ბადაგონი გამარჯვებულია

 ლონდონის სამეფო ოპერის თეატრში, კოვენტ გარდენზე, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ღვინის კონკურსი – დეკანტერი – გაიმართა. ჟიურის უმაღლესი ჯილდო, გრან-პრი ერგო ბადაგონის ღვინოს – ალავერდის ტრადიციები. ქართული პროდუქცია ევროპის საუკეთესო წითელი ღვინოების ასეულშიც შევიდა: 11 ათასზე მეტი კონკურსანტიდან ჯილდო მხოლოდ ასმა მიიღო. ასეთი მაღალი ჯილდო ქართული ღვინის კომპანიას პირველად მიანიჭეს. მოწვეულმა სტუმრებმა კონკურსში გამარჯვებული ბადაგონი სიამოვნებით დააგემოვნეს.

კომენტარები