ზაფხულის საპოპკორნე ფილმები

1975 წელს გა­მო­ვი­და სტი­ვენ სპილ­ბერ­გის ფილ­მი ყბე­ბი. ამ ფილ­მ­ზე და­სას­წ­რე­ბად აშ­შ­-­ში 100 მი­ლი­ონ­ზე მე­ტი ბი­ლე­თი გა­ი­ყი­და. პირ­ვე­ლად სიტყ­ვა ბლოკ­ბას­ტე­რი სწო­რედ ამ შე­დევრს უწო­დეს.
70-იანი წლე­ბის ბო­ლოს სა­თა­ვე და­ე­დო ბლოკ­ბას­ტე­რე­ბის ერას, რო­მე­ლიც დღემ­დე გრძელ­დე­ბა. ყო­ველ წე­ლი­წადს, მა­ი­სის პირ­ვე­ლი კვი­რი­დან შუა აგ­ვის­ტომ­დე (ხანდახან ბო­ლომ­დე), მსხვილ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი ფილ­მე­ბის ცვე­ნა­ა. 100 და 200 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის მქო­ნე ფილ­მებს წე­ლი­წა­დის სხვა დრო­საც აქვთ რე­ლი­ზი, მაგ­რამ მა­თი რე­ჟი­სო­რე­ბი ან ისე­თი “თავხედები” არი­ან, რო­გო­რიც ჯე­იმს ქე­მე­რო­ნი და პი­ტერ ჯექ­სო­ნი, ან ჰა­რი პო­ტე­რის­ნა­ი­რი პო­პუ­ლა­რუ­ლი წიგ­ნის კი­ნო­ა­დაპ­ტა­ცი­ა­ა. წარ­მო­გიდ­გენთ 2010 წლის ზაფხუ­ლის სე­ზო­ნის 7 ფილმს, რო­მე­ლიც სულ მა­ლე გა­მო­ვა მსოფ­ლი­ოს კი­ნო­თე­ატ­რებ­ში.

სპარ­სე­თის პრინ­ცი: დრო­ის ქვი­შა
28 მა­ი­სი
ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის სა­კულ­ტო თა­მა­შის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ა. პრო­დი­უ­სე­რი ჯე­რი ბრუკ­ჰა­ი­მე­რი ის კა­ცი­ა, რო­მელ­მაც იცის, რო­გორ უნ­და აკე­თოს ბლოკ­ბას­ტე­რე­ბი (კარიბის ზღვის მე­კობ­რე­ე­ბი, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­გან­ძუ­რი). ფილ­მის სი­უ­ჟე­ტიც არ ჩანს ური­გო. სპარ­სე­თის პრინ­ცი დას­ტა­ნი, პრინ­ცე­სა ტა­მი­ნას დახ­მა­რე­ბით, თა­ვი­სი­ვე შეც­დო­მის გა­მოს­წო­რე­ბა­სა და სპარ­სე­თის ბნე­ლი ძა­ლე­ბის­გან დახ­ს­ნას ცდი­ლობს. ჯე­იკ გი­ლენ­ჰა­ა­ლი, ალ­ფ­რედ მო­ლი­ნა, ბენ კინ­გ­ს­ლი და გე­მა არ­ტენ­ტო­ნი შთამ­ბეჭ­დავ სამ­სა­ხი­ო­ბო ან­სამბლს ქმნი­ან.
რა­ტომ უნ­და ვნა­ხო? – შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის აზი­ა­ზე ფილ­მე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბულ­ნი არ ვართ, თან, ფენ­ტე­ზის ელე­მენ­ტე­ბი­თა და უამ­რა­ვი სპე­ცე­ფექ­ტით ფილ­მი ვი­ზუ­ა­ლუ­რად მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი უნ­და გა­მო­ვი­დეს. რე­ჟი­სორ მა­იკლ ნი­უ­ე­ლის­გან თა­მა­შის ერ­თ­-ერთ სა­უ­კე­თე­სო ადაპ­ტა­ცი­ას უნ­და ვე­ლო­დოთ.

სა­თა­მა­შო­ე­ბის ამ­ბა­ვი 3
18 ივ­ნი­სი
ენ­დი გა­ი­ზარ­და, კო­ლეჯ­ში წა­ვი­და და თა­ვი­სი სა­თა­მა­შო­ე­ბი სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში ჩა­ა­ბა­რა. ვუ­დი, ბა­ზი და სხვა სა­თა­მა­შო­ე­ბი თა­ვი­დან ენ­თუ­ზი­აზ­მით შეხ­ვ­დ­ნენ ახალ ცხოვ­რე­ბას, მაგ­რამ ნელ­-­ნე­ლა ხვდე­ბი­ან, რომ მა­თი ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად ვუ­დის­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ბა­ღი­დან გა­პარ­ვის გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბას იწყე­ბენ.
სა­თა­მა­შო­ე­ბის ამ­ბა­ვი 1 კი­ნოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი მულ­ტ­ფილ­მი­ა, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი - კრი­ტი­კო­სე­ბის მი­ერ ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე და­დე­ბი­თად შე­ფა­სე­ბუ­ლი კი­ნოპ­რო­ექ­ტი (უარყოფითი რე­ცენ­ზია დღემ­დე არა­ვის და­უ­წე­რი­ა). იმე­დი­ა, მე­სა­მე ნა­წი­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა.
რა­ტომ უნ­და ვნა­ხო? – მულ­ტ­ფილ­მი კომ­პა­ნია პიქ­სა­რის (თუ რა­ი­მე კარ­გი მულ­ტ­ფილ­მი გა­გახ­სენ­დათ, ამა­თი­ა) პრო­დუქ­ციაა და ეს სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი­ა, რომ ბი­ლე­თი იყი­დოთ. უოლის, რა­ტა­ტუ­ი­სა და ნე­მოს შემ­ქ­მ­ნე­ლე­ბი თქვენს ყუ­რადღე­ბას ნამ­დ­ვი­ლად იმ­სა­ხუ­რე­ბენ.

რა­ინ­დი და დღე
25 ივ­ნი­სი
ტომ კრუ­ზი და კა­მე­რონ დი­ა­სი ბო­ლოს ვა­ნი­ლის ცა­ში იყ­ვ­ნენ ერ­თად. ფილ­მის ტრე­ი­ლე­რი ისე­თი სა­სა­ცი­ლო­ა, ძა­ლი­ან უნ­და მო­ენ­დო­მე­ბი­ნა რე­ჟი­სორს, რომ ცუ­დი ფილ­მი გა­მოს­ვ­ლო­და. როი მილ­ნე­რი სა­ი­დუმ­ლო აგენ­ტი­ა, რო­მე­ლიც ბრმა პა­ე­მან­ზე ჯუნ ჰა­ვენს გა­იც­ნობს და სა­ხი­ფა­თო, თუმ­ცა სა­სა­ცი­ლო მო­მენ­ტე­ბით აღ­სავ­სე თავ­გა­და­სა­ვალ­ში ჩა­ით­რევს.
რა­ტომ უნ­და ვნა­ხო? – რო­გორც იქ­ნა, კრუ­ზი შე­ეშ­ვა “მე ოს­კა­რი მინ­და” ფილ­მებ­ში თა­მაშს და კო­მე­დი­ურ ჟან­რ­ში ცდის ბედს. სა­სა­ცი­ლო პერ­სო­ნა­ჟის შექ­მ­ნის მი­სი უკა­ნას­კ­ნე­ლი მცდე­ლო­ბა ოქ­როს გლო­ბუ­სის ნო­მი­ნა­ცი­ით აღი­ნიშ­ნა (უიღბლო ჯა­რის­კა­ცე­ბი).

სტი­ქი­ე­ბის მბრძა­ნე­ბე­ლი
2 ივ­ლი­სი
ნი­კე­ლო­დე­ო­ნის ცნო­ბი­ლი მულ­ტ­ფილ­მის კი­ნო­ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ა. ოდეს­ღაც წყლის, ჰა­ე­რის, ცეცხ­ლი­სა და მი­წის ნა­ცი­ე­ბი ერ­თად ცხოვ­რობ­დ­ნენ. მათ შო­რის მშვი­დო­ბას ავა­ტა­რი, ოთხი­ვე ელე­მენ­ტის მბრძა­ნე­ბე­ლი უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. ერთ დღეს ის გაქ­რა და სამ­ყა­რო­ში ქა­ოს­მა და­ი­სად­გუ­რა.
გა­ვი­და დრო და გა­მოჩ­ნ­და მხსნე­ლი, ჰა­ე­რის უკა­ნას­კ­ნე­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ბო­ლო ავა­ტა­რი, 12 წლის აან­გი, რო­მელ­მაც უნ­და იხ­ს­ნას სამ­ყა­რო.
ფილ­მის ტრე­ი­ლე­რი ვი­ზუ­ა­ლუ­რი სა­ოც­რე­ბაა და იმ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვი­ა, რომ, სულ მცი­რე, სურ­ვილს გი­ჩენს, ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე ბი­ლე­თი და­ჯავ­შ­ნო.
რა­ტომ უნ­და ვნა­ხო? – მ. ნა­ით შა­მა­ლა­ნის პირ­ვე­ლი 3D ფილ­მი. მე­ექ­ვ­სე გრძნო­ბი­სა და ნიშ­ნე­ბის რე­ჟი­სორს ბო­ლო წლებ­ში ჩა­ვარ­დ­ნა ჰქონ­და, ზე­დი­ზედ ორი სუს­ტი ფილ­მი გა­და­ი­ღო (გოგონა წყალ­ში, მოვ­ლე­ნა) და იმე­დი­ა, სწო­რედ ამ ნა­მუ­შევ­რით დაბ­რუნ­დე­ბა ზე­ნიტ­ში.
და­საწყი­სი
16 ივ­ლი­სი
ფილ­მი, რო­მელ­ზეც ძა­ლი­ან მცი­რე ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვე­ბა. რე­ჟი­სო­რი კრის­ტო­ფერ ნო­ლა­ნი ასა­ი­დუმ­ლო­ებს ნა­მუ­შევ­რის სი­უ­ჟეტს. ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ის, რომ მოქ­მე­დე­ბა მო­მა­ვალ­ში ხდე­ბა. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გან­ვი­თარ­და და ადა­მი­ანს შე­უძ­ლი­ა, სხვის გო­ნე­ბა­ში სიზ­მ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით “შეიპაროს”. ლე­ო­ნარ­დო დი კაპ­რი­ოს გმი­რი “სიზმრების ქურ­დი­ა”, რო­მე­ლიც სხვის გო­ნე­ბა­ში შე­დის, სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას იგებს და შემ­დეგ ყი­დის. 2010 წლის ზაფხუ­ლის სე­ზო­ნის მთა­ვა­რი კი­ნო­მოვ­ლე­ნა.
რა­ტომ უნ­და ვნა­ხო? – მე­მენ­ტოს, პრეს­ტი­ჟი­სა და ბეტ­მე­ნის ბო­ლო ორი ნა­წი­ლის რე­ჟი­სო­რი კრის­ტო­ფერ ნო­ლა­ნი ლე­ო­ნარ­დო დი კაპ­რი­ოს­თან დუ­ეტ­ში… ამ ფილ­მის არ­ნახ­ვა კა­ნო­ნით უნ­და და­ი­სა­ჯოს.

სოლ­თი
23 ივ­ლი­სი
ცენ­ტ­რა­ლუ­რი დაზ­ვერ­ვის ოფი­ცერს ევე­ლინ სოლთს რუ­სე­თის ჯა­შუ­შად თვლი­ან და ის ძებ­ნა­ში­ა. ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის გმი­რი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რა­თა თა­ვი­სი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა და­ამ­ტ­კი­ცოს და ამა­ვე დროს ხელ­ში არ ჩა­უ­ვარ­დეს კა­ნონ­დამ­ც­ვე­ლებს. ნა­მუ­შე­ვარს სე­ზო­ნის ერ­თ­-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო ექ­შენ ფილ­მო­ბა­ზე აქვს პრე­ტენ­ზია და, ტრე­ი­ლე­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სრუ­ლი­ად დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად.
რა­ტომ უნ­და ვნა­ხო? – ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის არა­ფე­რი ისე არ უხ­დე­ბა, რო­გორც ძლი­ე­რი, ლა­რა კროფ­ტის­ნა­ი­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბის თა­მა­ში. ეს ქა­ლი არ და­ბა­დე­ბუ­ლა დრა­მა­ტუ­ლი რო­ლე­ბის­თ­ვის.

სხვა ბი­ჭე­ბი
6 აგ­ვის­ტო
ფილ­მის ტრე­ი­ლე­რი იმ­დე­ნად სა­სა­ცი­ლო­ა, უემო­ციო ადა­მი­ან­საც კი სი­ცი­ლის­გან გა­გუ­დავს. ორი უიღ­ბ­ლო ნი­უ­ი­ორ­კე­ლი დე­ტექ­ტი­ვის ის­ტო­რი­ა, რომ­ლებ­საც თა­ვის გა­მო­ჩე­ნის შან­სი ეძ­ლე­ვათ. რე­ჟი­სორ ადამ მა­კის (ლეგენდა რონ ბურ­გუნ­დი­ზე, ტა­ლა­დე­გას ღა­მე­ე­ბი) და სამ­სა­ხი­ო­ბო ან­სამ­ბ­ლის დი­დი იმე­დი უნ­და გვქონ­დეს.
რა­ტომ უნ­და ვნა­ხო? – უილ ფე­რე­ლი­სა და ადამ მა­კის ყვე­ლა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა სა­კულ­ტო კო­მე­დი­ის შექ­მ­ნით დას­რულ­და. ამ ხალხს მარკ უოლ­ბერ­გი, სე­მუ­ელ ელ ჯექ­სო­ნი და დუ­ენ როკ ჯონ­სო­ნი და­ე­მა­ტა და ეგა­ა... თუ სას­წა­უ­ლი არ მოხ­და, ზაფხუ­ლის სე­ზო­ნი სუ­პერ­კო­მე­დი­ით და­ი­ხუ­რე­ბა.



 

კომენტარები