ერ­თი სუ­ბუ­ტექ­სი ცხრა ძმამ გა­ი­ყო.

 მი­­ნი­­მუმ, ერთ ნარ­­­კო­­მანს ყვე­­ლა ვიც­­­ნობთ. შე­­იძ­­­ლე­­ბა ახ­­­ლო­­ბე­­ლიც კი იყოს იგი ჩვე­­ნი, ნა­­თე­­სა­­ვი, მე­­ზო­­ბე­­ლი, ოჯა­­ხის წევ­­­რი და ა.შ. კერ­­­ძოდ, წა­­მალ­­­და­­მო­­კი­­დე­­ბუ­­ლებს ვგუ­­ლის­­­ხობ და არა უწყი­­ნარ ქე­­შებს ან სა­­ძა­­გე­­ლი ვინ­­­ტის თუ ჯე­­ფის მომ­­­ხ­­­მა­­რებ­­­ლებს. ისე, ვინ იცის, შე­­იძ­­­ლე­­ბა ჩვენც ნარ­­­კო­­მა­­ნე­­ბი ვართ? ლა­­ტენ­­­ტუ­­რი მა­­ინც.
რაც შე­­მე­­ხე­­ბა მე, მი­­ზეზ­­­თა სხვა­­თა და სხვა­­თა გა­­მო, სხვა­­ზე ოდ­­­ნავ უკეთ ვიც­­­ნობ ნარ­­­კო­­მან­­­თა ცხოვ­­­რე­­ბის სტილს, სურ­­­ვი­­ლებს, ოც­­­ნე­­ბებს, შე­­საძ­­­ლებ­­­ლო­­ბებს, მუ­­ღა­­მებ­­­საც კი. იყ­­­ვ­­­ნენ თბი­­ლის­­­ში ნარ­­­კო­­მა­­ნე­­ბი, რომ­­­ლებ­­­ზეც მთელი ლე­­გენ­­­დე­­ბი და­­დი­­ო­­და. ქა­­ლა­­ქის თით­­­ქ­­­მის ყვე­­ლა უბანს ჰყავ­­­და თი­­თო კო­­ლო­­რი­­ტუ­­ლი ნარ­­­კო­­მა­­ნი მა­­ინც, რომ­­­ლის სა­­ხე­­ლი ანეკ­­­დო­­ტებ­­­ში და კუ­­რი­­ო­­ზულ ის­­­ტო­­რი­­ებ­­­ში ხვდე­­ბო­­და. აქ­­­ვე ვიტყ­­­ვი, რომ არც ნარ­­­კო­­მან­­­თა რო­­მან­­­ტი­­ზე­­ბას ვა­­პი­­რებ და არც მათ ად­­­ვო­­კა­­ტო­­ბას. სულ სხვა რამ მინ­­­და მო­­გითხ­­­როთ.
 მე მი­­ნა­­ხავს, რო­­გორ ხარ­­­შა­­ვენ (ზოგ შემ­­­თხ­­­ვე­­ვა­­ში „ხსნიან”) ნარ­­­კო­­მა­­ნე­­ბი ნარ­­­კო­­ტიკს. თვი­­თონ პრო­­ცესს აქ არ აღ­­­ვ­­­წერ. მით უფ­­­რო, რომ მო­­სა­­ყო­­ლად და სა­­ნა­­ხა­­ვად დი­­დი არა­­ფე­­რი­­ა. მხო­­ლოდ გეტყ­­­ვით, რომ ამ პრო­­ცე­­სის ყო­­ვე­­ლი მო­­ნა­­წი­­ლე იდე­­ა­­ლუ­­რი დამ­­­კ­­­ვირ­­­ვე­­ბე­­ლი­­ა. თი­­თო­­ე­­უ­­ლი მათ­­­გა­­ნი ისე გა­­ფა­­ცი­­ცე­­ბით აკ­­­ვირ­­­დე­­ბა მე­­ო­­რის ყო­­ველ მი­­მოხ­­­ვ­­­რას და ხე­­ლის მოძ­­­რა­­ო­­ბას, ეს მე­­ო­­რე ჯა­­დო­­ქა­­რიც რომ იყოს, პირ­­­ველს ვე­­რა­­ფერს გა­­მო­­ა­­პა­­რებს. არა­­და, ნარ­­­კო­­ტი­­კის ხარ­­­შ­­­ვის (გახსნის) პრო­­ცე­­სი ესაა ქრო­­ნო­­ტო­­პო­­სი - დრო და სივ­­­რ­­­ცე, სა­­დაც პრო­­ფე­­სი­­ო­­ნა­­ლი ცხვირ­­­წინ ისე აუორ­­­თ­­­ქ­­­ლებს არიფს მთელ წა­­მალს (ფაქტს), თით­­­ქოს არც ყო­­ფი­­ლა. ფა­­ფუ. ამა­­ზეა ნათ­­­ქ­­­ვა­­მი, წყა­­რო­­ზე წა­­იყ­­­ვა­­ნეს და მწყურ­­­ვა­­ლი და­­ტო­­ვე­­სო.
 არი­­ან საქ­­­მის ისე­­თი ვირ­­­ტუ­­ო­­ზე­­ბი, ვი­­საც ამ დარ­­­გის პრო­­ფე­­სო­­რე­­ბის­­­თ­­­ვი­­საც კი თვალ­­­წინ აუც­­­ლი­­ათ ასაც­­­ლე­­ლი. ხან სა­­კუ­­თარ ფრჩხილ­­­ში შე­­უ­­მა­­ლავთ, ხან ცხვი­­რის ნეს­­­ტო­­ში, ხან ყუ­­რის ნი­­ჟა­­რა­­ში... ერ­­­თ­­­მა, ზუს­­­ტად ვი­­ცი, სა­­კუ­­თარ თვალ­­­შიც კი და­­მა­­ლა! მარ­­­თა­­ლი­­ა, იმ ტიპს ერ­­­თი თვა­­ლი შუ­­შის ჰქონ­­­და და სწო­­რედ იმ შუ­­შის თვა­­ლის უკან შე­­მა­­ლა შე­­სა­­მა­­ლი, მაგ­­­რამ ეს არაა მთა­­ვა­­რი. ასეთ დროს მთა­­ვა­­რი­­ა, ხე­­ლის სწრა­­ფი მოძ­­­რა­­ო­­ბა და არა­­ვი­­თა­­რი ჯა­­დოქ­­­რო­­ბა. აი, ესაა უმაღ­­­ლე­­სი ლი­­გა - რო­­ცა ყვე­­ლამ იცის, რომ მა­­მა­­ძაღ­­­ლობ, მაგ­­­რამ ფაქ­­­ტ­­­ზე ვერ გი­­ჭე­­რენ. ფო­­კუ­­სის კე­­თე­­ბი­­სას მე­­ფო­­კუ­­სე­­საც ხომ სრუ­­ლი­­ად უშე­­დე­­გოდ აკ­­­ვირ­­­დე­­ბა პუბ­­­ლი­­კა ხე­­ლებ­­­ში. მაგ­­­რამ მე აქ საქ­­­მის არ­­­ს­­­ზე გიყ­­­ვე­­ბით, ნარ­­­კო­­ტი­­კის „მოტეხვის” რე­­ცეპტს კი არ გთა­­ვა­­ზობთ. თუმ­­­ცა, არც ის უნ­­­და დაგ­­­ვა­­ვიწყ­­­დეს, რომ, რა­­საც მო­­ტე­­ხავ, შე­­ნი­­ა, რაც არა - და­­კარ­­­გუ­­ლი­­ა.
 ყო­­ვე­­ლი არ­­­ჩევ­­­ნე­­ბის შემ­­­დეგ სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლო­­ში იმარ­­­თე­­ბა სა­­გან­­­გე­­ბო ბრი­­ფინ­­­გე­­ბი, ის­­­მის პი­­კე­­ტი­­რე­­ბის, გა­­ფიც­­­ვის, და­­უ­­მორ­­­ჩი­­ლებ­­­ლო­­ბის მო­­წო­­დე­­ბე­­ბი, იწე­­რე­­ბა მამ­­­ხი­­ლე­­ბე­­ლი სტა­­ტი­­ე­­ბი... ერ­­­თხელ და სა­­მუ­­და­­მოდ რომ მორ­­­ჩეს ეს გა­­უ­­გებ­­­რო­­ბა, შე­­მო­­მაქვს წი­­ნა­­და­­დე­­ბა, არ­­­ჩევ­­­ნებ­­­ზე დამ­­­კ­­­ვირ­­­ვებ­­­ლე­­ბად ჩვე­­ნი თა­­ნა­­მე­­მა­­მუ­­ლე ნარ­­­კო­­მა­­ნე­­ბი მო­­ვიწ­­­ვი­­ოთ. არა მგო­­ნი­­ა, მცი­­რე­­დი ანაზღა­­უ­­რე­­ბის სა­­ნაც­­­ვ­­­ლოდ და ძმურ ამ­­­ბავ­­­ში უარი თქვან. მით უფ­­­რო, რომ საქ­­­მე ქვეყ­­­ნის პრეს­­­ტიჟს ეხე­­ბა. ოღონდ იმ პი­­რო­­ბით, რომ 20.00 სა­­ა­­თამ­­­დე დო­­ზას არ მი­­ი­­ღე­­ბენ. რო­­გორ ფიქ­­­რობთ, შე­­ა­­პა­­რებს მათ ვინ­­­მე ზედ­­­მეტ ბი­­უ­­ლე­­ტენს, მკვდარ სულს ან სხვის დო­­კუ­­მენტს? ეს ხომ სრუ­­ლი­­ად გა­­მო­­რიცხუ­­ლი­­ა! თან რო­­მე­­ლი სათ­­­ვალ­­­თ­­­ვა­­ლო კა­­მე­­რა, სკა­­ნე­­რი და რენ­­­ტ­­­გე­­ნი შე­­ედ­­­რე­­ბა მათ. ნარ­­­კო­­მა­­ნი თვა­­ლით თუ ვერ და­­ი­­ნა­­ხავს, ბო­­ლოს და ბო­­ლოს, ყნოს­­­ვით მი­­აგ­­­ნებს მი­­საგ­­­ნებს. და თუ ვინ­­­მე და­­მიმ­­­ტ­­­კი­­ცებს, რომ რო­­მე­­ლი­­ღაც ლიტ­­­ველს, ფი­­ნელს ან და­­ნი­­ელს უკეთ შე­­უძ­­­ლია დაკ­­­ვირ­­­ვე­­ბა, ვიდ­­­რე ქარ­­­თ­­­ველ ნარ­­­კო­­მანს, მა­­შინ ბო­­დიშს მო­­ვიხ­­­დი და ჩემ სიტყ­­­ვებს უკან წა­­ვი­­ღებ. არა­­და, გვყავს კად­­­რე­­ბი. კად­­­რე­­ბი კი ყვე­­ლა­­ფერს წყვე­­ტენ.

კომენტარები