@Israel

2007 წელს ესპანელი პორნოდილერი ისრაელ მელენდეზი მიკრობლოგინგის საიტ Twitter-ზე დარეგისტრირდა. დილერი ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რამხელა თანხას მოუტანდა მას ეს ნაბიჯი. ისრაელის მთავრობამ მომხმარებლის სახელ @Israel-ში მას საკმაოდ სოლიდური თანხა გადაუხადა. როგორც თავად მელენდეზი ამბობს, „თანხა ხუთი ნულით მთავრდებოდა”. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ისინი უკეთ გამოიყენებენ ამ სახელს, ვიდრე მელენდეზი”. ესპანელი უაღრესად კმაყოფილია ამ გარიგებით – ყოველდღიურად მას ათეულობით ანტისემიტური მესიჯი მისდიოდა, რის გამოც Twitter-ს თითქმის აღარც იყენებდა. ისრაელის მთავრობას კი, რომელმაც ბოლო ხანებში სოციალური მედიის აქტიური გამოყენება დაიწყო, ეს სახელი მართლაც გამოადგება.

 

 

კომენტარები