მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არაყი

 შოტლანდიურმა კომპანია პინკერმა მსოფლიოში ყველაზე მაღალალკოჰოლური არაყი ჩამოასხა. სასმელში ალკოჰოლის შემცველობა 88.8%-ია. არაყი ჩინური ბაზრისთვის დამზადდა, რადგან ამ ქვეყნის მცხოვრებები რვიანს ბედნიერ ციფრად თვლიან. შოტლანდია უკვე არის მსოფლიოში ყველაზე მაღალალკოჰოლური ლუდის სამშობლო. ამ მაჩვენებლით კი პინკერმა მოქმედი რეკორდსმენი, ინგლისური ბალკან 176 უკან ჩამოიტოვა. არაყი ელიტურ, მოოქროვილ ბოთლშია ჩამოსხმული და 140 დოლარი ღირს.

კომენტარები