ყველაზე მდიდარი გვირგვინოსნები

0 კომენტარი

ჟურნალმა Forbes-მა მდიდარი მონარქების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის ლიდერია ტაილანდის 82 წლის მეფე, რომელსაც 30 მილიარდი დოლარი აქვს. მეორე ადგილზე ბრუნეის სულთანია - 20მილიარდიანი ქონებით. ყველაზე მდიდარი მონარქების სამეულს კრავს საუდის არაბეთის მეფე, რომლის ქონებაც ერთი წლის განმავლობაში 17-დან 18 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მსოფლიოს დანარჩენი მეფეები ამდენად იღბლიანები არ არიან და უკვე მეორე წელია ღარიბდებიან. 15 ყველაზე მდიდარი მონარქის ქონება ბოლო 12 თვის განმავლობაში 9%-ით ანუ 10 მილიარდი დოლარით შემცირდა და 99 მილიარდს მიაღწია. ორი წლის წინ კი ისინი 32 მილიარდი დოლარით მდიდრები იყვნენ. ბრიტანეთის დედოფალი რეიტინგში მე-12 ადგილზეა, 450 მილიონი დოლარის ქონებით, რაც, რეიტინგის პირველ ნომერთან შედარებით, 67-ჯერ ნაკლებია. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები