ჩასარეცხი კიდევ ბევრია

0 კომენტარი

სა­ღა­მოს ნი­უ­სე­ბის ყუ­რე­ბი­სას პრე­ზი­დენ­ტი ერ­თ­-ერ­თი სა­შუ­ა­ლო სკო­ლის ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე კვე­ბის ობი­ექ­ტის გახ­ს­ნა­ზე ამ­ბობს: ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა, რო­ცა პრე­ზი­დენ­ტი, მე­რია და პარ­ლა­მენ­ტი ერ­თ­მა­ნეთს ჭა­მენ.

ვი­ფიქ­რე, რა­ტომ, სხვა­გან თუ შე­იძ­ლე­ბა, ჩვენ რა, „ზანგები” ვართ? ხში­რად ხაზ­გას­მით არ ვამ­ბობთ, რომ აქ რა­ღა­ცე­ბი ისე არ არის, რო­გორც სხვა, „ნორმალურ” სა­ხელ­მ­წი­ფო­ში? ჰო­და მარ­თ­ლაც, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად :
1. პრე­ზი­დენ­ტი - სა­ა­კაშ­ვი­ლი
მე­რი - ალა­სა­ნია
პარ­ლა­მენ­ტი - ბურ­ჯა­ნა­ძე
2. პრე­ზი­დენ­ტი - გა­ჩე­ჩი­ლა­ძე
მე­რი - უგუ­ლა­ვა
პარ­ლა­მენ­ტი - ნო­ღა­ი­დე­ლი
3. პრე­ზი­დენ­ტი - ნა­თე­ლაშ­ვი­ლი
მე­რი - თარ­გა­მა­ძე
პარ­ლა­მენ­ტი - ძი­ძი­გუ­რი
4. პრე­ზი­დენ­ტი - აი, ის მდი­და­რი რუ­სი კა­ცი რო­ა, ქარ­თუ­ლად რომ მეტყ­ვე­ლებს და რუ­სუ­ლად რომ აზ­როვ­ნებს, თავ­მოტ­ვ­ლე­პი­ლი, სა­ხე­ლი აღარ მახ­სოვს
მე­რი - ხერ­ხე­უ­ლი­ძე (ბათუმელი)
პარ­ლა­მენ­ტი - გრი­გო­ლია

გე­თან­ხ­მე­ბით, მე-4 ვა­რი­ან­ტი ცო­ტა გა­და­ვა­ჭარ­ბე, მაგ­რამ არც პირ­ვე­ლი სა­მი და სხვა კი­დევ მრა­ვა­ლი ვა­რი­ან­ტი იქ­ნე­ბა უკე­თე­სი.

სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­ერ თით­ქოს ალე­გო­რუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სიტყ­ვა „ჭამენ” რე­ა­ლო­ბა­ში პირ­და­პირ მნიშ­ვ­ნელო­ბას იძენს. ერ­თ­მა­ნე­თის ჭა­მა არ არის ის, რა­საც წლე­ბია პო­ლი­ტი­კურ სცე­ნა­ზე ვხე­დავ? პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე გა­სუ­ქე­ბაც ამის ნი­შა­ნია ჰო­და, ეტყო­ბა, ჯერ კი­დევ „ზანგები” ვართ.

ნე­ტა იმ დროს მო­მას­წ­რო, რო­ცა არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბუ­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბულს ულო­ცავს და მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბით იმუქ­რე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა შობს პო­ლი­ტი­კო­სებს და პო­ლი­ტი­კურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბებს. მა­შინ, რო­დე­საც თვი­თონ სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ აქვს ნათ­ლად და მყა­რად გარ­კ­ვე­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, რომ­ლის გარ­შე­მოც ერ­თი­ან­დე­ბა და ერ­თი­ან­დე­ბა ყო­ველ­გ­ვა­რი კითხ­ვის გა­რე­შე, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მით უმე­ტეს ვერ გარ­კ­ვე­უ­ლა, „სადა ბა­ნა­ობს”. მა­მუ­ლი, მა­მუ­ლი­ო, ვი­თომ ურ­ყე­ვი ფა­სე­უ­ლო­ბააო და რა არის ეს მა­მუ­ლი? ზო­გის­თ­ვის მა­მუ­ლი „ძველით-ახალი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­ა”, ზო­გის­თ­ვის - ვა­კე, ვი­ღაც თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს მი­ერ აღი­ა­რე­ბულ საზღ­ვ­რებ­ში ხე­დავს სამ­შ­ობ­ლოს, სხვე­ბი - ნი­კოფ­სი­ი­დან და­რუ­ბან­დამ­დე. რო­დე­საც ყვე­ლა რე­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა თუნ­დაც ერ­თი სა­ერ­თო კონ­ცეფ­ცი­ის, „სამშობლოს” გარ­შე­მო გა­ერ­თი­ან­დე­ბა, მა­შინ შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბიც. ამ იდე­ის­კენ მი­მა­ვალ გზას შე­იძ­ლე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად ხე­დავ­დე, მაგ­რამ მი­ზა­ნი სა­ერ­თო უნ­და იყოს.

პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ღე­ბა­ზე სა­ა­კაშ­ვილ­მა „ჩასარეცხების” ცნობილი თე­მა გა­იხ­სე­ნა. რო­დე­საც ეს ვთქვი, ბევრს კუ­დი აეწ­ვა და და­იწყეს ჩხუ­ბი. ვის გა­უ­ბე­დე, ვინ უნ­და ჩა­რეცხო, რო­გორ უნ­და ჩაგ­ვ­რეცხო­ო? ეს ალე­გო­რი­უ­ლად ნათ­ქ­ვა­მი სიტყ­ვა იყო და არა­ვის ფი­ზი­კუ­რად ჩა­რეცხ­ვას არ ვა­პი­რებ­დი­თო. მან­კი­ე­რი საბ­ჭო­თა მენ­ტა­ლო­ბის ჩა­რეცხ­ვას ვგუ­ლის­ხ­მობ­დი­ო.

სწო­რედ რომ! ეგ ურ­ჯუ­ლო­ბა მარ­ტო კი არ უნ­და ჩა­რეცხო, ჩა­რეცხ­ვის შემ­დეგ დუს­ტი უნ­და და­ა­ყა­რო, შემ­თხ­ვე­ვით კი­დევ თა­ვი არ წა­მო­ყოს. რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, რა მან­ტი­ის ქვეშ იმა­ლე­ბა ეს ჭი­რი. პატ­რი­ო­ტუ­ლი, მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი, მეც­ნი­ე­რუ­ლი თუ „ინტელიგენტური” - ჩა­სა­რეცხია და ტა­რაკ­ნის წა­მა­ლიც აქვს ზე­მო­დან მი­საყ­რე­ლი.

ჩა­სა­რეცხი რომ ბევ­რი დარ­ჩა, ამა­ზე ბო­ლო დროს მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბას ამო­ფა­რე­ბუ­ლი ფა­შის­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბის ამოყ­ვინ­თ­ვაც მეტყ­ვე­ლებს. ასე­თი მოძ­რა­ო­ბის ერ­თ­-ერ­თი აქ­ტი­უ­რი წევ­რი, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი, ანა­ფო­რა­ში გა­მოწყო­ბი­ლი თეთ­რ­წ­ვე­რა პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბას­თან მი­სი მოძ­რა­ო­ბის ხუ­ლი­გა­ნი წევ­რე­ბის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად მი­ვი­და. იჩხუ­ბა, იხ­მა­უ­რა და რო­ცა მიხ­ვ­და, რომ არა­ფე­რი გა­მოს­დის, პო­ლი­ცი­ელს და­ჟი­ნე­ბით ეკითხე­ბო­და: ეხ­ლა შუ­შა რომ ჩა­ვამ­ტ­ვ­რი­ო, ამა­ზე რამ­დე­ნია სრო­კი? რამ­დენს შემ­ტე­ნით სროკს? ამ „სროკზე” გა­მახ­სენ­და „პატრიარქი პლენ­ში­ა”.

უტიფ­რად ნა­თე­ლი და ცხა­დია ზოგ­ჯერ ყვე­ლა­ფე­რი. „გულდათუთქული” პატ­რი­ო­ტე­ბი ბო­ლოს მოს­კოვ­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბი­ან ხოლ­მე. ვეჭ­ვობ, კი­დევ ბევრს ვნა­ხავ იქ გაქ­ცე­ულს, ჩა­რეცხილს.

სა­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ გა­ერ­თი­ან­დე­ბა ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის გარ­შე­მო, სულ ასე­თი ვე­ლუ­რო­ბა იქ­ნე­ბა. სა­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კა­მა­თო­ბენ იმა­ზე, ნო­ღა­ი­დელ­-­ბურ­ჯა­ნა­ძის საქ­ცი­ე­ლი მო­ღა­ლა­ტუ­რია თუ არა, სა­ნამ ინ­ტე­ლი­გენ­ტურ­-ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ პო­ზას ამო­ფა­რე­ბუ­ლე­ბი სიტყ­ვა „ჩასარეცხზე” შე­იშ­მუშ­ნე­ბით, სა­ნამ პო­ლი­ტი­კურ­-­სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­ნი­ტა­რი­უ­ლი ნორ­მე­ბი ყვე­ლას­თ­ვის სა­ერ­თო არ გახ­დე­ბა, სულ ეს ამ­ბა­ვი იქ­ნე­ბა.

ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ ტუ­ა­ლეტ­ში მო­საქ­მე­ბის შემ­დეგ უნ­და ჩა­რეცხო და ხე­ლე­ბიც და­ი­ბა­ნო. თუ ესეც საკამათოა?

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები