ოპიუმი ძვირდება

ავღანეთში ოპიუმის ფასი მატულობს, რის გამოც შესაძლოა ავღანელმა გლეხებმა ისევ დაიწყონ მისი მოყვანა. ბოლო წლის განმავლობაში ერთი კილოგრამი ოპიუმის ფასი 64-დან 169$-მდე გაიზარდა. ამის მიზეზი მცენარეული დაავადება გახდა ჰელმანდის და ყანდაღარის პროვინციებში. მან მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. ჰელმანდი და ყანდაღარი თალიბანის მიერ კონტროლირებადი პროვინციებია. გლეხების საერთო შემოსავალმა წელს 604 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს საკმაო სტიმულია იმისათვის, რომ ამ საქმიდან შორს მყოფებმაც დაიწყონ ოპიუმის კულტივაცია. აღსანიშნავია, რომ ავღანეთი წელიწადში 3.600 ტონა ოპიუმს აწარმოებს, რაც მსოფლიო წარმოების 92%-ია. 
 

კომენტარები