უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გავ­ლე­ნა სა­ვა­ლუ­ტო კურ­ს­ზე

0 კომენტარი

ქვე­ყა­ნა­ში კა­პი­ტა­ლის მი­წო­დე­ბას და მას­ზე მოთხოვ­ნას მრა­ვალ მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კურ პა­რამ­ეტრ­ზე აქვს გავ­ლე­ნა. მათ შო­რის არის სა­ვა­ლუ­ტო კურ­სიც. საქ­რ­თ­ვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კო­ნი­უნ­ქ­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის რო­ლი სტა­ბი­ლუ­რი სა­ვა­ლუ­ტო კურ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად საკ­მა­ოდ დი­დი­ა.
რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა აქ­ტი­ვის, სა­ვა­ლუ­ტო კურ­სის ცვლი­ლე­ბა­საც მი­წო­დე­ბა-­მოთხოვ­ნის კა­ნო­ნი გან­საზღ­ვ­რავს. ლა­რის მი­წო­დე­ბა-­მოთხოვ­ნის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­დი­კა­ტო­რია მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რი­ში (current account), რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სა­ვაჭ­რო ან­გა­რიშს ანუ ქვეყ­ნის ექ­ს­პორ­ტ­სა და იმ­პორტს შო­რის სხვა­ო­ბას, უხი­ლავ ტრან­ს­ფე­რებს, მომ­სა­ხუ­რე­ბას და ა.შ.
განვითარებადი ქვეყნების დიდ ნაწილს (ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკის და ბუნებრივი რე­სურ­სე­ბის ექ­ს­პორ­ტი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის გარ­და) მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რი­ში დე­ფი­ცი­ტუ­რი აქვს, რად­გან ასეთ ქვეყ­ნებ­ში მოხ­მა­რე­ბა (consumption) ყო­ველ­თ­ვის აღე­მა­ტე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის მი­ერ დაგ­რო­ვილ კა­პი­ტალს (saving), ესე იგი, იმ­პორ­ტი ჭარ­ბობს ექ­ს­პორტს. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე იზ­რ­დე­ბა მოთხოვ­ნა უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ზე (საქართველოში ეს ვა­ლუ­ტა ძი­რი­თა­დად აშშ დო­ლა­რი­ა, რად­გან იგი წარ­მო­ად­გენს რო­გორც ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ზომ ძი­რი­თად ვა­ლუ­ტას სა­ექ­ს­პორ­ტო და იმ­პორ­ტი­რე­ბულ სა­ქო­ნელ­ზე. ის აგ­რეთ­ვე ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ძი­რი­თა­დი სა­რე­ზერ­ვო ვა­ლუ­ტაა და კურ­სის და­ბა­ლან­სე­ბა ბან­კ­თა­შო­რის ბირ­ჟა­ზე სწო­რედ ამ ვა­ლუ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა) და მი­სი კურ­სი ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში იზ­რ­დე­ბა.
სა­ვაჭ­რო დე­ფი­ცი­ტი ამ წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1,2 მი­ლი­არ­დი ლა­რი­ა, რაც მთლი­ა­ნი ში­და პრო­დუქ­ტის (კვარტალური საპ­როგ­ნო­ზო მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით) და­ახ­ლო­ე­ბით 23%-ია. ამ ტენ­დენ­ცი­ის გა­მო­სას­წო­რებ­ლად სა­ჭი­როა გრძელ­ვა­დი­ა­ნი კა­პი­ტა­ლის მო­ზიდ­ვა, რად­გან სტა­ბი­ლუ­რი ექ­ს­პორ­ტი იქ­მ­ნე­ბა გრძელ­ვა­დი­ა­ნი კა­პი­ტა­ლით, ხო­ლო იმ­პორ­ტი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ძი­რი­თა­დად მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი კა­პი­ტა­ლით ფი­ნან­ს­დე­ბა.
სა­ვაჭ­რო დე­ფი­ცი­ტის შემ­თხ­ვე­ვა­ში და­მა­ბა­ლან­სე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია სა­გა­დამ­ხ­დე­ლო ბა­ლან­სის (balance of payment) მომ­დევ­ნო პუნ­ქ­ტი, რო­მე­ლიც კა­პი­ტა­ლის (სესხები, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი) ბრუნ­ვას გვაჩ­ვე­ნებს. იმის გა­მო, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­პი­ტა­ლის ბაზ­რე­ბი ჯერ კი­დევ გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლია, ხოლო ლარს, რო­გორც სა­რე­ზერ­ვო ვა­ლუ­ტას, ან შე­ნახ­ვის მიზ­ნით უცხო­ე­ლე­ბი არ იყე­ნე­ბენ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი ამ პუნ­ქ­ტ­ში არის პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, რო­მელ­მაც 2009 წლის მე­ოთხე კვარ­ტალ­ში 254 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა (დაახლოებით 450 მი­ლი­ო­ნი ლა­რი). ეს საკ­მა­რი­სი არ არის, რომ მოხ­დეს მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რი­შის დე­ფი­ცი­ტის და­ფარ­ვა და ლარ­ზე მოთხოვ­ნის დაბ­ლან­სე­ბა, რა­თა სა­ბაზ­რო პი­რო­ბებ­ში მი­სი კურ­სი არ და­ე­ცეს. მსოფ­ლიო ეკო­ნომ­კუ­რი კრი­ზი­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კერ­ძო სექ­ტორ­ში შე­მო­სუ­ლი სეს­ხე­ბის მო­ცუ­ლო­ბა ბო­ლო ორი წლის მან­ძილ­ზე მა­ინც ვერ აკომ­პენ­სი­რებს ამ დე­ფი­ციტს. სა­ჯა­რო სექ­ტო­რის მი­ერ აღე­ბუ­ლი სეს­ხე­ბი­დან ნა­წი­ლი მი­ე­მარ­თე­ბა რე­ზერ­ვებ­ში ან ხმარ­დე­ბა კონ­კ­რე­ტულ პრო­ექ­ტებს, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ აუმ­ჯო­ბე­სებს სა­გა­დამ­ხ­დე­ლო ბა­ლანსს, რად­გან ამ პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად მო­ზი­დუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის ნა­წი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს და მა­თი შე­ძე­ნა საზღ­ვარ­გა­რეთ ხდე­ბა. ამას­თან, მუდ­მი­ვად სეს­ხე­ბის აღე­ბა კურ­სის სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თ­ვის არა მარ­ტო ბი­უ­ჯეტს და­ა­ზა­რა­ლებს, არა­მედ შე­უძ­ლე­ბე­ლიც იქ­ნე­ბა, რად­გან გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ამა­ზე თვი­თონ კრე­დი­ტო­რე­ბი არ წა­მოვ­ლენ.
სა­გა­დამ­ხ­დე­ლო ბა­ლან­სის მე­სა­მე პუნ­ქ­ტია ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ზერ­ვე­ბი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ლა­რის კურ­სის სტა­ბი­ლუ­რო­ბას ეროვ­ნუ­ლი ბან­კი უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ვა­ლუ­ტო ინ­ტერ­ვენ­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით, რი­თაც აბა­ლან­სებს მი­წო­დე­ბას და მოთხოვ­ნას.
რე­ზერ­ვე­ბი იქ­მ­ნე­ბა ან უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ბან­დე­ბი­სას ლარ­ზე გაზ­რ­დი­ლი მოთხოვ­ნის მეშ­ვე­ო­ბით ან შე­მო­სუ­ლი სეს­ხე­ბი­დან. თუმ­ცა, ეროვ­ნულ ბანკს აქვს მო­ნე­ტა­რუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტიც (რეფინანსირების გა­ნაკ­ვე­თი), რი­თაც შე­უძ­ლია ნა­წი­ლობ­რივ და­ა­ბა­ლან­სოს ლა­რის კურ­სი. გა­სულ კვი­რა­ში ამ გა­ნაკ­ვე­თის 5%-დან 6.25%-მდე გაზ­რ­დამ, შე­საძ­ლო­ა, ნა­წი­ლობ­რივ შეზღუ­დოს ლა­რის მი­წო­დე­ბა და მი­სი გამ­ყა­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. თუმ­ცა, ეს ზო­მა გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში ეკო­ნო­მი­კის­თ­ვის ეფექ­ტუ­რი არ იქ­ნე­ბა.
შე­სა­ბა­მი­სად, ლა­რის სა­ვა­ლუ­ტო კურ­სის სტა­ბი­ლუ­რო­ბის ერ­თ­-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­მო­დი­ნე­ბა (როგორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ად­გი­ლობ­რი­ვი კა­პი­ტა­ლის მა­რა­გე­ბი მწი­რი­ა). გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი აუმ­ჯო­ბე­სებს ქვეყ­ნის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშს და ხელს უწყობს ად­გი­ლობ­რი­ვი კა­პი­ტა­ლის შექ­მ­ნას (გაზრდილი ეკო­ნო­მი­კი­სა და მოხ­მა­რე­ბის ზრდის ხარ­ჯ­ზე).
ამის და­მა­დას­ტუ­რებ­ლად გა­მოდ­გე­ბა ლა­რის კურ­სის მოძ­რა­ო­ბის ტენ­დენ­ცია გა­სუ­ლი 5 წლის მან­ძილ­ზე. 2005-2008 წლებ­ში, მი­უ­ხე­და­ვა­და იმი­სა, რომ ინ­ფ­ლა­ცი­ის ტემ­პ­მა 10%-ს გა­და­ა­ჭარ­ბა, ლა­რის კურ­სი თით­ქ­მის 35%-ით გამ­ყარ­და. ინ­ფ­ლა­ცია (ფასების ზრდა) გა­მო­იწ­ვია ეკო­ნო­მი­კის სწრაფ­მა ზრდამ და მო­ნე­ტა­რუ­ლი ბა­ზის გა­ფარ­თო­ე­ბამ (ფულის მოძ­რა­ო­ბის სის­წ­რა­ფის და სა­ბან­კო სეს­ხე­ბის ზრდის ჩათ­ვ­ლით), ხო­ლო უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მკვეთ­რ­მა ზრდამ (ამ წლებ­ში უცხო­ურ­მა ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­მა მთლი­ა­ნი ში­და პრო­დუქ­ტის თითქ­მის 20%-ს მი­აღ­წი­ა) გა­მო­იწ­ვია ლა­რის კურ­სის გამ­ყა­რე­ბა. დღე­ის­თ­ვის სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი ინ­ფ­ლა­ცია 3%-ია, მაგ­რამ სა­ვა­ლუ­ტო კურ­სი ბო­ლო 18 თვის მან­ძილ­ზე 25%-ით და­ე­ცა, კრი­ზი­სის შე­დე­გად უცხო­უ­რი კა­პი­ტა­ლის შე­მო­დი­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბის გა­მო.
ლა­რის კურ­სის მცი­რე­დი დე­ვალ­ვა­ცია ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის­თ­ვის, შე­საძ­ლო­ა, სა­სარ­გებ­ლოც იყოს, მაგ­რამ ამ პრო­ცე­სის სწო­რად მარ­თ­ვის­თ­ვის უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის რო­ლი მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე წლის მან­ძილ­ზე შე­უც­ვ­ლე­ლი იქ­ნე­ბა.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის საპ­როგ­ნო­ზო და ფაქ­ტობ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბი
 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები