იქ­მ­ნე­ბო­და თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლო­ბი­სა და იმ აზ­რის და­სამ­კ­ვიდ­რებ­ლად, რომ სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის ერ­თა­დერ­თი ფუნ­ქ­ცია გამ­რავ­ლე­ბა­ა. სექ­სი შემ­თხ­ვე­ვით არ ქცე­უ­ლა კონ­ტ­რო­ლის საგ­ნად: ამით შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო სხვა სა­და­ვე­ე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა ანუ ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის გამ­ყა­რე­ბა. სქე­სობ­რი­ვი აქ­ტი ხომ ადა­მი­ან­თა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის უნი­ვერ­სა­ლუ­რი მო­დე­ლია და სხვა ას­პექ­ტე­ბის ანა­ლი­ზის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც იძ­ლე­ვა. დღეს უკ­ვე აღა­რა­ვინ კა­მა­თობს, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა არა მარ­ტო გვა­რის გაგ­რ­ძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­ა, არა­მედ კულ­ტუ­რაც, რო­მე­ლიც უნ­და გან­ვი­თარ­დეს.
რა ხდე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში? ერ­თი შე­ხედ­ვით, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­და­ა: სხვა­გან თუ არა, თბი­ლის­ში მა­ინც იც­ვა­მენ „სექსუალურად”, აღარც ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე და­დი­ან ქა­ლე­ბი ჩაც­მუ­ლე­ბი და სექ­ს­ზე ლა­პა­რა­კიც „მოსულა”. მე­ტიც, ახალ­გაზ­რ­დებ­ში არის ტენ­დენ­ცი­ა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ე­მიჯ­ნონ ტრა­დი­ცი­ულ უსექ­სო­ბას და პრაქ­ტი­კა­შიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ის, რა­საც ქა­და­გე­ბენ. სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, არის კა­ტე­გო­რი­ა, რომ­ლის­თ­ვი­საც სექ­სი თვით­მი­ზა­ნი­ა. მაგ­რამ გა­ნა შე­იძ­ლე­ბა, მი­ვიჩ­ნი­ოთ ეს სექ­სუ­ა­ლურ რე­ვო­ლუ­ცი­ად? ამის სა­ფუძ­ვე­ლი არ გვაქვს მა­ნამ, სა­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი უც­ვ­ლე­ლია და არ­სე­ბობს ძა­ლი­ან ბევ­რი და­სა­ქორ­წი­ნე­ბე­ლი წყვი­ლი, რო­მელ­საც „ყველაფერი აქვს, სექ­სის გარ­და”. სექ­სი ჯერ კი­დევ ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი­ა. სხვა თუ არა­ფე­რი, ფაქ­ტი­ა, რომ ყვე­ლა­ზე მხი­ა­რუ­ლი და სი­ცოცხ­ლით სავ­სე ქა­ლიც კი - აღა­რა­ფერს ვამ­ბობ არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო სო­ცი­ა­ლურ სტა­ტუ­სებ­სა და ასაკ­ზე - შე­იძ­ლე­ბა დარ­ჩეს მარ­ტო და, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­მო­უც­დე­ლი.
გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რი­ა. ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ჩა­კე­ტი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაა და ადა­მი­ა­ნის ელე­მენ­ტა­რუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი ილა­ხე­ბა, არ ხა­რობს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, არც კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა და არც სიყ­ვა­რუ­ლი. არ ხდე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ერთ ად­გილ­ზე იყი­ნე­ბა. შეყ­ვა­რე­ბულ წყვი­ლებს, რა­ტომ­ღაც, უფუჭ­დე­ბათ ურ­თი­ერ­თო­ბა და ეს სუ­ლაც არ არის თა­ვად გრძნო­ბის, სიყ­ვა­რუ­ლის ბრა­ლი. მას სჭირ­დე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბი და არა მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი: სიყ­ვა­რუ­ლი, უბ­რა­ლოდ, შე­უძ­ლე­ბე­ლია პი­როვ­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­რე­შე.
აი, სად უჭირს ჩვენს ქვე­ყა­ნას. ჩა­კე­ტი­ლო­ბა და კომ­პ­ლექ­სე­ბი პი­როვ­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის (და, შე­სა­ბა­მი­სად, სიყ­ვა­რუ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის) სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა. არც მკაც­რი კონ­ტ­რო­ლი - რო­გო­რიც გვჩვე­ვი­ა, არც სხვი­სი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რე­ბა და გა­მუდ­მე­ბუ­ლი ზრუნ­ვა იმა­ზე, თუ „რას იტყ­ვის ხალ­ხი”. აღი­ა­რე­ბენ თუ არა, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში მა­ინც ყვე­ლა აქ­ცევს ამას ყუ­რადღე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ხალ­ხი - მათ იცი­ან, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან გან­ხეთ­ქი­ლე­ბა უბე­დუ­რე­ბის სა­წინ­და­რი­ა. ის ადა­მი­ა­ნე­ბი კი, ვინც ამა­ზე არ ფიქ­რობს, ინერ­ცი­ით მიჰ­ყ­ვე­ბი­ან ცხოვ­რე­ბის იმა­ვე დი­ნე­ბას მა­ნამ, სა­ნამ ჯო­ჯო­ხეთ­ში არ გა­მო­ი­რი­ყე­ბი­ან. რა­ტომ? დღე­ვან­დე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ჩარ­ჩო ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა­ზე არაა მორ­გე­ბუ­ლი და არა­თუ არ უშ­ვებს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, არა­მედ სუ­ლის­შემ­ხუთ­ვე­ლად ზღუ­დავს მას. ისე რომ, ვერც კი გრძნობ, რო­გორც უკი­დუ­რე­სი ტკი­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი ვერ გრძნობს ტკი­ვილს. ასეთ ჩარ­ჩო­ში პი­როვ­ნულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ბედ­ნი­ე­რე­ბა არ უწე­რი­ა: ადა­მი­ანს უწევს სას­ტი­კი, მუდ­მი­ვი და უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა, რო­მე­ლიც ამო­სუნ­თ­ქ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს. მაგ­რამ სწო­რედ ეს არის მი­სი ბედ­ნი­ე­რე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, მან სა­კუ­თარ თავ­ზე უნ­და თქვას უარი. ვი­საც ამის ენერ­გია არა აქვს, ის თა­ვის თავს ცოცხ­ლად აღ­მო­ა­ჩენს სა­მა­რე­ში, ხო­ლო ვი­საც აქვს საკ­მა­რი­სი ძა­ლა, ყვე­ლა გმი­რი­ა.
ავი­ღოთ სტან­დარ­ტუ­ლი მა­გა­ლი­თი. გო­გო­ნას მოს­წონს ბი­ჭი, მაგ­რამ ოჯა­ხის წევ­რი ან ახ­ლო­ბე­ლი აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებს, რომ ის არ მი­ე­სალ­მე­ბა მის არ­ჩე­ვანს, უფ­რო სწო­რად, მის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, რომ ამ ბიჭ­თან სა­ერ­თოდ რა­ი­მე ურ­თი­ერ­თო­ბა იქო­ნი­ოს, სექ­ს­ზე აღა­რაა ლა­პა­რა­კი. ჩვენ­თან სხვის აზრს იმ­დე­ნად დი­დი გავ­ლე­ნა აქვს ადა­მი­ან­ზე, რომ ხში­რად ასე­თი პო­ტენ­ცი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი თავ­ში აზ­რა­დაც არ მო­დის. აი, და­ახ­ლო­ე­ბით ამ­გ­ვა­რია ბრძო­ლა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს უწევს დღე­ვან­დელ პი­რო­ბებ­ში - იქ­ნე­ბა ის გო­გო თუ ბი­ჭი. პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დად­გ­მა არა­გო­ნივ­რუ­ლი­ა, რად­გან რის­კ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი: სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვერ იტანს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლებს, ვერ პა­ტი­ობს სხვას იმას, რაც თვი­თონ არა აქვს.
მაშ, რო­გორ უნ­და ვიბ­რ­ძო­ლოთ? ვინ უნ­და გა­მო­ას­წო­როს ეს მდგო­მა­რე­ო­ბა? რო­გორ უნ­და შევ­ქ­მ­ნათ ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა? ასეთ რთულ თე­მებ­ზე ბევ­რი იწე­რე­ბა, ტარ­დე­ბა კვლე­ვე­ბი, არ­სე­ბობს მეც­ნი­ე­რუ­ლი ნაშ­რო­მე­ბი... იმის­თ­ვის, რომ ბო­ლოს ყვე­ლა­ზე მარ­ტივ პა­სუ­ხამ­დე მი­ვი­დეთ, ჩვენ თა­ვად უნ­და ვი­ყოთ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლე­ბი სა­კუ­თარ ქცე­ვა­ზე, გა­ვა­კე­თოთ არ­ჩე­ვა­ნი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ და ვა­ცა­დოთ სხვებ­საც. ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­სი­კე­თოდ დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბა უკან. რო­გორც მე­რაბ მა­მარ­დაშ­ვი­ლი ამ­ბობს, მო­ი­ქე­ცი თა­ვი­სუფ­ლად კონ­კ­რე­ტულ და მცი­რე აქ­ტებ­ში და იქ­ნე­ბი თა­ვი­სუ­ფა­ლი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები