კარლა ბრუნის მეძავი უწოდეს

ირანული ყოველდღიური გამოცემა კაიჰანი გამოეხმაურა ფრანგი „სელებრითების” წარმოებულ საპროტესტო კამპანიას და მის ერთ-ერთ აქტიურ მონაწილეს, საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლეს, კარლა ბრუნის „მეძავი” უწოდა. კამპანია ფრანგი აქტივისტის და ფილოსოფოსის, ბერნარდ-ანრი ლევის წამოწყებულია. იგი მიმართულია ირანის სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელმაც მეუღლის ღალატში ბრალდებულ საკინე მოჰამადი აშტიანის ჩაქოლვით სიკვდილი მიუსაჯა. გამოცემის თქმით, კარლა ბრუნი, ისევე როგორც კამპანიის მეორე მონაწილე იზაბელ აჯანი, ამ პროტესტით ცდილობს საკუთარი წარსულის დამალვას და თავადაც სიკვდილს იმსახურებს. გაზეთი ძირითადად სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის პოზიციას გამოხატავს. თუმცა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ ეს განცხადება სანქცირებული არ ყოფილა და ირანის ხელისუფლების პოზიციას არ ემთხვევა.

კომენტარები