კერ­ძო სკო­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და მდგრა­დო­ბა

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში კერ­ძო სკო­ლე­ბის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა გა­ნახ­ლ­და. მი­უ­ხე­და­ვად გან­ვი­თა­რე­ბის ოცი წლი­სა, გა­ნათ­ლე­ბის კერ­ძო სექ­ტო­რის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და მდგრა­დო­ბა ჯერ კი­დევ მცი­რე­ა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს კერ­ძო სკო­ლე­ბის სი­სუს­ტის ზო­გი­ერთ ინ­დი­კა­ტო­რად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­თი სა­ხელ­მ­წი­ფო­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ში­და ფი­ნან­სუ­რი მდგრა­დო­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 2009-2010 სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბის­თ­ვის 283 კერ­ძო სკო­ლა იყო, რომ­ლებ­შიც და­ახ­ლო­ე­ბით 48000 მოს­წავ­ლე სწავ­ლობ­და. ეს ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით რვა პრო­ცენ­ტი­ა. კერ­ძო სკო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ბო­ლო ათ­წ­ლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში იზ­რ­დე­ბა. დი­დი ნახ­ტო­მი ამ მხრივ 2005-06 წლებ­ში მოხ­და (იხ. გრა­ფი­კი). ამ ცვლი­ლე­ბის მი­ზე­ზი ბევ­რი­ა, მაგ­რამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ამ პე­რი­ოდ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კა­ა. სწო­რედ ამ დროს შე­მო­ვი­და სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მარ­თ­ვის ახა­ლი მო­დე­ლი. სა­ხელ­მ­წი­ფომ თა­ვის ფუნ­ქ­ცი­ად აირ­ჩია არა იმ­დე­ნად სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, რამ­დე­ნა­დაც მოს­წავ­ლის და­ფი­ნან­სე­ბა. სას­წავ­ლო ვა­უ­ჩე­რით მი­ღე­ბულ სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბას მშო­ბე­ლი ამ დრო­ი­დან, სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნის მი­ხედვთ, კერ­ძო ან სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ხარ­ჯავს. შე­დე­გად, კერ­ძო სკო­ლე­ბი დღეს და­ახ­ლო­ე­ბით ოც მი­ლი­ონ ლარს იღე­ბენ სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კის შე­დე­გი კერ­ძო სკო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას­თან ერ­თად მა­თი მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდაც იყო. მო­ნა­ცე­მებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით, ორი ტენ­დენ­ცია იკ­ვე­თე­ბა. ცხა­დი­ა, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა ბო­ლო ათ­წ­ლე­ულ­ში მუდ­მი­ვი­ა. მე­ო­რე ტენ­დენ­ცი­ის აღ­მო­ჩე­ნა კი მეტ დაკ­ვირ­ვე­ბას სა­ჭი­რო­ებს. ჩვენ­თან სის­ტე­მას სა­შუ­ა­ლოდ ხუ­თი წე­ლი სჭირ­დე­ბო­და იმის­თ­ვის, რომ კერ­ძო სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ებთ ათი ათა­სი ბავ­შ­ვით გაზ­რ­დი­ლი­ყო. 2005 წელს კი იგი­ვე ცვლი­ლე­ბა ერთ წე­ლი­წად­ში მოხ­და.
სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბის გაზ­რ­დას სა­ხელ­მ­წი­ფო­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გაზ­რ­დაც მოჰ­ყ­ვე­ბა. დღეს სა­ხელ­მ­წი­ფო უფ­რო მე­ტად ერე­ვა კერ­ძო სკო­ლე­ბის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა­ში. ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბა სას­წავ­ლო გეგ­მის უფ­რო მეტ სტან­დარ­ტი­ზა­ცი­ა­ში, სას­კო­ლო ატეს­ტა­ტე­ბის გა­ცე­მის ახალ სის­ტე­მა­ში ერ­თი­ა­ნი გა­მოც­დე­ბის გზით და სკო­ლე­ბის ე.წ. ბრენ­დინ­გის შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მით. ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი კერ­ძო სკო­ლებს უბიძ­გებს, სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი შეც­ვა­ლოს (ზოგიერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში უარე­სო­ბის­კენ) სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან გარ­კ­ვე­უ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბის სა­ნაც­ვ­ლოდ.
სას­კო­ლო ვა­უ­ჩე­რებ­მა გა­ა­ჩი­ნა კერ­ძო სკო­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წყა­რო. მაგ­რამ ძი­რი­თა­დი შე­მო­სა­ვა­ლი, მა­ნამ­დეც და ახ­ლაც, მა­ინც მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ გა­დახ­დი­ლი სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დე­ბი­ა. იშ­ვი­ათ შემ­თხ­ვე­ვა­ში სკო­ლებს ჰყავთ სპონ­სო­რე­ბი ან პარ­ტ­ნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ აფი­ნან­სე­ბენ. უმე­ტე­სად ეს საწყის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რულ გან­ვი­თა­რე­ბას გუ­ლის­ხ­მობს და იშ­ვი­ა­თად სკო­ლის მიმ­დი­ნა­რე ხარ­ჯე­ბის (კომუნალური ხარ­ჯე­ბი და ხელ­ფა­სე­ბი) და­ფი­ნან­სე­ბას. ასე­ვე იშ­ვი­ა­თია და­სავ­ლეთ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი წარ­მო­ე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის ნი­მუ­შე­ბი.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს არც ერ­თი კერ­ძო სკო­ლა, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი (ე.წ. Endowment) აქვს. აშშ კერ­ძო სკო­ლე­ბი­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ურ ფონ­დებ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფი­ნან­სუ­რი შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბით აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი თან­ხე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მ­ნი­ლი საბ­ჭოს მი­ერ გა­ნი­კარ­გე­ბა. ფონ­დის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლის ინ­ვეს­ტი­რე­ბა აქ­ცი­ებ­ში ხდე­ბა. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად მხო­ლოდ მო­გე­ბის ნა­წი­ლი იხარ­ჯე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი თან­ხა კი ისევ ფონ­დის გაზ­რ­და­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ხმარ­დე­ბა. ამ­გ­ვა­რი ფონ­დე­ბი ეხ­მა­რე­ბა სკო­ლებს სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სავ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში. ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს შე­მო­სავ­ლე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გა­და­სა­ხა­დე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას ხმარ­დე­ბა.
ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი ფონ­დე­ბის მსგავ­სი იდეა ჩვენ­თა­ნაც არ­სე­ბობ­და. ქარ­თ­ველ­თა შო­რის წე­რა-­კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის მი­ერ და­არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბი ძი­რი­თა­დად მე­წარ­მე­თა და არის­ტოკ­რა­ტი­ის შე­მო­წი­რუ­ლო­ბით ფი­ნან­ს­დე­ბო­და. იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის ან­დერ­ძ­ში სწო­რედ ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი ფონ­დის პირ­ვე­ლი ჩა­ნა­სა­ხე­ბი­ა. ის სა­კუ­თარ ქო­ნე­ბას და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­ყიდ­ვი­დან მი­ღე­ბულ მო­გე­ბას წე­რა-­კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უტო­ვებს. მი­სი თხოვ­ნით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჯერ უნ­და და­ე­ლო­დოს კონ­კ­რე­ტულ თან­ხამ­დე ფონ­დის გაზ­რ­დას და შემ­დეგ უნ­და და­იწყოს მო­გე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სკო­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის­თ­ვის. სამ­წუ­ხა­როდ, საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა მხო­ლოდ ეს იდეა გა­აქ­რო დრო­ე­ბით ჩვე­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცი­დან, არა­მედ თა­ვად გო­გე­ბაშ­ვი­ლის და სხვა მის­თა­ნე­ბის ფი­ნან­სუ­რი კონ­ტ­რი­ბუ­ცი­ე­ბის შე­დე­გად შექ­მ­ნი­ლი კერ­ძო ფონ­დე­ბიც მი­ით­ვი­სა.
ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის შე­მოს­ვ­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა იყო, რო­მელ­მაც ათა­სო­ბით მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე იმოქ­მე­და. თუ გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა გა­ი­ზარ­და, შე­საძ­ლო­ა, კერ­ძო სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე ამან და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დოს. თუმ­ცა, თუ სა­ხელ­მ­წი­ფოს უკა­ნას­კ­ნელ ინი­ცი­ა­ტი­ვებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ამან, შე­საძ­ლო­ა, კერ­ძო სკო­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა კი­დევ უფ­რო შე­ამ­ცი­როს. ეს კი, შე­საძ­ლო­ა, უარ­ყო­ფი­თად აისა­ხოს მათ ინო­ვა­ცი­ურ პო­ტენ­ცი­ალ­ზე. ახ­ლო მო­მა­ვალ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა კერ­ძო სკო­ლე­ბის­თ­ვის მა­თი ფი­ნან­სუ­რი მდგრა­დო­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რაც, ძი­რი­თა­დად, ბიზ­ნე­სის სფე­როს­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თა და ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი ფონ­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გზით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

კომენტარები