თბი­ლი­სის თბი­ლი და ლა­მა­ზი ფო­ტო­ფეს­ტი­ვა­ლი

14-17 მა­­ისს ჩა­­ტარ­­­და თბი­­ლი­­სის ფო­­ტო­­ფეს­­­ტი­­ვა­­ლი, რომ­­­ლის სპონ­­­სო­­რი იყო თბი­­ლი­­სის მე­­რი­­ა, მხარ­­­დამ­­­ჭე­­რე­­ბი: კულ­­­ტუ­­რის სა­­მი­­ნის­­­ტ­­­რო, საფ­­­რან­­­გე­­თის სა­­ელ­­­ჩო, ევ­­­რო­­პის სახ­­­ლი, თბი­­ლი­­სის ფო­­ტოგ­­­რა­­ფი­­ის სახ­­­ლი, ყო­­ველ­­­კ­­­ვი­­რე­­უ­­ლი ჟურ­­­ნა­­ლი ტა­­ბუ­­ლა, სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლოს ავი­­ა­­ხა­­ზე­­ბი და სა­­ა­­გენ­­­ტო მაგ­­­ნუ­­მი.
სა­­ინ­­­ტე­­რე­­სო პროგ­­­რა­­მა აზერ­­­ბა­­ი­­ჯა­­ნე­­ლი ქა­­ლი ფო­­ტოგ­­­რა­­ფის რე­­ნა ეფენ­­­დის გა­­მო­­ფე­­ნით გა­­იხ­­­ს­­­ნა. ფეს­­­ტი­­ვა­­ლის ფარ­­­გ­­­ლებ­­­ში­­ვე, ფო­­ტო­­სა­­ა­­გენ­­­ტო მაგ­­­ნუმ­­­მა რე­­ნა ეფენ­­­დი სა­­უ­­კე­­თე­­სო ახალ­­­გაზ­­­რ­­­და კავ­­­კა­­სი­­ე­­ლი ფო­­ტოგ­­­რა­­ფის პრი­­ზით და­­ა­­ჯილ­­­დო­­ვა.
ფო­­ტო­­ფეს­­­ტი­­ვა­­ლის სამ­­­დღი­­ა­­ნი პროგ­­­რა­­მა გა­­მო­­ფე­­ნე­­ბის, დე­­ბა­­ტე­­ბი­­სა და ფილ­­­მე­­ბის ჩვე­­ნე­­ბის­­­გან შედ­­­გე­­ბო­­და. მი­­სი ყვე­­ლა­­ზე ლა­­მა­­ზი და სა­­ინ­­­ტე­­რე­­სო ნა­­წი­­ლი კი საფ­­­რან­­­გე­­თის სამ­­­ხ­­­რეთ­­­ში მდე­­ბა­­რე ქა­­ლაქ არ­­­ლის ცნო­­ბი­­ლი ფო­­ტო­­ფეს­­­ტი­­ვა­­ლის თბი­­ლი­­სუ­­რი ვა­­რი­­ან­­­ტი იყო. არ­­­ლის ფო­­ტო­­ფეს­­­ტი­­ვალს 40-წლიანი ის­­­ტო­­რია აქვს და ერ­­­თ­­­-ერ­­­თი უმ­­­ნიშ­­­ვ­­­ნე­­ლო­­ვა­­ნე­­სი მოვ­­­ლე­­ნაა რო­­გორც პრო­­ფე­­სი­­ო­­ნა­­ლი, ისე მოყ­­­ვა­­რუ­­ლი ფო­­ტოგ­­­რა­­ფე­­ბის­­­თ­­­ვის. ამ ფეს­­­ტი­­ვა­­ლის ფარ­­­გ­­­ლებ­­­ში იმარ­­­თე­­ბა პროგ­­­რა­­მა La Nuit de l’Anne’e, რო­­დე­­საც არ­­­ლი სა­­გა­­მო­­ფე­­ნო სივ­­­რ­­­ცედ იქ­­­ცე­­ვა და ეწყო­­ბა ღა­­მის ფო­­ტოჩ­­­ვე­­ნე­­ბე­­ბი.
ასე იყო თბი­­ლის­­­შიც. ქა­­ლა­­ქის ძვე­­ლი ნა­­წი­­ლი, აბა­­ნო­­თუ­­ბა­­ნი და სო­­ლო­­ლა­­კი ერთ დიდ ფო­­ტო­­კო­­ლა­­ჟად გა­­და­­იქ­­­ცა. 10 წერ­­­ტილ­­­ში და­­მონ­­­ტაჟ­­­და ეკ­­­რა­­ნე­­ბი, რომ­­­ლებ­­­ზეც ღა­­მის 10 სა­­ათ­­­ზე, მუ­­სი­­კის თან­­­ხ­­­ლე­­ბით, და­­იწყო ფო­­ტოჩ­­­ვე­­ნე­­ბე­­ბი და დი­­ლის 4 სა­­ა­­თამ­­­დე გაგ­­­რ­­­ძელ­­­და. თა­­ვად ჩვე­­ნე­­ბე­­ბი თე­­მა­­ტუ­­რად გან­­­ს­­­ხ­­­ვავ­­­დე­­ბო­­და და თი­­თო­­ე­­ულს სხვა­­დას­­­ხ­­­ვა სა­­ა­­გენ­­­ტო, ჟურ­­­ნა­­ლი თუ ორ­­­გა­­ნი­­ზა­­ცია წარ­­­მო­­ად­­­გენ­­­და. ფრან­­­გულ­­­მა ტე­­ლე­­არ­­­ხ­­­მა არ­­­ტემ გუ­­დი­­აშ­­­ვი­­ლის მო­­ე­­დან­­­ზე სა­­ხე­­ლო­­ვან ფო­­ტოგ­­­რაფ ნან გოლ­­­დინ­­­ზე დო­­კუ­­მენ­­­ტუ­­რი ფილ­­­მი აჩ­­­ვე­­ნა, ჟურ­­­ნალ­­­მა ვოგ­­­მა მო­­დის ფო­­ტოგ­­­რა­­ფი­­ის არაჩ­­­ვე­­უ­­ლებ­­­რი­­ვი მა­­გა­­ლი­­თე­­ბი ხან­­­ძ­­­თე­­ლის ქუ­­ჩა­­ზე შე­­მოგ­­­ვ­­­თა­­ვა­­ზა, სა­­ა­­გენ­­­ტო მაგ­­­ნუმ­­­მა კი ჭრელ აბა­­ნოს­­­თან გვიჩ­­­ვე­­ნა რო­­გორც პო­­ე­­ტუ­­რი, ისე მძაფ­­­რი დო­­კუ­­მენ­­­ტუ­­რი ფო­­ტო­­ე­­ბი. ქარ­­­თულ მხა­­რეს წარ­­­მო­­ად­­­გენ­­­დ­­­ნენ თბი­­ლი­­სის ფო­­ტოგ­­­რა­­ფი­­ის სახ­­­ლი, ჟურ­­­ნა­­ლე­­ბი ტა­­ბუ­­ლა, ლი­­ბე­­რა­­ლი და ფო­­ტო.
დი­­ლამ­­­დე არ წყდე­­ბო­­და სე­­ირ­­­ნო­­ბა, ძვე­­ლი ქა­­ლა­­ქი სავ­­­სე იყო ტუ­­რის­­­ტე­­ბით, ყველ­­­გან იგ­­­რ­­­ძ­­­ნო­­ბო­­და მე­­გობ­­­რუ­­ლი ატ­­­მოს­­­ფე­­რო და მხი­­ა­­რუ­­ლი გან­­­წყო­­ბა, ყვე­­ლა იღი­­მე­­ბო­­და და კარგ გუ­­ნე­­ბა­­ზე იყო. ღო­­ნის­­­ძი­­ე­­ბას ეს­­­წ­­­რე­­ბო­­და ბევ­­­რი უცხო­­ე­­ლი სტუ­­მა­­რი, რომ­­­ლებ­­­მაც ერ­­­თხ­­­მად აღ­­­ნიშ­­­ნეს, რომ თბი­­ლის­­­მა სა­­სი­­ა­­მოვ­­­ნოდ გა­­აკ­­­ვირ­­­ვა და ასეთ ეშ­­­ხი­­ან, თბილ და ლა­­მაზ ად­­­გილს არ ელოდ­­­ნენ...



 

კომენტარები