თანამედროვე მონები

გამოძიებამ, რომელიც აფრიკის დასავლეთ სანაპიროსთან მოდრეიფე თევზსაჭერ ტრალერებზე ჩატარდა, აჩვენა, რომ მათზე არსებული პირობები არაფრით განსხვავდებოდა მონობის დროინდელი მდგომარეობიდან. ამ ტრალერებს ლიცენზიის მიხედვით შეუძლიათ დაჭერილი თევზის ევროპის ბაზარზე გაყიდვა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ლიცენზიები უსაფუძვლოდ იყო გაცემული. გემები არც ერთ ევროპულ სტანდარტს არ აკმაყოფილებდა. მათი მეზღვაურები, რომელთა უმეტესობა სენეგალის დედაქალაქ დაკარიდანაა წარმოშობით, ფაქტობრივად მონურ პირობებში მუშაობდნენ. დაგვიანებული ანაზღაურება, ჩამორთმეული პასპორტები და ძალადობა მათთვის ჩვეული ამბავი იყო. სასმელი წყალიც კი არასაკმარისი მიეწოდებოდათ.
არალეგალური თევზჭერის წილი 30%-მდე აღწევს, თუმცა ზუსტი მონაცემები არ არსებობს.

კომენტარები