სტეიკ-სალათი

0 კომენტარი

4 ულუფა
სალათი:
800 გრ. საქონლის სუკი
300 გრ. სალათის მიქსი (მწვანე სალათი, არუკოლა, აისბერგი)
200 გრ. პომიდორი ჩერი
2 საშუალო ზომის 
ხახვი (წითელი)
20 გრ. ბალზამიკოს კონცენტრატი
მარინადი:
სამი ლიმონის წვენი
100 გრ. ზეითუნის ზეთი
შერეული წიწაკა
საკაზმი:
50 გრ. ძმარი ბალზამიკო
60 გრ. ზეითუნის ზეთი
1 ჩაის კოვზი დიჟონის მდოგვი
მარილი (გემოვნებით)
შერეული წიწაკა (გემოვნებით)
ჯამში 22 ლარი

მომზადების წესი:
საკაზმი – ძმარი ბალზამიკო , ზეითუნის ზეთი, მდოგვი, მარილი და შერეული წიწაკა დააბლენდერეთ, სანამ მასა ბლანტე სოუსის სისქეს არ მიიღებს.
სალათი – დაჭერით სუკი 4 თანაბარ ნაჭრად და დაბეგვეთ. ჩადეთ მარინადში და გააჩერეთ მინიმუმ 4 საათი ან მთელი ღამე.
ამოიღეთ სტეიკის ნაჭრები მარინადიდან, გაამშრალეთ და შეწვით გახურებულ ტაფაზე 3 წუთი თითო მხარეს (საშუალოდ შემწვარი ხორცისთვის) ან 5 წუთი (კარგად შემწვარი ხორცისთვის). გამზადებული სტეიკის ნაჭრები დაჭერით ზოლებად.
სალათის ჯამში აურიეთ სალათის მიქსი, თხლად დაჭრილი ხახვი, პომიდორი ჩერი და მოასხით საკაზმი.
გაანაწილეთ ოთხ თეფშზე, მოაყარეთ ზოლებად დაჭრილი სტეიკი და მოასხით შედედებული ბალზამიკოს კონცენტრატი.

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული ( ვეკუას ქ. 3, ტელ.: 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ.: 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ.: 24 33 02 / 03 ).

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები