ჩოგბურთის მეფეები

ძალიან რთულია სპორტის ინდივიდუალურ სახეობაში დეკადის, ოცწლეულის, ყველა დროის საუკეთესოს დასახელება. ამერიკელებმა ეს მაინც გააკეთეს და ამჯერად ყველა დროის 10 საუკეთესო მამაკაც ჩოგბურთელს წარმოგიდგენთ.

10. ჯონ მაკინროი, ბორის ბეკერი, მატს ვილანდერი, სტეფან ედბერგი - ძნელია პირველ ათეულს მიღმა დატოვო ამ ოთხი მოთამაშიდან რომელიმე, რის გამოც მეათე ადგილზე ერთბაშად ოთხი ლეგენდარული პერსონა გავიდა.
თითქმის ერთნაირია მათი მაჩვენებელი დიდი სლემის ტურნირების ფინალებში - ბეკერი - 6 მოგება, 4 წაგება, ედბერგი 6:5, მაკინროი 7:4, ვილანდერი 7:4. ამ ოთხეულიდან მხოლოდ ვილანდერმა მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა და ვერ გავიდა უიმბლდონის ფინალში. ბორისი უიმბლდონზე შვიდჯერ ფინალისტი იყო და სამჯერ ჩემპიონი. მაკინროიმ 1979-84 წლებში ოთხჯერ მოიგო ამერიკული სლემი, ედბერგი კი ბადესთან თამაშში ყველა დროის საუკეთესოა.

9. ჯიმი კონორსი - ამერიკელმა ცაციამ დიდი სლემის 8 ტურნირი მოიგო, ბოლოს კი, 1983 წელს, მეიჯორზე საუკეთესო გახდა. 39 წლის კონორსმა გააკეთა ის, რაც დღემდე რეკორდად რჩება - ჯიმი საპენსიო ასაკში გავიდა ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში, სადაც ჯიმ კურიესთან დამარცხდა. კონორსს ამერიკის ღია პირველობა სამივე საფარზე (თიხნარი, ბალახი, ჰარდი) აქვს მოგებული.
8. ბილ ტილდენი - ტილდენი 1997-ში 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1920-30 წლებში მან დიდი სლემის 10 ტურნირი მოიგო. 24 წლის რომ შესრულდა, მოიწვია ბრიფინგი, რომელზეც აღიარა, რომ გეი იყო. ყოველი თამაშის წინ ეწეოდა სიგარას, მწვრთნელად ჰომოსექსუალისტი რეჯი მანი აიყვანა და ბოლო მატჩი საცვლისამარამ ჩაატარა.

7. ანდრე აგასი - ჩოგბურთის ისტორიაში მასზე სტაბილურად მიღებაზე ვერავინ თამაშობდა. აგასი შედის იმ ხუთ მოთამაშეში, ვისაც დიდი სლემის ყველა ტურნირი აქვს მოგებული. სტატისტიკა ფინალებში - 8:7. რამდენიმე თვის წინ აღიარა, რომ დოპინგის აქტიური მომხმარებელი იყო.

6. ბიორნ ბორგი - 26 წლის შვედმა დაკარგა ჩოგბურთისადმი ინტერესი. იმ დროისთვის მას დიდი სლემის 11 (!) ტურნირი ჰქონდა მოგებული. როლან გაროსის ექვსგზის და უიმბლდონის ხუთგზის ჩემპიონი.

5. ივან ლენდლი - ალბათ, ყველაზე დაუფასებელი პირველი ჩოგანი. ლენდლმა ვერ მოიგო უიმბლდონი, სადაც ორი ფინალი (ბეკერთან და პატ კეშთან) დათმო, მაგრამ ზედიზედ 270 კვირის განმავლობაში იყო პირველი და კარიერა 8 მეიჯორის მოგებით დაასრულა. ზედიზედ რვაჯერ (1982-89) ამერიკის ღია პირველობის ფინალში გავიდა. ერთეულებში 94 ტურნირი მოიგო.

4. როი ემერსონი - დიდი სლემის ტურნირების 12-გზის ჩემპიონი ერთეულებში და 16-გზის - წყვილებში. ერთადერთი, ვისაც დიდი სლემის ყველა ტურნირი აქვს მოგებული ერთეულებში და წყვილებში.

3. როდ ლეივერი - ერთადერთია, ვისაც კაცებში დიდი სლემი (ერთ სეზონში ოთხივე მეიჯორი) აქვს მოგებული. როდმა ეს ორჯერ - 1962 და 1969 წლებში შეძლო. კარიერა 11 მოგებული მეიჯორით დაასრულა.

2. პიტ სამპრასი - დიდი სლემის ტურნირების 14-გზის ჩემპიონი, უიმბლდონის 7-გზის ჩემპიონი, ყველა დროის ყველაზე ანტიპათიური პირველი ჩოგანი და ამ სიაში ყველაზე მდიდარი სუბიექტი.

1. როჯერ ფედერერი - 16 მეიჯორი და წინ, სულ მცირე, ორი სეზონი, როდესაც როჯერს დიდი სლემის რომელიმე ტურნირის მოგება შეეძლება. კარიერა ჯერ არ დაუსრულებია და უკვე ყველა დროის უდიდესი მამაკაცი ჩოგბურთელია.

კომენტარები