ბათუმის კინოს საერთაშორისო ფესტივალი იწყება

 12-19 სექტემბერს რიგით მეხუთე ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი არგანი, ხოლო ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია.

კინოფესტივალის მხარდამჭერები:
• საქართველოს ეროვნული კინოცენტრი
• საქართველოს კულტურის სამინისტრო
• აშშ-ს საელჩო
• პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი
• გოეთეს ინსტიტუტი
• კომპანია აირზენა
წელს ძირითად პროგრამაში 50-მდე სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება, ხოლო ახალგაზრდულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში – 30. სულ დაახლოებით 20-22 ქვეყანა იქნება წარმოდგენილი.

კინოფესტივალის პროგრამა შემდეგი სექციებისგან შედგება:
• საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი
• საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების კონკურსი
• აბრეშუმის გზის ქვეყნები (თურქეთი, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი)
• გერმანული კინო
• ქართული კინო
• ჟიურის წევრების ფილმები
• ოსტატთა კოლექცია – ცნობილი რეჟისორების ფილმები
• MEET THE JURY სექცია
• ახალგაზრდა კინორეჟისორების სექცია (კონკურსი)

2010 წელს, BIAFF-ს აქვს ძალიან საინტერესო პროგრამა, რომელიც მოიცავს:
• ოსკარის მფლობელი პოლონელი რეჟისორის ზბიგნევ რიბჩინსკის მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეტროსპექტივა.
• კანისა და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატი ირანელი რეჟისორის აბას კიაროსტამის ფილმების რეტროსპექტივა და ვიზიტი. ასევე ნაჩვენები იქნება მისი ბოლო ფილმი, რომლის პრემიერა შედგა კანის კინოფესტივალზე და რომელშიც ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟულიეტ ბინოში ასრულებს მთავარ როლს.
• ოთარ იოსელიანის ვიზიტი და მისი ბოლო ფილმის, „შანტრაპას” პრემიერა.
• ასევე მოეწყობა მასტერკლასები, Q & A და პრესკონფერენცია, ზემოჩამოთვლილ საპატიო სტუმრებთან.
• ამერიკული და ირანული კინოს პრეზენტაცია.

BIAFF 2010 ძირითადი კონკურსის
საერთაშორისო ჟიური
1. ზბიგნევ რიბჩინსკი – რეჟისორი (პოლონეთი)
2. ჯუდით ბლექბერნი – ჩიკაგოს ირლანდიური კინოფესტივალის დირექტორი (აშშ)
3. ბოჟიდარ მანოვი – კინოკრიტიკოსი (ბულგარეთი)
4. ნინო კირთაძე – რეჟისორი (საქართველო)
5. სიდიკ ბარმაკი – რეჟისორი (ავღანეთი)

BIAFF 2010 – ახალგაზრდა კინორეჟისორთა კონკურსის საერთაშორისო ჟიური
1. კრისტოფერ კამიშევი – ჟიურის თავმჯდომარე (აშშ)
2. ვასილი სიგარევი – რეჟისორი (რუსეთი)
3. მიქაელ ბრუკი – კინოკრიტიკოსი (დიდი ბრიტანეთი)
4. სეიფოლა სამადიანი – რეჟისორი, ოპერატორი (ირანი)
5. ლევან კოღუაშვილი – რეჟისორი (საქართველო)

კინოფესტივალს გახსნის აბას კიაროსტამის ფილმი „დამოწმებული ასლი”. ბათუმში ნაჩვენები იქნება ლუკ ბესონის, რომან პოლანსკისა და ჯიმ ჯარმუშის ბოლო ნამუშევრები, ფესტივალს კი ოთარ იოსელიანის „შანტრაპა” დახურავს.

კომენტარები