სამი კონცერტი და რელიგიური პაუზა

 15 მა­ისს გა­ი­მარ­თა ალ­ტერ­ვი­ჟე­ნის ოფენ ეარ ფეს­ტი­ვა­ლი. სა­მი სცე­ნა, რვა შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი, ორი ფო­ტო­გა­მო­ფე­ნა და პატ­რი­არ­ქი.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბო­ლო დროს ლო­კა­ლუ­რი მას­შ­ტა­ბის ფეს­ტი­ვა­ლე­ბი შე­სამ­ჩ­ნე­ვად მომ­რავ­ლ­და, თუმ­ცა, ერ­თ­დ­რო­უ­ლად სამ სცე­ნა­ზე გა­მარ­თუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი მა­ინც ახა­ლი ხი­ლი იყო. სამ­წუ­ხა­როდ, კი­დევ ერ­თხელ დამ­ტ­კიც­და, რომ რა­ო­დე­ნო­ბა ხა­რისხს არ ნიშ­ნავს.
პირ­ველ რიგ­ში, დარ­ღ­ვე­უ­ლი იყო ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი, დრო­ით გა­მოც­დი­ლი სტრუქ­ტუ­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვით არის ერ­თი მთა­ვა­რი სცე­ნა და მე­ო­რა­დი სცე­ნე­ბი, შემ­ს­რუ­ლებ­ლე­ბი იყო­ფი­ან ე.წ. ჰედ­ლა­ი­ნე­რე­ბად, ვორმ აპ გა­მომ­ს­ვ­ლე­ლე­ბად, ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში არის მე­სა­მე კა­ტე­გო­რი­აც - ახალ­ბე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­ო­რად სცე­ნებს ით­ვი­სე­ბენ. შა­ბათს სა­მი­ვე სცე­ნა მთა­ვა­რი იყო და სა­მი­ვე­გან ყვე­ლა გა­მომ­ს­ვ­ლე­ლი ჰედ­ლა­ი­ნე­რი იყო. ამას ემა­ტე­ბო­და ჟან­რობ­რი­ვი სიჭ­რე­ლე. ერ­თ­მა­ნეთ­ში აზე­ლი­ლი პან­კი, მე­ტა­ლი, ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, თრიფ­ჰო­პი და ელექ­ტ­რო­ნი­კა შანსს არ ტო­ვებ­და სა­თა­ნა­დო გან­წყო­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად. ამ მხრივ შე­და­რე­ბით ლო­გი­კუ­რი იყო აბა­ნო­თუბ­ნის სცე­ნა, რო­მელ­ზეც Me and My Monkey და The Forest გა­მო­დი­ოდ­ნენ. მა­თი მუ­სი­კა ისე არ ქმნი­და კონ­ტ­რასტს, რო­გორც შარ­დენ­ზე გა­მომ­ს­ვ­ლე­ლი The Georgian და Kate and Me-ს მუ­სი­კა. თუ პირ­ვე­ლე­ბი ენერ­გი­უ­ლი (პოსტ) პან­კით შე­ე­ცად­ნენ მსმე­ნელ­-­მა­ყუ­რებ­ლის გა­მო­ცოცხ­ლე­ბას, მე­ო­რე ჯგუ­ფის მოთ­რიფ­ჰო­ფო, შე­და­რე­ბით ნე­ლი მუ­სი­კა უსი­ა­მოვ­ნოდ მოხ­ვ­და ყურს. სხვა­თა შო­რის, აპა­რა­ტუ­რა კარგ ხმას გა­მოს­ცემ­და, კომ­პო­ზი­ცი­ებს შო­რის ტექ­ნი­კუ­რი შე­ფერ­ხე­ბე­ბი მი­ნი­მა­ლუ­რი იყო, თუმ­ცა, მთა­ვა­რი შე­ფერ­ხე­ბა ჯერ წინ იყო, ოღონდ არა­ტექ­ნი­კუ­რი.
ფეს­ტი­ვა­ლის დე­ვი­ზი - მუ­სი­კა ათა­ვი­სუფ­ლებს - ზუს­ტად ერთ სა­ათ­ში და­იმ­ს­ხ­ვ­რა. მსმე­ნე­ლი ვერ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა ვერც პან­კ­მა, ვერც თრიფ­ჰოფ­მა და ვერც ფუ­ჟენ­მა. გან­სა­კუთ­რე­ბით პა­რა­დოქ­სუ­ლი იყო პანკ რო­კის ფონ­ზე გა­შე­შე­ბუ­ლი მსმე­ნე­ლი. პლა­ნე­ტა­რუ­ლი სევ­დით შეპყ­რო­ბი­ლი გო­თე­ბის უემო­ცი­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­სა­გე­ბი იყოს, სა­მა­გი­ე­როდ სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია „მოპანკო” ნა­წი­ლის ინერ­ტუ­ლო­ბა. მსმე­ნე­ლი ვერც მა­შინ გა­მოფხიზ­ლ­და, რო­ცა სცე­ნა­ზე ასუ­ლი Kate and Me მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ა­დუ­მეს. რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა გან­მარ­ტა, სი­ონ­ში პატ­რი­არ­ქი მი­ვი­და და დაკ­ვ­რა დრო­ე­ბით უნ­და შე­ეწყ­ვი­ტათ.
აბა­ნო­თუ­ბან­ში პატ­რი­არ­ქი არ მი­სუ­ლა, სა­მა­გი­ე­როდ მი­ვი­და გი­გი უგუ­ლა­ვა. მის მის­ვ­ლამ­დე Me and My Monkey-მ შეძ­ლო მსმე­ნე­ლი აეცეკ­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ მე­რის მის­ვ­ლის­თა­ნა­ვე უმე­ტე­სო­ბამ ცეკ­ვა შეწყ­ვი­ტა და ქა­ლა­ქის თა­ვი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი უხუ­ცე­სე­ბის ნარ­დის თა­მაშ­ზე გა­და­ერ­თო.
მთლი­ა­ნო­ბა­ში ფეს­ტი­ვა­ლი შედ­გა, მაგ­რამ იდეა - მუ­სი­კა, რო­გორც თა­ვი­სუფ­ლე­ბა - ჩა­ვარ­და. მი­ზე­ზი ალ­ბათ თა­ნაბ­რად არის მსმე­ნელ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­ში, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად კი - შემ­ს­რუ­ლებ­ლებ­ში. მათ მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თეს.

კომენტარები