სინათლე ჩვენს ფანჯრებში?

 ...ბოლო 12 წე­ლი ერ­თად ვი­ყა­ვით. ჩე­მი რომ გახ­და, არა­ფე­რი აკ­ლ­და – ლა­ზა­თი ჰქონ­და, ძა­ლაც მოს­დევ­და, ბევ­რის უფ­ლე­ბას მაძ­ლევ­და, უხ­მოდ და­დი­ო­და კი არა – მო­ცეკ­ვა­ვე­სა­ვით და­ნარ­ნა­რებ­და. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვხმა­რობ­დი. მაგ­რამ დრომ და ასაკ­მა თა­ვი­სი უყო. რა­ღაც­ნა­ი­რად, გა­ი­ქუ­ცა და მო­ირ­ყა. ახ­ლა გა­ცი­ლე­ბით მეტს ვა­ხარ­ჯავ­დი, ვიდ­რე უწინ. ჩვენ შო­რის იმა­ტა სტრეს­მა და და­ძა­ბუ­ლო­ბამ. ამი­ტო­მაც გა­დავ­წყ­ვი­ტე, ახა­ლი გა­მე­ჩი­ნა და სრუ­ლი­ად და­უ­ნა­ნებ­ლად მი­ვა­ტო­ვე. მე­ტიც – თხა­სა­ვით გავ­ყი­დე.

დღეს ახალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ცხე­ლი ფა­ზა მაქვს: თაფ­ლო­ბის თვე. წი­ნას ბევ­რად ჯო­ბი­ა. პრობ­ლე­მებს არ ქმნის სა­ერ­თოდ. ჯან­მ­რ­თე­ლია და ლა­მა­ზი. მაგ­რამ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის მო­წამ­ვ­ლა უკ­ვე მო­ას­წ­რეს. სა­ხელ­მ­წი­ფომ შე­მო­ი­ღო კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც კრძა­ლავს მან­ქა­ნა­ში და­ბუ­რულ მი­ნებს. ჩე­მი კი და­ბა­დე­ბი­დან ნა­წი­ლობ­რივ მუქ ფე­რებ­ში უყუ­რებს სამ­ყა­როს. 
 
სა­ხელ­მ­წი­ფო ად­გენს, რომ მან­ქა­ნის წი­ნა სა­ქა­რე მი­ნა (მინებში ყვე­ლა­ზე ძვი­რი) 100%-ით გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე უნ­და იყოს. შე­და­რე­ბით და­ბა­ლია მოთხოვ­ნე­ბი წი­ნა და უკა­ნა გვერ­დი­თა მი­ნებ­ზე. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მძღო­ლებ­მა უნ­და მი­ა­კითხონ იმათ, ვინც მი­ნე­ბი და­უ­ბუ­რა და ფუ­ლი ახ­ლა – რო­გორ ვთქვა: გან­ბურ­ვა­ში? – მოკ­ლედ, და­სა­ბუ­რი ფი­რის აძ­რო­ბა­ში გა­და­უ­ხა­დონ. ეს იქ­ნე­ბა დამ­ბუ­რავ­თა ბე­დის ირო­ნია და გე­დის სიმ­ღე­რა – მა­თი ბიზ­ნე­სი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დას­რულ­დე­ბა იმით, რის პი­რი­ქით­საც აქამ­დე აკე­თებ­დ­ნენ.
 
ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ტი­ვა­ცია გა­სა­გე­ბი­ა: უსაფ­რ­თხო­ე­ბა და უკე­თე­სი ხილ­ვა­დო­ბა. კუს­ტა­რუ­ლად და­მუ­ქე­ბუ­ლი მი­ნე­ბის გა­ღი­ა­ვე­ბას არ ვე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბი. მაგ­რამ არის რამ­დე­ნი­მე სა­კითხი.
 
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­მო­დის ისეთ ქვეყ­ნებ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბი, სა­დაც უსაფ­რ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტე­ბი ჩვენ­სა­ზე დე­ტა­ლუ­რად არის და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. თუ იაპო­ნი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, სამ­ხ­რეთ კო­რე­ა­ში ან საფ­რან­გეთ­ში სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­აჩ­ნი­ა, რომ ქარ­ხ­ნუ­ლი წე­სით და­ბუ­რუ­ლი მი­ნე­ბი მან­ქა­ნა­ში მო­ქა­ლა­ქე­ებს საფ­რ­თხეს არ უქ­მ­ნის, ჩვენ რა გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა აგ­ვიტყ­და?
 
სა­ქარ­თ­ვე­ლო, ასე თუ ისე, მზი­ა­ნი ქვე­ყა­ნაა და წი­ნა სა­ქა­რე მი­ნის ოდ­ნა­ვი – თან ქარ­ხ­ნუ­ლი! – და­ბურ­ვა საფ­რ­თხეს არ უნ­და ქმნი­დეს. წი­ნა სა­ქა­რე მი­ნის წი­აღ სი­ნათ­ლის 100%-იანი გამ­ტა­რო­ბა ახი­რე­ბას უფ­რო ჰგავს, ვიდ­რე რა­ცი­ო­ნა­ლურ წესს. ამ ლო­გი­კას რომ გავ­ყ­ვეთ, შე­იძ­ლე­ბა სა­ჭეს­თან მზის სათ­ვა­ლის აკ­რ­ძალ­ვამ­დე მი­ვი­დეთ. რაც შე­ე­ხე­ბა ღა­მით მგზავ­რო­ბას, ქარ­ხ­ნუ­ლი წე­სით ოდ­ნავ და­ბუ­რულ­მი­ნი­ან მან­ქა­ნებს საკ­მა­რი­სად მძლავ­რი მა­შუ­ქე­ბი აქვთ, რა­თა ხილ­ვა­დო­ბი­სას არ დაბ­რ­კოლ­დ­ნენ.
 
ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა სტა­ტის­ტი­კა, რო­მე­ლიც სა­ფუძ­ვ­ლად უდევს ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას: და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით არის ცნო­ბი­ლი რიცხ­ვი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხ­ვე­ვე­ბი­სა, სწო­რედ და­ბუ­რუ­ლი მი­ნე­ბის მი­ზე­ზით რომ მოხ­და? ად­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უკან და­ი­ხია მარ­ჯ­ვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბის აკ­რ­ძალ­ვი­სას. მოჰ­ყ­ვა ამას დრა­მა­ტუ­ლი შე­დე­გე­ბი ასე­თი მან­ქა­ნე­ბის ან მა­თი შემ­ხ­ვედ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მძღოლ­თათ­ვის? არ იკ­რ­ძა­ლე­ბა არც სა­ჭის გა­და­ტა­ნა მარ­ჯ­ვ­ნი­დან მარ­ცხ­ნივ, რი­სი რის­კიც ასე­ვე უც­ნო­ბი­ა.
 
მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის მან­ქა­ნებს (ხალხურად: ჯი­პებს) არ გა­აჩ­ნი­ათ სე­და­ნის ტი­პის სა­ბარ­გუ­ლი და აქვთ ე.წ. უკა­ნა გვერ­დი­თა ყრუ მი­ნე­ბი. ეს მი­ნე­ბი ეკუთ­ვ­ნის სა­ბარ­გუ­ლის სივ­რ­ცეს, უძ­რა­ვია და ძა­ლი­ან ხში­რად სწო­რედ ქარ­ხ­ნუ­ლი წე­სით არის და­მუ­ქე­ბუ­ლი (ანუ მი­ნას ვე­რა­ფერს ააფხ­რეწ, სი­მუ­ქე კი არ აკ­რავს, შე­ნივ­თუ­ლია მას­თან). უკა­ნა ყრუ მი­ნე­ბი თით­ქ­მის არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ხილ­ვა­დო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში. მძღო­ლი მხო­ლოდ უკან­ს­ვ­ლი­სას იყე­ნებს მათ, სარ­კე­ებს და უკა­ნა, ანუ მე­ხუ­თე ან მე­სა­მე კა­რის მი­ნას. ავ­ტო­მო­ბი­ლის მგზავ­რე­ბი უკა­ნა ყრუ მი­ნე­ბი­დან არ უყუ­რე­ბენ გა­რე­მოს, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ისი­ნი სა­ლონ­ში სხე­დან და არა სა­ბარ­გულ­ში. უკა­ნა გვერ­დი­თი ყრუ და­მუ­ქე­ბუ­ლი მი­ნე­ბი გა­რე­შე პი­რებს უძ­ნე­ლე­ბენ სა­ბარ­გულ­ში ჩაჭ­ვ­რე­ტას ანუ ცხვი­რის ჩა­ყო­ფას იქ, სა­დაც არა­ფე­რი ესაქ­მე­ბათ. რა­ტომ უნ­და ვაქ­ცი­ოთ ისი­ნი გამ­ჭ­ვირ­ვა­ლედ? მით უმე­ტეს, თუ უკა­ნა – არაგ­ვერ­დი­თი – მი­ნის და­ბურ­ვა არ იკ­რ­ძა­ლე­ბა?
 
ჩე­მი HONDA CR-V დამ­ზა­დე­ბუ­ლია აშ­შ­-­ს­თ­ვის, რო­მე­ლიც უსაფ­რ­თხო­ე­ბი­სად­მი უაღ­რე­სად მგრძნო­ბი­ა­რე სა­ხელ­მ­წი­ფო­ა. მას ქარ­ხ­ნუ­ლი წე­სით ოდ­ნავ და­მუ­ქე­ბუ­ლი აქვს წი­ნა სა­ქა­რე და გვერ­დი­თა მი­ნა, ხო­ლო შე­და­რე­ბით მე­ტად – უკა­ნა მი­ნე­ბი. მძღო­ლის ლა­მის სა­მას­გ­ვერ­დი­ა­ნი გზამ­კ­ვ­ლე­ვი დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სებს, რომ­ლე­ბიც უნ­და და­იც­ვა მარ­თ­ვის დროს – რო­გორ იარო მო­ლი­პულ გზა­ზე, რო­გორ ამ­გ­ზავ­რო ბავ­შ­ვი, რო­გორ და სად უნ­და და­ა­მაგ­რო სა­ბავ­შ­ვო სა­ვარ­ძე­ლი და ა.შ. არ­სად, არც ერ­თი სიტყ­ვა არ არის ნათ­ქ­ვა­მი ქარ­ხ­ნუ­ლი წე­სით და­ბუ­რუ­ლი ანუ მან­ქა­ნის­თ­ვის „რადნოი” მი­ნე­ბის, რო­გორც რის­კ­-­ფაქ­ტო­რის შე­სა­ხებ.
 
რა­ტომ უნ­და და­ვა­ხარ­ჯოთ რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი დო­ლა­რი იმას, რი­სი აუცი­ლებ­ლო­ბაც არა­ვის და­უ­სა­ბუ­თე­ბი­ა? რა­ტომ გვა­ი­ძუ­ლებს სა­ხელ­მ­წი­ფო, ვუ­ყუ­როთ მას, რო­გორც ზედ­მე­ტად ხე­ლის მო­ფა­თუ­რეს ჩვენს ჯი­ბე­ში ჯა­რი­მე­ბით ხა­ზი­ნის შე­სავ­სე­ბად? იმი­ტომ, რომ ქორ­წი­ლამ­დე (წაიკითხე: არ­ჩევ­ნე­ბამ­დე) დაგ­ვა­ვიწყ­დე­ბა? თუ სა­ხელ­მ­წი­ფო გა­ჯიქ­დე­ბა და არ გა­და­ხე­დავს ამ კა­ნონს, რა­ტომ არ იძ­ლე­ვა ის გო­ნივ­რულ ვა­დას – არა­მედ მხო­ლოდ ორ კვი­რას – ქარ­ხ­ნუ­ლად და­ბუ­რუ­ლი მი­ნე­ბის შე­საც­ვ­ლე­ლად? ვნა­ხავთ კი ამი­ე­რი­დან სა­ხელ­მ­წი­ფო კა­ცებს სრუ­ლი­ად გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე მან­ქა­ნებ­ში? 

კომენტარები