ტორტიაში გადახვეული ქათმის ფილე მწვანე სალათით

2 ულუფა
მასალა:
4 საშუალო ზომის
ქათმის ფილე
2 კიტრი
2 პომიდორი
2 სტაფილო
200 გრ. შერეული სალათა
4 სომხური ლავაში ან ტორტია
50 გრ. მაიონეზი
საკაზმისთვის:
20 გრ. დიჟონის მდოგვი
20 გრ. მარცვლოვანი მდოგვი
50 გრ. თეთრი ბალზამიკო
ან ვაშლის ძმარი
50 გრ. ზეითუნის ზეთი
მარინადისთვის
4 ლიმონის წვენი 
100 გრ. ზეითუნის ზეთი
1 ჩაის კოვზი დიჟონის მდოგვი
ჯამში 15 ლარი

მომზადების წესი:
დაბეგვეთ ქათმის ფილე და გააჩერეთ მარინადში მთელი ღამე.
ამოიღეთ მარინადიდან, კარგად გაამშრალეთ და შეწვით ტაფაზე ან გრილზე, თითო მხარეს 7 წუთი.
შემწვარი ქათმის ფილე დაჭერით წვრილად.
კიტრი და პომიდორი დაჭერით ზოლებად, გახეხეთ სტაფილო. შერეული სალათა შეკაზმეთ საკაზმით (დიჟონის მდოგვი, მარცვლოვანი მდოგვი, ძმარი, ზეითუნის ზეთი).
გაშალეთ სომხური ლავაში (ან ტორტია) და შემოაჭერით გაუხეშებული კიდეები. წაუსვით მაიონეზი და ფენა-ფენა დადეთ შერეული სალათა, კიტრი, პომიდორი, გახეხილი სტაფილო და ზოლებად დაჭრილი შემწვარი ქათმის ფილე.
გადაახვიეთ ლავაში (ან ტორტია) და მიირთვით დარჩენილ სალათთან ერთად.

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. : 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ.: 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ.: 24 33 02 / 03 ).

კომენტარები