იარაღის ემბარგო საქართველოსთვის: მითი და რეალობა

„მკაფიოდ ვაცხა­დებ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის იარა­ღის ემ­ბარ­გო არ დაგ­ვი­წე­სე­ბი­ა”, - გა­ნაცხა­და აშშ-ს სა­ხელ­მ­წი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წემ ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­კითხებ­ში, ფი­ლიპ გორ­დონ­მა, 29 ივ­ნისს.
Jane’s Defence Weekly-ის (JDW) თა­ნახ­მად, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლო ვერ ყი­დუ­ლობს სამ­ხედ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას, ერ­თი მხრივ, აშშ-ს პო­ლი­ტი­კის, ხო­ლო მე­ო­რე მხრივ, რუ­სე­თის ზე­წო­ლის გა­მო. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას JDW ავ­რ­ცე­ლებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ასე­ვე იმ ამე­რი­კუ­ლი და ებ­რა­უ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, რომ­ლე­ბიც ივ­ნი­სის შუა რიცხ­ვებ­ში პა­რიზ­ში გა­მარ­თულ შე­ი­ა­რა­ღე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნას, Eurosatory-ს, ეს­წ­რე­ბოდ­ნენ.
სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა გე­ლა ბე­ჟუ­აშ­ვილ­მა გა­ნაცხა­და, რომ „საქართველოს გა­რეთ ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის 80 პრო­ცენ­ტი ხმარ­დე­ბა რუ­სე­თის საფ­რ­თხის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას”.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს სჭირ­დე­ბა დი­დი რა­დი­უ­სის მქო­ნე რა­და­რე­ბი, ტან­კ­სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სის­ტე­მე­ბი, „თუმცა, ქარ­თ­ვე­ლებ­მა ვერც ერ­თი ასე­თი სის­ტე­მის შეს­ყიდ­ვა ვერ შეძ­ლეს”, - წერს JDW აშ­შ­-­სა და ნა­ტოს თბი­ლის­ში მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნალ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით.
„ყველა სუ­ვე­რე­ნულ, და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მ­წი­ფოს ევ­რო­პა­ში და ნე­ბის­მი­ერ სხვა ად­გი­ლას აქვს თავ­დაც­ვის უფ­ლე­ბა და ასე­ვე იმის უფ­ლე­ბა, რომ მათ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი ალი­ან­სე­ბი მე­სა­მე მხა­რის ვე­ტოს გა­რე­შე ეძე­ბონ”, - თქვა ფი­ლიპ გორ­დონ­მა. თუმ­ცა, JDW-ს ცნო­ბით, რა­დი­ო­სად­გუ­რე­ბი­სა და რა­და­რე­ბის - ანუ თავ­დაც­ვი­თი შე­ი­ა­რა­ღე­ბის - სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის მი­ყიდ­ვას აშშ-ს მთავ­რო­ბა ბლო­კავს.
ის­რა­ე­ლის იარა­ღის მწარ­მო­ებ­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან ვაჭ­რო­ბას თავს არი­დე­ბენ რუ­სეთ­თან შე­საძ­ლო პრობ­ლე­მე­ბის გა­მო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ რუ­სეთ­მა შე­საძ­ლოა სი­რი­ა­სა და ირანს მო­ა­წო­დოს იარა­ღი. ის­რა­ელს სწო­რედ ამის ეში­ნი­ა. გარ­და ამი­სა, რუ­სე­თი ზე­წო­ლას ახ­დენს ყვე­ლა­ზე, ვინც აწ­ვ­დის იარაღს მის­თ­ვის არა­მე­გობ­რულ ქვეყ­ნებს. სტოკ­ჰოლ­მის მშვი­დო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვის ინ­ს­ტი­ტუ­ტის ახ­ლა­ხან გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მოხ­სე­ნე­ბის თა­ნახ­მად, ბო­ლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლომ შე­ი­ა­რა­ღე­ბა - ჯავ­შან­ტ­რან­ს­პორ­ტი­ო­რე­ბი და ტან­კე­ბი - მხო­ლოდ თურ­ქე­თი­სა და უკ­რა­ი­ნი­სა­გან შე­ი­ძი­ნა.
შე­კითხ­ვას, თუ რა­ტომ არ შე­ას­რუ­ლა აშშ-მ სა­ქარ­თ­ვე­ლოს არც ერ­თი თხოვ­ნა იარა­ღის მი­წო­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბო­ლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფი­ლიპ გორ­დო­ნი პა­სუ­ხობს, რომ აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ აშშ-ს პრი­ო­რი­ტე­ტია „დაძაბულობის შემ­ცი­რე­ბა”, მიღ­წე­ვა იმი­სა, რომ რუ­სეთ­მა შე­ას­რუ­ლოს 12 აგ­ვის­ტოს შე­თან­ხ­მე­ბა და პა­ტი­ვი სცეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას.
გორ­დო­ნის აზ­რით, სა­ქარ­თ­ვე­ლო ტე­რი­ტო­რი­ული პრობ­ლე­მების მოგვარებას დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბი­თა და კე­თილ­დღე­ო­ბის ამაღ­ლე­ბით შეძ­ლებს. „ჩვენ არ მი­ვიჩ­ნევთ, რომ იარა­ღის მი­ყიდ­ვა და სამ­ხედ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა არის გზა იმ ვი­თა­რე­ბი­სა­კენ, რომ­ლის მიღ­წე­ვა­საც ვცდი­ლობთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში”, - გა­ნაცხა­და სა­ხელ­მ­წი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წემ.

კომენტარები