რეცეპტი

კოწახურში ამოვლებული ორაგული შინდის სოუსით

ტა­ბუ­ლა კვლავ გთა­ვა­ზობთ ახა­ლი ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს წი­ნან­დ­ლის რე­ცეპტს

4 ულუფის მასალა: 800 გრ. ორაგულის ფილე 50 გრ. კოწახური 1 კგ. შინდი 2 კბილი ნიორი 100 გრ. ჩილის სოუსი 1 კონა ქინძი მარილი ფერადი წიწაკა ზეითუნის ზეთი ჯამში 25 ლარი

მომ­­­­­­­­­­­­­­­ზა­­­­­­­­დე­­­­­­­­ბის წე­­­­­­­­სი:

და­ჭე­რით ორა­გუ­ლი 50 გრ. ოთხ­კუთხედ კუ­ბე­ბად. მო­ა­ყა­რეთ კო­წა­ხუ­რი, მა­რი­ლი, წი­თე­ლი წი­წა­კა და გა­და­უ­რი­ეთ.
მო­ას­ხით ტა­ფას („ჟაროვნა”) ზე­ი­თუ­ნის ზე­თი და მო­ა­თავ­სეთ ორა­გუ­ლის ნაჭ­რე­ბი. გა­აცხე­ლეთ ღუ­მე­ლი 200 გრა­დუს­ზე და გა­მო­აცხ­ვეთ ორა­გუ­ლი 10 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.
მო­ხარ­შეთ შინ­დი, გა­ხე­ხეთ თუშ­ფა­ლან­გ­ში და შემ­დეგ და­აბ­ლენ­დე­რეთ ნი­ორ­თან, ქინ­ძ­თან და ჩი­ლის სო­უს­თან ერ­თად. შე­კაზმეთ სა­წე­ბე­ლი გე­მოვ­ნე­ბით.
გა­მო­ი­ღეთ ორა­გუ­ლი ღუ­მე­ლი­დან, გა­ა­ნა­წი­ლეთ ოთხ თეფ­შ­ზე და მი­ირ­თ­ვით შინ­დის სო­უს­თან ერ­თად.

მა­­­­­­­­სა­­­­­­­­ლა შე­­­­­­­­გიძ­­­­­­­­­­­­­­­ლი­­­­­ათ შე­­­­­ი­­­­­­­­ძი­­­­­­­­ნოთ სუ­­­­­­­­პერ­­­­­­­­­­­­­­­მარ­­­­­­­­­­­­­­­კეტებში:
პო­­­­­­­­პუ­­­­­­­­ლი (ვე­­­­­­­­კუ­­­­­ას ქ. 3, ტელ. 24 46 35),
ჯორ­­­­­­­­­­­­­­­ჯი­­­­­­­­ტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73) ,
გუდ­­­­­­­­­­­­­­­ვი­­­­­­­­ლი (ჭავჭავაძის გამ­­­­­­­­­­­­­­­ზი­­­­­­­­რი 34, ტელ. 24 33 02 / 03).

 

 

კომენტარები