ავგალემონო ანუ ჩიხირთმა ბერძნულად

 მასალა:
4 ულუფა
250 გრ. ბრინჯი
1 ლ. ქათმის ბულიონი
2 დიდი კვერცხის გული
120 გრ. ლიმონის წვენი
300 გრ. ქათმის ფარში
100 გრ. თეთრი ხახვი
3 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი პიტნა
3 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი კამა
1 ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა
ფქვილი
 ჯამში: 15 ლარი


მომზადების წესი:
მოხარშეთ ბრინჯი
სუპისთვის:
წა­მო­ა­დუ­ღეთ ქათ­მის ბუ­ლი­ო­ნი. და­აბ­ლენ­დე­რეთ 120 გრ. ბრინ­ჯი და ბუ­ლი­ო­ნის მე­ოთხე­დი. და­უ­მა­ტეთ ორი კვერ­ცხის გუ­ლი და ლი­მო­ნის წვე­ნი. მი­ღე­ბუ­ლი მა­სა ჩა­ა­მა­ტეთ და­ნარ­ჩენ ცხელ ბუ­ლი­ონ­ში და დად­გით და­ბალ ცეცხ­ლ­ზე (დიდხანს არ ადუ­ღოთ, რომ კვერ­ცხი არ აიჭ­რას). დარ­ჩე­ნი­ლი ბრინ­ჯი და ნა­ხე­ვა­რი ჩა­ის კოვ­ზი ლი­მო­ნის ცედ­რა შე­უ­რი­ეთ სუპს. მო­ა­ყა­რეთ მა­რი­ლი და შე­რე­უ­ლი ხმე­ლი წი­წა­კა გე­მოვ­ნე­ბით.

ქათ­მის ბურ­თუ­ლე­ბის­თ­ვის:
ქათ­მის ფარშს შე­უ­რი­ეთ წვრი­ლად დაჭ­რი­ლი ხახ­ვი, 1 ჩა­ის კოვ­ზი პიტ­ნა, 2 ჩა­ის კოვ­ზი კა­მა, ნა­ხე­ვა­რი ჩა­ის კოვ­ზი ლი­მო­ნის ცედ­რა და მი­ე­ცით პა­ტა­რა ბურ­თუ­ლე­ბის ფორ­მა. მო­ა­ყა­რეთ ფქვი­ლი და ჩა­ყა­რეთ მდუ­ღა­რე მა­რი­ლი­ან წყალ­ში. ადუ­ღეთ 8-10 წუ­თი, სა­ნამ ბურ­თუ­ლე­ბი არ მო­ი­ხარ­შე­ბა.

გა­ა­ნა­წი­ლეთ მო­ხარ­შუ­ლი ქათ­მის ბურ­თუ­ლე­ბი ოთხ თეფ­შ­ზე, და­ას­ხით ცხე­ლი სუ­პი და მო­ა­ყა­რეთ წვრი­ლად დაჭ­რი­ლი კა­მა და პიტ­ნა.

ქათ­მის ბურ­თუ­ლე­ბი შე­გიძ­ლი­ათ შეც­ვა­ლოთ მო­ხარ­შუ­ლი ქათ­მის ნაჭ­რე­ბით. მო­ხარ­შუ­ლი ქათ­მის ხორ­ცი გა­ნა­ცალ­კე­ვეთ ძვლე­ბის­გან, ხორ­ცი და­ძენ­ძეთ და ერ­თი სა­ა­თის მან­ძილ­ზე ჩა­დეთ მა­რი­ნად­ში: 1 ლი­მო­ნის წვე­ნი, 1 ჩა­ის კოვ­ზი პიტ­ნა, 1 ჩა­ის კოვ­ზი კა­მა, მა­რი­ლი და შე­რე­უ­ლი ხმე­ლი წი­წა­კა გე­მოვ­ნე­ბით.

მა­­­­სა­­­­ლა შე­­­­გიძ­­­­­­­ლი­­­ათ შე­­­ი­­­­ძი­­­­ნოთ
სუ­­­­პერ­­­­­­­მარ­­­­­­­კეტ­­­­ებ­­­ში: პო­­­­პუ­­­­ლი (ვე­­კუ­­ას ქ. 3 ტელ. 24 46 35),
ჯორ­­­­­­­ჯი­­­­ტა (წერეთლის ქ. 116 ტელ. 35 71 73) ,
გუდ­­­­­­­ვი­­­­ლი (ჭავჭავაძის გამ­­­­­­­ზი­­­­რი 34 ტელ. 24 33 02 / 03)


კომენტარები