2012

რაც თა­ვი მახ­სოვს, სულ არის ლა­პა­რა­კი სამ­ყა­როს და­სას­რულ­ზე. მუდ­მი­ვად ჩნდე­ბა „სენსაციური” ცნო­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლი გლო­ბა­ლუ­რი კა­ტას­ტ­რო­ფის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც ბო­ლო უნ­და მო­უ­ღოს დე­და­მი­წა­ზე სი­ცოცხ­ლეს. 1980-იანი წლე­ბის და­საწყის­ში ვრცელ­დე­ბო­და ცნო­ბა ე.წ. „პლანეტების პა­რა­დის” შე­სა­ხებ. 1982 წელს პლა­ნე­ტე­ბი უნ­და გან­ლა­გე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ ერთ ხაზ­ზე, რა­საც უნ­და გა­მო­ეწ­ვია გლო­ბა­ლუ­რი კა­ტაკ­ლიზ­მი დე­და­მი­წა­ზე. ხალ­ხი სე­რი­ო­ზუ­ლად იყო შეშ­ფო­თე­ბუ­ლი. მე მა­შინ სკო­ლას ვამ­თავ­რებ­დი და ვფიქ­რობ­დი, ღირ­და თუ არა გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მზა­დე­ბა. თუმ­ცა, პლა­ნე­ტებ­მა მწყობ­რად ჩა­უ­ა­რეს მზეს ისე, რომ ჩვენ არა­ფე­რი გვიგ­რ­ძ­ვ­ნი­ა. აჟი­ო­ტა­ჟი უცებ ჩაცხ­რა და ეს არ­შემ­დ­გა­რი კა­ტას­ტ­რო­ფა ყვე­ლამ მა­ლე და­ი­ვიწყა. გახ­სოვთ, ალ­ბათ, 2000 წლის მო­ლო­დი­ნი, რო­დე­საც უნ­და დამ­დ­გა­რი­ყო ქვეყ­ნი­ე­რე­ბის აღ­სას­რუ­ლი. მას მე­რე ათი წე­ლი გა­ვი­და და, რო­გორც ვხე­დავთ, ადა­მი­ან­თა მოდ­გ­მა არა მარ­ტო ცოცხ­ლობს, არა­მედ სწრა­ფა­დაც მრავ­ლ­დე­ბა.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ წა­მო­ვი­და აპო­კა­ლიფ­სუ­რი წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბის ახა­ლი ტალ­ღა. და­იწყო იმით, რომ 2003 წლის მა­ის­ში დე­და­მი­წას უნ­და დას­ჯა­ხე­ბო­და ჰი­პო­ტე­ტუ­რი პლა­ნე­ტა ნი­ბი­რუ, რო­მე­ლიც თით­ქოს შუ­მე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს 4 ათა­სი წლის წინ. პროგ­ნო­ზი არ გა­მარ­თ­ლ­და: არც ნი­ბი­რუ გა­მოჩ­ნ­და და არც არა­ფე­რი დაგ­ვ­ჯა­ხე­ბი­ა. არ­მა­გე­დო­ნის თა­რიღ­მა გა­და­ი­წია 2012 წლის­თ­ვის. აღ­მოჩ­ნ­და, რომ 2012 წლის 21 დე­კემ­ბერს სრულ­დე­ბა მა­ი­ას ტო­მის ინ­დი­ელ­თა კა­ლენ­დ­რის ერ­თ­-ერ­თი ციკ­ლი, რი­თაც თით­ქოს ძვე­ლი მა­ი­ე­ლე­ბი ქვეყ­ნი­ე­რე­ბის და­სას­რულ­ზე მი­უ­თი­თებ­დ­ნენ. „კატასტროფის თე­ო­რი­ის” შემ­ქ­მ­ნე­ლებ­მაც ის გა­მო­აცხა­დეს ნი­ბი­რუს­თან შე­ჯა­ხე­ბის თა­რი­ღად. ამას და­ე­მა­ტა კი­დევ მთე­ლი რი­გი მოვ­ლე­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც სა­ბე­დის­წე­რო უნ­და აღ­მოჩ­ნ­დეს ჩვენ­თ­ვის: დე­და­მი­წა და მზე გა­უს­წორ­დე­ბა გა­ლაქ­ტი­კის ცენტრს, მზის აქ­ტი­ვო­ბა უკი­დუ­რე­სად გაძ­ლი­ერ­დე­ბა და უეც­რად შე­იც­ვ­ლე­ბა დე­და­მი­წის მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლის პო­ლა­რო­ბა.

ამ „წინასწარმეტყველებას” უამ­რა­ვი გვერ­დი ეძღ­ვ­ნე­ბა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში. მე­ტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თ­ვის გაჩ­ნ­და ყალ­ბი ცნო­ბე­ბი და მთე­ლი სა­ი­ტე­ბიც კი, სა­დაც თით­ქოს NASA-ც ადას­ტუ­რებს აპო­კა­ლიფ­სურ პროგ­ნო­ზებს (რაც, რა თქმა უნ­და, სი­მარ­თ­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა). გა­მო­ი­ცა უამ­რა­ვი წიგ­ნი ამ თე­მა­ზე (მარტო amazon.com-ში ორა­სამ­დე­ა). ჰო­ლი­ვუდ­მა გა­და­ი­ღო 200 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ფილ­მი-­კა­ტას­ტ­რო­ფა „2012”. კი­დევ ორი ფილ­მის გა­და­ღე­ბაა და­გეგ­მი­ლი ამ თე­მა­ზე. ყვე­ლა­ფერ ამას ემა­ტე­ბა შეთ­ქ­მუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს NASA და აშშ-ს მთავ­რო­ბა მა­ლა­ვენ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რა­თა არ გა­მო­იწ­ვი­ონ პა­ნი­კა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, ამა­ვე დროს რჩე­ულ­თათ­ვის ეძე­ბენ გა­დარ­ჩე­ნის გზებს.

რამ­დე­ნად და­სა­ჯე­რე­ბე­ლია ყო­ვე­ლი­ვე ეს? პირ­და­პირ მო­გახ­სე­ნებთ: სა­ერ­თოდ არ არის და­სა­ჯე­რე­ბე­ლი. ახ­ლა კი უფ­რო დაწ­ვ­რი­ლე­ბით თი­თო­ე­ულ მათ­გან­ზე.

პირ­ველ ყოვ­ლი­სა, არა­ვი­თა­რი პლა­ნე­ტა ნი­ბი­რუ არ არ­სე­ბობს. ტყუ­ი­ლია ისიც, თით­ქოს ის შუ­მე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს - ეს არის ძვე­ლი წყა­რო­ე­ბის მე­ტის­მე­ტად თა­ვი­სუ­ფა­ლი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ა, რო­მე­ლიც არა­ვი­თარ მეც­ნი­ე­რულ მო­საზ­რე­ბას არ ეყ­რ­დ­ნო­ბა. თა­ნაც, გა­უ­გე­ბა­რი­ა, რო­გორ უნ­და და­ე­ნა­ხათ შუ­მე­რებს შე­უ­ი­ა­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლით ის, რაც ტე­ლეს­კო­პი­თაც არ ჩანს. უამ­რა­ვი ფო­ტო და ვი­დე­ო, რო­მე­ლიც ვი­თომ ნი­ბი­რუს ასა­ხავს, არის ან ოპ­ტი­კუ­რი ილუ­ზი­ა, ან დე­ფექ­ტი, ან ფალ­სი­ფი­კა­ცი­ა.

არც რა­ი­მე ას­ტე­რო­ი­დი გვე­მუქ­რე­ბა. NASA-ს სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით ხდე­ბა მცი­რე სხე­უ­ლე­ბის პატ­რუ­ლი­რე­ბა და, მი­სი მო­ნა­ცე­მე­ბით, მათ­თან და­ჯა­ხე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის.

არც მა­ი­ას ტო­მის კა­ლენ­და­რი მთავ­რ­დე­ბა 2012 წელს, რო­გორც ირ­წ­მუ­ნე­ბი­ან ზო­გი­ერ­თი ფსევ­დო­მეც­ნი­ე­რე­ბი, მის შემ­დ­გენ­ლებს კი სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვ­ლოდ მი­ე­წე­რე­ბა სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლის წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბა - ესეც არის, რო­გორც ინ­გ­ლი­სუ­რად იტყ­ვი­ან, wishful thinking, ანუ სა­სურ­ვე­ლის სი­ნამ­დ­ვი­ლედ გა­მოცხა­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­ლაქ­ტი­კის ცენ­ტ­რ­თან მზი­სა და დე­და­მი­წის ერთ ხაზ­ზე გან­ლა­გე­ბას, ყო­ვე­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში მზე იმ­ყო­ფე­ბა მშვილ­დოს­ნის თა­ნა­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვედ­ში, რო­მელ­შიც ასე­ვე მდე­ბა­რე­ობს ჩვე­ნი გა­ლაქ­ტი­კის - ირ­მის ნახ­ტო­მის - ცენ­ტ­რი. ასე რომ, ეს „ერთ ხაზ­ზე გან­ლა­გე­ბა” ხდე­ბა ყო­ველ წე­ლი­წადს და ამას არ მოჰ­ყ­ვე­ბა არა­ვი­თა­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნა. თა­ნაც, გა­ლაქ­ტი­კის ცენ­ტ­რი საკ­მა­ოდ გავ­რ­ცო­ბი­ლი ობი­ექ­ტი­ა, ის არა მარ­ტო მშვილ­დოს­ნის, არა­მედ მის მე­ზო­ბელ გვე­ლის­მ­ჭე­რი­სა და ღრი­ან­კა­ლის თა­ნა­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­დებ­შიც იმ­ყო­ფე­ბა.

მეც­ნი­ე­რე­ბი მარ­თ­ლაც პროგ­ნო­ზი­რე­ბენ მზის აქ­ტი­ვო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას 2012 წლის­თ­ვის, რომ­ლის დრო­საც მო­სა­ლოდ­ნე­ლია ძლი­ე­რი ამოფ­რ­ქ­ვე­ვე­ბი მზე­ზე, მაგ­რამ ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი 11-წლიანი ციკ­ლის ნა­წი­ლი და არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ამა­ში არ არის. გარ­და ამი­სა, მზის ამოფ­რ­ქ­ვე­ვე­ბი სი­ცოცხ­ლის­თ­ვის სა­ში­ში არ არის, რად­გან მა­თი ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან გვი­ცავს დე­და­მი­წის მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლი. ამ ვე­ლის პო­ლა­რო­ბის ცვლი­ლე­ბაც, რო­მე­ლიც ხდე­ბა ყო­ველ 400 ათას წე­ლი­წადში ერთხელ, უახ­ლო­ეს ათას­წ­ლე­ულ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის.

იმის მტკი­ცე­ბა, რომ NASA მა­ლავს ინ­ფორ­მა­ცი­ას ნი­ბი­რუს შე­სა­ხებ, არა­სე­რი­ო­ზუ­ლი­ა. დაკ­ვირ­ვე­ბი­თი ტექ­ნი­კა ისეა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, რომ ნე­ბის­მი­ერ მოყ­ვა­რულ ას­ტ­რო­ნომს შე­უძ­ლია დე­და­მი­წას­თან ახ­ლოს მყო­ფი ცი­უ­რი სხე­უ­ლის და­ნახ­ვა და მის მოძ­რა­ო­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა.

ერ­თი სიტყ­ვით, არც ერ­თი „წინასწარმეტყველება” 2012 წლის 21 დე­კემ­ბ­რის აპო­კა­ლიფ­სი­სა არ ემ­ყა­რე­ბა არა­ვი­თარ მეც­ნი­ე­რულ ფაქტს ან მო­საზ­რე­ბას. იმათ, ვინც იგო­ნებს მსგავს მი­თებს, წარ­მოდ­გე­ნა არა აქვთ მეც­ნი­ე­რე­ბა­სა (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ას­ტ­რო­ნო­მი­ა­ზე) და მის მე­თო­დებ­ზე. ისი­ნი იბ­რა­ლე­ბენ სწავ­ლუ­ლო­ბას და ბო­რო­ტად იყე­ნე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბის უცო­დინ­რო­ბას. მათ, რო­გორც წე­სი, სჯე­რათ კონ­ს­პი­რო­ლო­გი­უ­რი თე­ო­რი­ე­ბის. მა­თი ფან­ტა­ზი­ე­ბის ფარ­თოდ გავ­რ­ცე­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბის მი­ზე­ზი კი არის გა­უთ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რებ­ლო­ბა, სენ­სა­ცი­ე­ბი­სად­მი ლტოლ­ვა, ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ში­ში და მი­თე­ბის და­ჯე­რე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა.

2012 წე­ლი ჩა­ივ­ლის ყო­ველ­გ­ვა­რი გლო­ბა­ლუ­რი კა­ტას­ტ­რო­ფის გა­რე­შე, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი უმალ­ვე და­ი­ვიწყე­ბენ არა მარ­ტო არ­შემ­დ­გარ არ­მა­გე­დონს, არა­მედ იმა­საც, რომ პროგ­ნო­ზი არ გა­მარ­თ­ლ­და. ცო­ტა ხან­ში ისევ გაჩ­ნ­დე­ბა ახა­ლი აპო­კა­ლიფ­სუ­რი მი­თი, რო­მელ­საც კვლავ და­უ­ჯე­რებს გულ­მა­ვიწყი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლახ­ლა გა­მე­ორ­დე­ბა.

კომენტარები