მდიდარი მიცვალებული

სამედიცინო ინსტრუმენტებს, რომლებიც 1977 წელს ელვის პრესლის აუტოპსიისას გამოიყენეს, აუქციონზე გაიტანენ.
სია მოიცავს ხელთათმანებს, ფუნჯს, სავარცხელს და ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც ექსკლუზიურად, მხოლოდ როკ-ენ-როლის მეფის გვამის გასაპატიოსნებლად გამოიყენეს.
უცნაური კოლექცია 33 წელიწადს ინახებოდა იმ ექთნის ოჯახში, რომელმაც გარდაცვლილი ელვისი გაკვეთა.
ნივთების ფასი 6000 დოლარიდან იწყება, მაგრამ მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ თანხის გასამმაგებასაც ელოდებიან.
ელვისი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მიცვალებულია. ფორბსის მონაცემებით, 2009 წელს მან 55 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

 

კომენტარები