ენერგოკრიზისის არტი: მეორე ნაწილი — ოლეგ ტიმჩენკოსა და ნიკო ცეცხლაძის პერფორმანსი

სახელოვნებო წრეებისთვის ეს ცნობილი პერფორმანსია, რომელიც მხატვრებმა ნიკო ცეცხლაძემ და ოლეგ ტიმჩენკომ 1991 წელს თბილისში, კოლმეურნეთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში მოაწყვეს.
"ეს ომის წინა პერიოდია. ხალხი ყოველდღიურ სოციალურ პრობლემებშია ჩაფლული და მხოლოდ გადარჩენაზე ფიქრობს. გადავწყვიტეთ რამდენიმე წუთით მაინც დაგვერღვია ეს სულისშემძვრელი გაჭირვება და ადამიანების ყურადღება სხვა რამეზე გადაგვეტანა. სოციალურად ყველაზე აქტიური ადგილი შევარჩიეთ: კოლმეურნეთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი. სწორედ ამ ადგილზე იგრძნობოდა ქალაქის მაშინდელი დინამიკა — იქვე ბაზარში ერთი კილო კარტოფილის საშოვნელად მიმავალი ადამიანები და მათი მძიმე ფიქრები. დღეს ვფიქრობ, რომ ეს იყო აქცია-პერფორმანსი, რომელიც სწორედ იმ წუთებში სჭირდებოდა ჩვენს ქალაქს”, — იხსენებს ნიკო ცეცხლაძე.

კომენტარები