თბილისს ჯავახეთთან ახალი გზა აკავშირებს

0 კომენტარი

წალკა-ახალქალაქის გზა, რომელიც სამცხე-ჯავახეთს ქვემო ქართლთან აკავშირებს, ექსპლუატაციაში გუშინ შევიდა. მთავრობის ინფორმაციით, განახლებული გზით დედაქალაქიდან ჯავახეთში ჩასვლა 8 საათის ნაცვლად 2.5 საათში ხდება შესაძლებელი. სამუშაობზე აშშ-ს მთავრობისა და "ათასწლეულის განვითარების კორპორაციის" მიერ გამოყოფილი 209 მილიონი დოლარი დაიხარჯა. მშენებლობას 2 წელი დასჭირდა. გზის სიგრძე 224 კილომეტრია — ერთკილომეტრიანი მონაკვეთი საშუალოდ 933 ათასი დოლარი დაჯდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ეკონომიკური კვლევის ცენტრის” მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგების თანახმად, პროექტის სასტარტო ღირებულება 102 მილიონი დოლარი იყო. 2009 წელს სამუშაოების ღირებულება ორას მილიონამდე გაიზარდა, სარეაბილიტაციო მონაკვეთი კი 20 კილომეტრით შემცირდა. ორგანიზაციის დასკვნით, ხარჯების ზრდის მიზეზი არაეფექტური მენეჯმენტი და ეკონომიკური კრიზისი გახდა.

გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალ გზას „ისტორიული“ უწოდა. მისი თქმით, გზა ”ფაქტიურად დაასრულებს სამცხე–ჯავახეთის იზოლაციას დანარჩენი საქართველოსგან”.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები