მამაშვილობა

ოჰაიოს პოლიციამ 47 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც ბრალად საკუთარი ოჯახის დატყვევება და შვილის გაუპატიურება ედება. ჯეფრი იორკმა უკანასკნელი ათი წლის მანძილზე ცოლი და შვიდი შვილი სახლში გამოკეტა და ნამდვილი სამხედრო ტყვეებივით ექცეოდა. სამართალდამცველებმა ეს საოცარი ამბავი მისი მეუღლისგან შეიტყვეს, როცა ქმრის ტყვემ მოახერხა და 911-ში დარეკა. იორკი ოჯახის წევრებს არა მხოლოდ სახლიდან გარეთ გასვლას უკრძალავდა, არამედ სახლში გადაადგილებასაც კი. „ამის გამო ბავშვები სკოლაში ვერ დადიოდნენ, შინ სწავლობდნენ და მეგობრები არ ჰყავდათ”, – ამბობს ჯეფრის აწ უკვე გათავისუფლებული მეუღლე. როგორც ამ საქმის გამომძიებელი აცხადებს, ყველაფერი ჯერ ბოლომდე არ გარკვეულა და სავარაუდოა, რომ გამოძიების მსვლელობისას უფრო მეტი საზარელი დეტალი გამოიკვეთოს. იმაზე უარესიც კი, ვიდრე საკუთარი 13 წლის გოგონას გაუპატიურებაა.

 

 

კომენტარები