შემწვარი ბოსტნეულის სალათა

4 ულუფა
მასალა:
200 გრ. ყვავილოვანი კომბოსტო
50 გრ. ყაბაყი
100გრ. სალათის ფოთლები (უმჯობესია რომაული ლეტუჩის)
4-5 ღერი პრასი (მხოლოდ თავები)
3-4 ღერი პიტნა
2-3 ღერი მწვანე ხახვი
3-4 ღერი ტარხუნა
ნახევარი ლიმონის წვენი
50 გრ. ზეითუნის ზეთი
მარილი, პილპილი გემოვნებით
ჯამში 8 ლარი

მომზადების წესი:
ბოსტნეული გავრეცხოთ და გავაშროთ. ყვავილოვანი კომბოსტო დავჭრათ თხელ და განიერ ნაჭრებად და ყაბაყი თხელ რგოლებად, პრასის თავები სიგრძეზე – ოთხად. სალათის ფოთლები და მწვანილი განვაცალკეოთ, მაგრამ არ დავჭრათ.
განიერი ტაფა (უმჯობესია ტაფა-გრილი) კარგად გავაცხელოთ და დავასხათ ზეითუნის ზეთი ისე, რომ ტაფის ზედაპირი თხლად დაიფაროს.
ცხელ ტაფაზე დავყაროთ ბოსტნეული, სალათის ფოთლები და მწვანილი (თუ ყველაფერი ერთად არ მოთავსდება, რიგრიგობით, ჯერ ბოსტნეული, შემდეგ მწვანილი) და შევწვათ 2 წუთის განმავლობაში.
შემწვარი ბოსტნეული გადმოვიღოთ ღრმა თეფშში, მოვასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, ნახევარი ლიმონის წვენი, მოვაყაროთ მარილი და ფრთხილად გადავურიოთ.
სალათს მოვაყაროთ ახლად დაფქული ფერადი პილპილი.

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ.: 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ.: 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ.: 24 33 02 / 03 ).


კომენტარები