უჩვეულო გამოფენა სამხატვრო აკადემიაში

0 კომენტარი

ანტონ ბალანჩივაძის სლაიდშოუ, მაკა ბატიაშვილის, გია ბუღაძის, თეა თელიას, სოფია ჩერქეზიშვილის ინსტალაციები, კოტე მინდაძის სკულპტურა, გიორგი კეკელიძის, როკო ირემაშვილის, ოლეგ ტიმჩენკოს  ვიდეო და კიდევ არაერთი საინტერესო ქართველი არტისტის ნამუშევრების გახსნა 25 ნოემბერს, სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში გაიმართა.

თავდაპირველად, სოფია ჩერქეზიშვილის ოქროსფერი ყვავილების სკულპტურული ინსტალაცია, დავით ალექსიძის „პანდორას ყუთი” და კონსტანტინე მინდაძის „პლანეტარიუმი”, ჟურნალ ტაბულას მხარდაჭერით შეიქმნა და 2 ოქტომბერს, წინანდალში ჩატარებულ ღონისძიებაზე იქნა წარმოდგენილი. ეს იყო მცდელობა ისტორიულ ზონაში შექმნილიყო პრეცედენტი გარეგამოფენისა – მოდერნისტულის, მულტისენსორულის. სწორედ წინანდლის გამოფენა იყო ფუნდამენტი, რაზეც აიგო სამხატვრო აკადემიაში ახალი ექსპოზიციის არქიტექტურა. კურატორებმა კი, სხვა ავტორების დამატებით, კიდევ უფრო მასშტაბური გახადეს სანახაობა, რომელიც ავტორთა ხელწერის მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქვეყნები, სადაც უცხოელების საკუთრებაში მეტი მიწაა, ვიდრე საქართველოში

კომენტარები