“...ვინაიდან ტოტალიტარული რეჟიმების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს უნდა მიეცეს როგორც სამართლებრივი და ისტორიული, ასევე პოლიტიკური შეფასება, რათა საბოლოოდ აღმოიფხვრას ზემოხსენებული დანაშაულებების ყოველგვარი გამართლება;
ვინაიდან წარსულის მიუკერძოებელი შეფასება მნიშვნელოვანია მომავალში მსგავსი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და ვინაიდან ტოტალიტარიზმის ასეულ მილიონობით მსხვერპლთა ხსოვნა არ უნდა მიეცეს დავიწყებას;
ვინაიდან 23 აგვისტო ევროპის პარლამენტის და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2009 წელს გამოცხადდა ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ...”.
ეს არის ამონარიდი საქართველოს პარლამენტის 21 ივლისის დადგენილებიდან, რომლითაც 23 აგვისტო ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა. ამ დოკუმენტით საქართველო შეუერთდა ევროპარლამენტისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2009 წლის გადაწყვეტილებებს, რომლებითაც ფაშიზმისა და კომუნიზმის ტოტალიტარული რეჟიმები გათანაბრდა.
1939 წლის 23 აგვისტოს ორმა ტოტალიტარულმა რეჟიმმა - საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ - მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი გააფორმეს. ამ პაქტს საიდუმლო პროტოკოლი ერთვოდა, რაც ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფას ითვალისწინებდა. სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. სტალინის რუსეთსა და ჰიტლერის გერმანიას შორის კი ომი მხოლოდ მაშინ გაჩაღდა, როდესაც ორი ტოტალიტარული ლიდერი მსოფლიოს გაყოფაზე ვერ შეთანხმდა.
მეორე მსოფლიო ომში ანტიფაშისტური კოალიციის გამარჯვებამ ნახევარი ევროპა ტოტალიტარიზმისგან იხსნა. მეორე ნახევრისთვის, რომელიც კომუნისტური რეჟიმის გავლენის ქვეშ მოექცა, მეორე მსოფლიო ომი მხოლოდ 1991 წელს, საბჭოთა იმპერიის ნგრევის შემდეგ დასრულდა. „გვამების წარმოებაში სტალინი უფრო წარმატებული იყო, ვიდრე ჰიტლერი, - წერდა პოლონელი ფილოსოფოსი, ლეშეკ კოლაკოვსკი, - ნაცისტურმა სახელმწიფომ მხოლოდ 12 წელი იარსება...”. კომუნისტური ტერორი კი მეტხანს გაგრძელდა და მეტი ხალხი გაანადგურა. ფაშისტური რეჟიმის მსგავსად, რომელსაც განაჩენი ნიურნბერგის ტრიბუნალმა გამოუტანა, კომუნიზმი ჯერჯერობით არ გაუსამართლებიათ.
ბრიტანელი ისტორიკოსი, ნორმან დევისი, თავის წიგნში - No Simple Victory - გვირჩევს, არ დაგვავიწყდეს, რომ „ომის დროს ევროპაში ორი ღვარძლიანი ურჩხული ბატონობდა და არა ერთი. ორივე ურჩხული საუკეთესო ადამიანებს სანსლავდა თავ-თავის ტერიტორიაზე, მერე კი მათ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა დაიწყეს მსოფლიოში ბატონობისთვის. მესამე ძალა - დასავლური ქვეყნები - ამ ბრძოლის დასაწყისში კინაღამ განადგურდა და მას ამ ომში თავისი გავლენის აღსადგენად დიდი დრო დასჭირდა”.
საქართველოს პარლამენტმა 21 ივლისს მეორე დადგენილებაც მიიღო და 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა... “ვინაიდან 25 თებერვალი არის საქართველოს ანექსიისა და ოკუპაციის დღე და ვინაიდან დღემდე რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი”.
ამ დადგენილებით პარლამენტი მიმართავს მთავრობას, რომ ყოველ 25 თებერვალს გაუწიოს ორგანიზება 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის აღსანიშნავ ღონისძიებებს. ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე უნდა დაეშვას სახელმწიფო დროშები და გამოცხადდეს წუთიერი დუმილი.
1921 წლის 25 თებერვალს საქართველო საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო, დღეს კი მის სამართალმემკვიდრეს - რუსეთის ფედერაციას - საქართველოს ტერიტორიების ნაწილი აქვს ოკუპირებული. რუსეთი კვლავინდებურად მიუღებლად მიიჩნევს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ყველანაირი ხერხით ცდილობს ჰიტლერ-სტალინური ტრადიციის შენარჩუნებას.
დეკომუნიზაციის პროცესი საქართველოში, მართალია, დაგვიანებით, მაგრამ დაწყებულია: 2006 წელს თბილისში გაიხსნა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი; გასულ თვეს გორში ჩამოხსნეს სტალინის ძეგლი და მის ადგილას სტალინური რეპრესიებისა და რუსეთის ოკუპაციის მსხვერპლთა მონუმენტის აღმართვა იგეგმება; ახალი სასწავლო წლიდან უფროსკლასელებისთვის გამოიცემა ისტორიის ახალი სახელმძღვანელო - „რუსული ოკუპაციის 200 წელი”, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სისტემების კვლევების პროგრამა და ის იწყებს საინტერესო სასწავლო-კვლევითი პროექტის - „საქართველო სსრკ-ის წინააღმდეგ: თბილისის პროცესი” - განხორციელებას.
თუმცა, როგორც 23 აგვისტოს ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა დღედ გამოცხადების შესახებ დადგენილებაში წერია, უნდა „გაგრძელდეს ტოტალიტარული მემკვიდრეობის შესწავლა და გაიზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა ამ საკითხის შესახებ”.