Radio Ga Ga

 BBC მოლაპარაკებებს აწარმოებს მთავრობასთან ბიუჯეტის შემცირების თემაზე, რის გამოც შეიძლება ბირმასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში მაუწყებლობა შეწყვიტოს. იმ ქვეყნების სიაში, სადაც BBC-ს ვეღარ ნახავენ, შეიძლება რუსეთიც შევიდეს. ზუსტად ამის შესახებ ცნობილი 20 ოქტომბერს გახდება. „ეს უკავშირდება მხოლოდ ფინანსურ პრობლემებს და ამ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დარღვევასთან არავითარი საერთო არ აქვს”, აცხადებენ კომპანიაში. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ადამიანის უფლებათა შეზღუდვით ბირმა ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში. 

კომენტარები