ნეონაცისტების ნახევარი რუსეთში ცხოვრობს

გერმანულმა მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ნაციონალ-სოციალიზმის მიმდევრების ნახევარზე მეტი რუსეთში ცხოვრობს. აქტიური ნეონაცისტების უმეტესობა ცხოვრობს სანკტ-პეტერბურგში, სადაც მათი რიცხვი დაახლოებით 15 ათასია, მოსკოვში კი - საგრძნობლად ნაკლები (2,5 ათასი). ისეთ ლოზუნგებს, როგორიცაა „რუსეთი რუსებისთვის”, გამოკითხვების თანახმად, რუსების 53% ემხრობა. 
ნეონაცისტებისთვის კავკასიელი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩასული სტუდენტების დევნა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ეთნოლოგიური კვლევის ცენტრის დირექტორის, ემილ პაინის აზრით, ნაციონალისტური იდეები განსაკუთრებით პოპულარულია 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში. ექსპერტთა აზრით, ნეონაცისტების რიცხვის ზრდა მკვეთრად მემარჯვენე იდეების მომხრეთა რიცხვის ზრდის, სოციალურ ფენებად დაყოფისა და განათლების დონის მკვეთრად ვარდნის შედეგია.



 

კომენტარები