გადაუხდელი ჯარიმები

ბრაზილიის პოლიციამ 62 წლის იტალიელი მამაკაცი დააკავა. მიზეზად გადაუხდელი საავტომობილო ჯარიმები დასახელდა. საერთო თანხა, რაც უნდა საოცრად ჟღერდეს – 259 ათას დოლარს აღწევს. ჯარიმების უმეტესი წილი მას სისწრაფის გადაჭარბებისთვის აქვს მიღებული და გამოწერილია ავტომატურ რეჟიმში, ბრაზილიის ქალაქებში დამონტაჟებული კამერების დახმარებით. მის დარღვევათა ჩამონათვალში მეორე ადგილს იკავებს არასწორი პარკირება, რასაც მოსდევს მანქანის მოხმარებისთვის დაწესებული გადასახადი და სხვა „წვრილ-წვრილი” ჯარიმები. პოლიცია ჯერჯერობით არ ახმაურებს, რამდენი ხანი დასჭირდა იტალიელ რობერტო ჩინტიოს ამხელა თანხაზე ასასვლელად. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი მანქანა მხოლოდ ცხრა წლისაა – წელიწადში რობერტო მინიმუმ 30 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმებს იღებდა.

კომენტარები