დაღ­ვ­რი­ლი კა­პი­ტა­ლი­ზა­ცია

მექ­სი­კის ყუ­რე­ში მომ­ხ­და­რი ავა­რი­ის გა­მო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­რე­ი­ტინ­გო სა­ა­გენ­ტო Fitch Ratings-მა 6 პუნ­ქ­ტით და­წია ბი­პი-ს საკ­რე­დი­ტო რე­ი­ტინ­გი. 15 ივ­ნისს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პრეს­რე­ლი­ზის მი­ხედ­ვით, ბი­პი-ს ემი­ტენ­ტის გრძელ­ვა­დი­ა­ნი საკ­რე­დი­ტო რე­ი­ტინ­გი AA-დან BBB-მდე შემ­ცირ­და. შე­დე­გად, კომ­პა­ნი­ის საკ­რე­დი­ტო რე­ი­ტინ­გი ამ­ჟა­მად მხო­ლოდ ორი პუნ­ქ­ტით უს­წ­რებს ე.წ. „ჯანკ” ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის ემი­ტენ­ტ­თა რე­ი­ტინგს.
კომ­პა­ნი­ის საკ­რე­დი­ტო რე­ი­ტინ­გის მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია იმან, რომ ინ­ვეს­ტო­რე­ბი მგრძნო­ბი­ა­რე­ნი არი­ან ბი­პი-ს მოკ­ლე და გრძელ­ვა­დი­ა­ნი საკ­რე­დი­ტო რის­კის მი­მართ. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მექ­სი­კის ყუ­რე­ში მომ­ხ­და­რი ავა­რი­ის გავ­ლე­ნა კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სურ მდგრა­დო­ბა­ზე უახ­ლო­ე­სი რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. 2010 წლის 11 ივ­ნი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­უ­ფა­სურ­და ბი­პი-ს რო­გორც მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი, ისე გრძელ­ვა­დი­ა­ნი სა­სეს­ხო ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი:
ბი­პი-ს ინ­ჟინ­რე­ბის­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ამო­ცა­ნაა ნავ­თო­ბის დაღ­ვ­რის აღ­კ­ვე­თა უმოკ­ლეს დრო­ში. წა­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბი­პი-ს აქ­ცი­ე­ბი გა­ნაგ­რ­ძობს გა­უ­ფა­სუ­რე­ბას. მექ­სი­კის ყუ­რე­ში მომ­ხ­დარ ავა­რი­ას­თან და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­მა­ვალ­ში ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­საძ­ლო ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბი­პი-ს აქ­ცი­ე­ბით დღი­უ­რი ვაჭ­რო­ბის სა­შუ­ა­ლო მო­ცუ­ლო­ბა გა­ი­ზარ­და 200%-ით და კომ­პა­ნი­ის სა­ბაზ­რო კა­პი­ტა­ლი­ზა­ცია შემ­ცირ­და გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი 50%-ით, 16 ივ­ნი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით - 99 მი­ლი­არდ აშშ დო­ლა­რამ­დე.
ინ­ვეს­ტორ­თა მსგავ­სი გუ­ლაც­რუ­ე­ბა უსა­ფუძ­ვ­ლო არ არის. მექ­სი­კის ყუ­რე­ში მომ­ხ­და­რი ავა­რია ნავ­თო­ბის დაღ­ვ­რის ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბუ­რი შემ­თხ­ვე­ვაა აშშ-ს ის­ტო­რი­ა­ში. ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მის­ტუ­რი გათ­ვ­ლე­ბით, მექ­სი­კის ყუ­რის ტრა­გე­დი­ის შე­დე­გე­ბი, სულ მცირე, 10-ჯერ უფ­რო ტრა­გი­კუ­ლი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე 1989 წელს ალას­კის სა­ნა­პი­როს­თან მომ­ხ­და­რი შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა ნავ­თო­ბი კომ­პა­ნია ექ­სო­ნის კუთ­ვ­ნილ­მა ტან­კერ­მა - „ექსონ ვალ­დეს­მა” დაღ­ვა­რა.
მექ­სი­კის ყუ­რე­ში ავა­რი­ის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა 11 ადა­მი­ა­ნი. და­ზი­ან­და 120-კილომეტრიანი სა­ნა­პი­რო ზო­ლის ეკო­სის­ტე­მა. ექ­ს­პერ­ტ­თა შე­ფა­სე­ბით, გა­ნად­გუ­რე­ბა ემუქ­რე­ბა ცხო­ველ­თა და მცე­ნა­რე­თა 8 300 სა­ხე­ო­ბას. სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის, სტან­დარდ ჩარ­ტე­რე­დის ან­გა­რი­შით, სა­ნა­პი­რო ზო­ლის და­სუფ­თა­ვე­ბის ხარ­ჯე­ბი და ასა­ნაზღა­უ­რე­ბე­ლი ზა­რა­ლის მო­ცუ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა 40 მი­ლი­არდ აშშ დო­ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­დოს.
თუ ეს გა­ან­გა­რი­შე­ბა ზუს­ტი­ა, ბი­პი-ს ფი­ნან­სუ­რი მდგრა­დო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას მო­ითხოვს. 4 ივ­ნისს კომ­პა­ნი­ის ინ­ვეს­ტო­რებ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, კომ­პა­ნი­ის გან­კარ­გუ­ლე­ბა­შია 5 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რი ნაღ­დი ფუ­ლის სა­ხით, 5.25 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რი გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი საკ­რე­დი­ტო ხა­ზე­ბის სა­ხით და და­მა­ტე­ბი­თი 5.25 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რი სხვა­დას­ხ­ვა ბან­კ­თან შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი „stand-by” კრე­დი­ტე­ბის სა­ხით. ამა­ვე დროს, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი­ა, რომ 2009 წლის 31 დე­კემ­ბ­რის მდგო­მა­რე­ო­ბით, კომ­პა­ნი­ის გრძელ­ვა­დი­ა­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­ცუ­ლო­ბა, მის კა­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას­თან შე­და­რე­ბით, სო­ლი­დურ თან­ხას - 74.5 მი­ლი­არდ აშშ დო­ლარს შე­ად­გენს. ამ ვი­თა­რე­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი­ა, რომ ბი­პი-ს მე­ნეჯ­მენ­ტი ეც­დე­ბა შე­ამ­ცი­როს ასა­ნაზღა­უ­რე­ბე­ლი ზა­რა­ლის მო­ცუ­ლო­ბა და უმოკ­ლეს ვა­და­ში შე­ა­ჩე­როს ნავ­თო­ბის დაღ­ვ­რა მექ­სი­კის ყუ­რე­ში; მი­აღ­წი­ოს შე­თან­ხ­მე­ბას აშშ-ს მთავ­რო­ბას­თან სა­ნა­პი­რო ზო­ლი­სა და აკ­ვა­ტო­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბის გეგ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით; უზ­რუნ­ველ­ყოს არ­სე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის რეს­ტ­რუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ა; შე­ამ­ცი­როს კომ­პა­ნი­ის გლო­ბა­ლუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი და და­მა­ტე­ბით ისეს­ხოს თან­ხა ზა­რა­ლის და­სა­ფა­რა­ვად. ამ სტრა­ტე­გი­ას მხო­ლოდ ერ­თი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა აქვს - კომ­პა­ნი­ის მსხვი­ლი აქ­ტი­ვე­ბის გას­ხ­ვი­სე­ბა.
მი­უ­ხე­და­ვად რამ­დე­ნი­მე უშე­დე­გო მცდე­ლო­ბი­სა, შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა ნავ­თო­ბის დაღ­ვ­რა, ბი­პი-მ მო­ა­ხერ­ხა, აშშ-ს მთავ­რო­ბას­თან მი­ეღ­წია კომ­პა­ნი­ი­სათ­ვის კრი­ტი­კუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გა­რი­გე­ბას. გა­რი­გე­ბის მი­ხედ­ვით, ბი­პი შემ­დე­გი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვალ­დე­ბუ­ლი­ა, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად გა­და­რიცხოს 5 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რი ზა­რა­ლის ანაზღა­უ­რე­ბის ფონ­დის ან­გა­რიშ­ზე. აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ, შე­თან­ხ­მე­ბის მი­ხედ­ვით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფონ­დის მო­ცუ­ლო­ბა (20 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რი) არ წარ­მო­ად­გენს ბი­პი-ს შე­საძ­ლო და­ნა­კარ­გე­ბის ზე­და ზღვარს.
მი­უ­ხე­და­ვად ამ შე­თან­ხ­მე­ბის მცი­რე, მაგ­რამ და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნი­სა ბი­პი-ს აქ­ცი­ე­ბის ფას­სა და სა­სეს­ხო ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე, მი­სი­სი­პის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა, ჰე­ი­ლი ბარ­ბურ­მა, ერ­თ­-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა: „თუ ბი­პი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თან­ხებს გა­და­რიცხავს ზა­რა­ლის ანაზღა­უ­რე­ბის ფონ­დის ან­გა­რიშ­ზე, კომ­პა­ნი­ას არ დარ­ჩე­ბა საკ­მა­რი­სი სახ­ს­რე­ბი, რა­თა გა­აგ­რ­ძე­ლოს ახა­ლი ნავ­თობ­სა­ბა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, გა­ზარ­დოს სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლე­ბი და სა­ბო­ლო­ოდ და­ფა­როს ავა­რი­ის შე­დე­გად წარ­მო­შო­ბი­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. ჩვენ უნ­და უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ ბი­პი-ს შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდა იმი­სათ­ვის, რომ შე­ვუქ­მ­ნათ ჩვენ­თ­ვის გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა... ვფიქ­რობ, ზა­რა­ლის ანაზღა­უ­რე­ბის ფონ­დის იდეა ამ­ცი­რებს ბი­პი-ს მი­ერ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის სრუ­ლად დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ალ­ბა­თო­ბას”.
ლუ­ი­ზი­ა­ნას რეს­პუბ­ლი­კე­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი, ბო­ბი ჯინ­და­ლი, არ ეთან­ხ­მე­ბა ბარ­ბუ­რის ხედ­ვას. „ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ [ფონდის შექ­მ­ნა] უზ­რუნ­ველ­ყოფს ბი­პი-ს მხრი­დან შე­სა­ბა­მის ყუ­რადღე­ბას და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას,” - ამ­ბობს იგი.
17 ივ­ნისს სე­ნა­ტის ენერ­გე­ტი­კი­სა და კო­მერ­ცი­ის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლეს ნავ­თო­ბის პლატ­ფორ­მის მშე­ნებ­ლო­ბი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და უსაფ­რ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი. კო­მი­ტე­ტის აზ­რით, მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში კომ­პა­ნია იყე­ნებ­და იაფ­ფა­სი­ან ინ­ჟინ­რულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს და ნაკ­ლებ ყუ­რადღე­ბას უთ­მობ­და უსაფ­რ­თხო­ე­ბას. სხდო­მა­ზე ხა­ზი გა­უს­ვეს ბი­პი-ს მი­ერ ჭა­ბურ­ღილ­ში ჩა­ტა­რე­ბულ, მი­ლის გა­მაგ­რე­ბი­სა და ცე­მენ­ტი­რე­ბის სა­მუ­შა­ო­ებს. აღ­მოჩ­ნ­და, რომ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი 21 ცე­მენ­ტის სა­მაგ­რის ნაც­ვ­ლად, ჭა­ბურ­ღილ­ში მხო­ლოდ 6 გა­მო­ი­ყე­ნეს. ავა­რი­ის გა­მომ­წ­ვევ შე­საძ­ლო მი­ზეზ­თა­გან ერ­თ­-ერ­თი, ბი­პი-ს ში­და გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბით, სწო­რედ ცე­მენ­ტის სა­მაგ­რე­ბის გა­უ­მარ­თა­ო­ბა­ა. ამა­ვე დროს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა და­ეთ­მო ბი­პი-­სა და სხვა მსხვი­ლი ნავ­თობ­კომ­პა­ნი­ე­ბის სა­გან­გე­ბო გეგ­მებს. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ყვე­ლა ნავ­თობ­კომ­პა­ნი­ის სა­გან­გე­ბო გეგ­მა ერ­თ­მა­ნე­თის იდენ­ტუ­რია და მო­ი­ცავს სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის გა­მო­უ­სა­დე­გარ რჩე­ვებს და, ამა­ვე დროს, სა­კონ­ტაქ­ტო პი­რებს, რო­მელ­თა­გან ერ­თ­-ერ­თი 5 წლის წი­ნათ გარ­და­იც­ვა­ლა.
მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სხვა მო­საზ­რე­ბით, ყველაფრის ბი­პი-სთვის გადაბრალე­ბა და კორ­პო­რა­ცი­ის­გან მტრის ხა­ტის შექ­მ­ნა არაპ­რო­დუქ­ტი­უ­ლი­ა. ბი­პი-ს და­და­ნა­შა­უ­ლე­ბით ობა­მას ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას შან­სი გა­უჩ­ნ­და, კომ­პა­ნი­ის­თ­ვის სწრა­ფად ჩა­მო­ერ­თ­მია 20 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი. სტრა­ტე­გი­ამ იმ­დე­ნად გა­ა­მარ­თ­ლა, რომ ერ­თი კონ­გ­რეს­მე­ნი, რო­მელ­მაც გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა გა­აკ­რი­ტი­კა, კო­ლე­გებ­მა ად­გილ­ზე­ვე და­სა­ჯეს. ბიპი-ს და­და­ნა­შა­უ­ლე­ბამ ასე­ვე გა­და­ფა­რა აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უუნა­რო­ბა, ნავ­თო­ბის ჩაღ­ვ­რა­ზე დრო­უ­ლად მო­ეხ­დი­ნა რე­ა­გი­რე­ბა. ქარიშხალ კატ­რი­ნას შემ­დეგ ბუ­შის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას მსგავ­სი ფუ­ფუ­ნე­ბა არ ჰქონ­და.
მექ­სი­კის ყუ­რე­ში მომ­ხ­და­რი ინ­ცი­დენ­ტის კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბი გან­საზღ­ვ­რავს ბი­პი-ს საქ­მი­ა­ნო­ბას შემ­დე­გი რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ ვი­თა­რე­ბა­ში ბი­პი-ს ინ­ვეს­ტორ­თათ­ვის ნა­თე­ლია მხო­ლოდ ერ­თი რამ - აშშ-ს პო­ლი­ტი­კუ­რი წნე­ხის პი­რო­ბებ­ში და მო­მა­ვა­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­საძ­ლო მო­ცუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია კომ­პა­ნი­ის მი­ერ დი­ვი­დენ­დე­ბის პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა, ინ­დუს­ტ­რი­ა­ში მოქ­მე­დი სხვა კომ­პა­ნი­ე­ბის მსგავ­სად.
 

 

კომენტარები