ახალი პროექტი

რუმინეთის პრეზიდენტ ტრაიანა ბასესკუს განცხადებით, უნგრეთი აპირებს შეუერთდეს აზერბაიჯან-საქართველო-რუმინეთის პროექტს – AGRI. პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანული თხევადი გაზის რუმინეთში მიწოდებისთვის, საქართველოსა და რუმინეთში ორი ტერმინალი აშენდება. აზერბაიჯანული გაზი, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სადენების გავლით, გათხევადდება სპეციალურ ტერმინალზე, რის შემდეგაც ტანკერებით რუმინულ პორტ კონსტანტაში მეორე ტერმინალს გადაეცემა. ბასესკუს განცხადებით, 2010 წლის ბოლომდე დასრულდება სატრანსპორტო სისტემაზე მუშაობა, რომელიც რუმინეთის გაზის ქსელს უნგრეთთან დააკავშირებს. უნგრული სისტემა, თავის მხრივ, დაუკავშირდება ავსტრიულს და ამ გზით გაზი კასპიის რეგიონიდან ევროკავშირის ქვეყნებს მიეწოდება. წინასწარი მონაცემებით, პროექტის ღირებულება 4-6 მილიარდ ევროს შეადგენს.
 

კომენტარები