ხელნაწერები არ იწვის

ფლორიდის პატარა ეკლესიის გარშემო საერთაშორისო სკანდალი აგორდა. ამის მიზეზი პასტორ ტერი ჯოუნსის გადაწყვეტილებაა. მან გადაწყვიტა, რომ 11 სექტემბერს ყურანის ეგზემპლარები საჯაროდ ცეცხლს მისცეს. ჯოუნსის თქმით, მას აქვს კონსტიტუციური უფლება გაანადგუროს ნებისმიერი წიგნი, თუნდაც ის ვინმესთვის განსაკუთრებულ სიწმინდეს წარმოადგენდეს. ამ გადაწყვეტილებას იდიოტური და საშიში უწოდა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის უფროსმა, ერიკ ჰოლდერმა. იგი იმედოვნებს, რომ ამერიკელები დაგმობენ და წინ აღუდგებიან ყურანის საჯაროდ დაწვას. „წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პროვოკაციული ქმედება შეიძლება ისლამისტმა რადიკალებმა ჩვენსავე წინააღმდეგ გამოიყენონ”, – ამბობს ჰოლდერი. თუმცა პასტორი ტერი ჯოუნსი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.
Radio Ga Ga

 

კომენტარები